Article
Permanent URI for this collection
Browse
Browsing Article by Subject "პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება"
Now showing 1 - 1 of 1
Results Per Page
Sort Options
Item პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შემავსებელი ბუნება და უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობის შემოწმების სტანდარტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკაში(ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2021) კოპალეიშვილი, მაიასაქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი იცავს არა რომელიმე კონკრეტულ თავისუფლებას, არამედ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ამდენად ის სუბსიდიარულია სხვა ძირითად უფლებებთან. კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა უფლებასთან მიმართებით სუბსიდიურობა (ანუ დამატებითი ბუნება) გულისხმობს, რომ თუ საქმე გვაქვს კონკრეტული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე უფლების დარღვევასთან, მე-12 მუხლის გამოყენება საჭირო აღარ არის, რამდენადაც გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალური ნორმა (lex specialis), რომელიც კონკრეტულ უფლებას იცავს. კონსტიტუციის მე-12 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს. საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს მე-12 მუხლით გარანტირებული უფლების შეზღუდვის შემდეგ ლეგიტიმურ მიზნებს: სხვათა უფლებები, კონსტიტუციით დადგენილი წესრიგი, ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი. საკონსტიტუციო სასამართლო ლეგიტიმური მიზნის შეფასებისას მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებული უფლების შესაზღუდად სახელმწიფოს უნდა ქონდეს ღირებული ლეგიტიმური მიზანი. პიროვნების თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეფასდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით. უფლების შეზღუდვისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასა და მასთან ღირებულებათა კონფლიქტში მყოფ სხვა ლეგიტიმურ ინტერესებს შორის.