ზოგიერთი შტრიხი საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ცხოვრებიდან პოლიტიკური რეპრესიების პერიოდში - 1937 წელი

Abstract
აბსტრაქტი. სტატიაში განხილულია საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში არსებული ვითარება, რომელიც 1937 წლისათვის აქ არსებობდა. ძველი საარქივო დოკუმენტების შესწავლით დადგინდა, რომ ისევე როგორც არაერთ სხვა უწყებაში, საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაშიც გარკვეულწილად მძიმე და არასახარბიელო ვითარება იყო შექმნილი, რაც დაკავშირებული იყო პოლიტიკურ რეპრესიებთან – პიროვნებათა დევნა-შევიწროება, ორგანიზაციის საქმიანობაში უხეში ჩარევა და ზეწოლითი ადმინისტრაციული მართვა. ნაშრომი დაეფუძნა საქართველოს ეროვნულ არქივსა და საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოების ფონდებში დაცულ საარქივო მასალებს, კერძოდ, 1937 წლებში ჩატარებული სხდომების ოქმებს. როგორც ოქმებიდან ირკვევა, სხდომებზე სხვადასხვა საკითხზე იყო საუბარი. ყველა საკითხს მეტ-ნაკლებად დაჰკრავს პოლიტიკური ელფერი და იგრძნობა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ჩარევის აშკარა ნიშნები. ცხადია, წინამდებარე სტატია სრულყოფილად ვერ ამოწურავს სხდომებზე განხილულ საკითხებს. ჩვენ ვეხებით მხოლოდ იმ მომენტებს, რომლებიც მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ თანამედროვე საზოგადოების ინფორმირებისათვის. მიუხედავად შექმნილი რთული ვითარებისა, იგივე ეს ოქმები ნათელი დასტურია იმისა, თუ როგორი აქტიური მისია ჰქონდა აღებული თავის თავზე საზოგადოებას და რა დიდ სამეცნიერო სამუშაოს ეწეოდა იგი.
Description
Keywords
Citation
Collections