History of Law Department
Permanent URI for this community
History of Law Department
Browse
Browsing History of Law Department by Subject "დამოუკიდებლობა"
Now showing 1 - 2 of 2
Results Per Page
Sort Options
Item პირველი პროკურატურა დამოუკიდებელ კავკასიაში(მერიდიანი, 2020) ფერაძე, გოჩაწერილში „პირველი პროკურატურა დამოუკიდებელ კავკასიაში“ გადმოცემულია 100 წლის წინ მიმდინარე მოვლენები, როდესაც რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობამოპოვებულ საქართველოში, ქართული სახელმწიფოებრობისთვის მანამდე უცნობი სახელისუფლებო ინსტიტუტები (სენატი, იუსტიციის სამინისტრო, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და ა.შ.) იქნა დამკვიდრებული. ერთ-ერთი ასეთი ინსტიტუტი იყო სწორედ პროკურატურა, რომელიც 1802 წლიდან მოყოლებული ჯერ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, 1917 წლიდან საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკასა და მოგვიანებით საბჭოთა კავშირშიც წლების მანძილზე იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა. გენერალური პროკურორის თანამდებობას კი, იუსტიციის მინისტრები ითავსებდნენ. გასაკვირი არ არის, რომ პირველი პროკურატურა კავკასიაში სწორედ საქართველოში შეიქმნა, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს რეგიონში პირველმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და იმავე დღეს ეროვნული საბჭოს მიერ სრული შემადგენლობით იქნა დამტკიცებული ეროვნული მთავრობა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი იუსტიციის მინისტრი და შესაბამისად გენერალური პროკურორი იყო შალვა ალექსი მესხიშვილი (1918-1919წ.წ.). მომდევნო წლებში ეს თანამდებობა ეკავათ ევგენი გეგეჭკორსა (1919-1920 წ.წ.) და რაჟდენ არსენიძეს (1920-1921წ.წ.). წერილში სწორედ მათი ხელმძღვანელობით, ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელისუფლებო ინსტიტუტის მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯებზეა ყურადღება გამახვილებული.Item რამდენიმე გარემოების დადგენა-დაზუსტებისათვის ვარლამ ჩერქეზიშვილის ბიოგრაფიიდან(თსუ გამომცემლობა, 2021) ფერაძე, გოჩაწერილში „რამდენიმე გარემოების დადგენა-დაზუსტებისათვის ვარლამ ჩერქეზიშვილის ბიოგრაფიიდან“ ყურადღება არის გამახვილებული იმ უზუსტობებზე რომელსაც ხშირად ვაწყდებით დიდი ქართველი მამულიშვილის ვარლამ ჩერქეზიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის შესახებ მსჯელობისას. წერილშივე ჩამოთვლილია მიზეზები რომელთაც დიდად შეუწყვეს ხელი თვით საქართველოშიც კი, მსოფლიო სახელის მქონე პოლიტიკური ემიგრანტის სახელისა და დამსახურებების დავიწყებას. რუსეთის იმპერიაში მისი დევნის მიზეზი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში აქტიური მონაწილეობა, საბჭოთა კავშირში კი, მისი აშკარად ანტიმარქსისტულო პოზიცია. შესაბამისად, ქართული საზოგადოების ცნობიერებაში ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელის დასაბრუნებლად აქტიური ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ XX საუკუნის ბოლოს, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გახდა შესაძლებელი. კერძოდ, ათწლეულების მანძილზე ჩვენს მიერ საქართველოსა თუ, საზღვარგარეთის წიგნსაცავებსა და არქივებში მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით წინამდებარე წერილში მოტანილია კონკრეტული მონაცემები ვარლამ ჩერქეზიშვილის დაბადების თარიღთან, დაკრძალვის ადგილთან, მშობლების, მეუღლის შესახებ, ილია ჭავჭავაძესთან, გაზეთ „ივერიასთან“ მისი თანამშრომლობის შესახებ გავრცელებული მცდარი, არაზუსტი მონაცემების უარყოფა-დაზუსტების მიზნით.