Browsing by Author "Nadareishvili, Ketevan"
Now showing 1 - 5 of 5
Results Per Page
Sort Options
Item Identity Issues of the Kartvelian Peoples by the Greek Authors Memnon, Appian, Cassius Dio, Plutarch and Strabo(Logos, 2023) Nadareishvili, KetevanItem Olga Taxidou’s Medea – Woman and Empire in a World Torn Apart(2020) Nadareishvili, Ketevanძველი ტექსტების ახლებურად გააზრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მასალას კლასიკური ტრადიცია გვაწვდის. ევრიპიდეს ტრაგედია „მედეა“ კი ფემინიზმის იდეების წარმოჩენისთვის პარადიგმატულ პიესადაა მოაზრებული. უკვე XX ს-ის დასაწყისის სუფრაჟისტთა მოძრაობაში მედეას ფიგურა ფენიმიზმის ხატად გვევლინება. რაც შეეხება XXI ს-ის პირველი ათწლეულების „მედეას“ მრავალმხრივ ინტერპრეტაციათ, სწორედ მისი ფემინისტური რეცეფციები იკავებს ამ დისკურსში ერთ-ერთ წარმმართველ ადგილს. ამ კუთხით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ფემინისტი მწერლის და დრამის სპეციალისტის - ოლგა ტაქსიდუს პიესა „მედეა“. მოხსენება განიხილავს ტაქსიდუს მედეას სახეს, როგორც ე.წ. „სხვის“ სახეს, რომელიც ამასთანავე სასოწარკვეთილ მებრძოლ ფემინისტად გვევლინება იმპერიისა და „მესამე სამყაროს“ ურთიერთობის ჭრილში, შეისწავლის ქალების ხვედრს, რომლებიც იმპერიალისტური პოლიტიკის ყველაზე მოწყვლად ნაწილს წარმოადგენენ. მოხსენება მიზნად ისახავს შემდეგი საკითხების ანალიზს: ა) მედეას თვალით დანახული ამ ორი სამყაროს ფასეულობათა ფუნდამენტური განსხვავების; ბ) მედეას ტოტალური გაუცხოვების, გაუცხოვებისა საკუთარი შვილებისგანაც კი, რომლებსაც ის იმპერიის ჯარისკაცებად განიხილავს; გ) „მედეას“ ცნობილი ქორალური ოდის („მედეა“, 410-430); დ) მედეას ამბივალენტური რეპრეზენტაციისა პიესის ფინალში - როგორც პიროვნებისა, რომელმაც დაკარგა თავისი იდენტობა და როგორც სატელევიზიო შოუს წამყვანისა, რომელიც უბედური ქალების ხვედრის შესახებ წარმართავს გადაცემას. მოხსენების დასკვნები საყურადღებო იქნება ქალი ავტორების მიერ უკვე არსებული ტექსტების გადააზრების დისკურსისთვის, რაც შეიძლება უფრო მასშტაბური პროცესის - არსებული კულტურული ნორმების ტრანსფორმაციის ნაწილად მოვიაზროთ.Item The Roman Contexts of Perceiving the Other – Receptions of Geopolitical and Cultural Identity of the Ancient Kartvelian People(2021) Nadareishvili, Ketevan; Cheishvili, TamarItem Women on Women:Two Modern Feminist Interpretations of the Medea Myth(2021) Nadareishvili, Ketevanოდინდელ ტექსტთა გადამუშავება უმეტესწილად საუკუნოვან კითხვებზე ახალი პასუხების მოძიების მცდელობა გახლავთ. მწერლები ნაცნობ მატრიცებს ხშირად თავიანთი ეპოქის კრიზისების ანალიზისთვის იყენებენ. მედეას უძველესი მითოსი ფემინისტური პრობლემების გააზრების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დისკურსად გვევლინება, რომელშიც XX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული აქტიურად ჩაებნენ ქალი ავტორები. მოხსენება მიზნად ისახავს, გაანალიზოს ორი ქალი ავტორის მიერ დანახული მედეას ამბავი - ერთი გახლავთ ცნობილი ფემინისტი ავტორისა და დრამის სპეციალისტის, ოლგა ტაქსიდუს პიესა „მედეა“, ხოლო მეორე - ახალგაზრდა ქართველი პოსტმოდერნისტი ავტორის - მადი ბერიაშვილის პიესა სახელწოდებით „მედეა, როგორც მედეა“. ორივე პიესა წარმოგვიდგენს მედეას ამბავს ისე, როგორც ამას თავად მედეა ხედავს, ასე რომ, ტრადიციული მამრობითი ნარატივი ქალის თვალთახედვით არის გადმოცემული. მედეას ირგვლივ არსებული სამყარო განსხვავებულადაა დახატული მწერალთა მიერ. ტაქსიდუ პრობლემათა ფართე პანორამას წარმოგვიდგენს - იმპერიისა და მესამე სამყაროს ურთიერთობისა და ქალთა ხვედრისა ამ კონტექსტში, მაშინ, როდესაც ბერიაშვილის ყურადღების ცენტრში ექცევა მედეას ირგვლივ მყოფი მამაკაცების პერვერსიული ვნებები - იქნება ეს მედეასადმი მამის სექსუალური ლტოლვა თუ ოქროს საწმისის მოპოვების იასონისეული პათოლოგიური ვნება. განსხვავებათა მიუხედავად, ორივე ავტორი თვლის, რომ მედეას საშინელ შურისძიებაზე პასუხისმგებელი სწორედ მის ირგვლივ არსებული სამყაროა, რადგან მან გახადა მედეა ისეთი, როგორც ის არის. მოხსენების დასკვნები საყურადღებოა ქალების მიერ ლიტერატურის გადამუშავების დისკურსის შესწავლის კუთხით.