ათითუდის კომპონენტების შესახებ

dc.contributor.authorნადარეიშვილი, ვახტანგ
dc.date.accessioned2022-12-20T09:56:55Z
dc.date.available2022-12-20T09:56:55Z
dc.date.issued2022
dc.description.abstractათითუდი, უმეტესწილად, შეფასებით დისპოზიციად განიხილება (Ajzen, 1993), რაც ავიწროებს ცნების თავდაპირველ მოცულობასა და შინაარსს, აკნინებს ცნების აღწერით და ახსნით პოტენციალს, ართულებს აქტივობისა და ათითუდის ურთიერთმიმართების ანალიზს, ამცირებს რელევანტურ თეორიებთან კოორდინაციის შესაძლებლობას. თუ დ. უზნაძის სიტუაციურ და ფიქსირებულ განწყობებსაც დისპოზიციებად განვიხილავთ (ნადარეიშვილი, 2020), გასაანალიზებელია ათითუდისა და განწყობის და მათი კომპონენტებისა და ფაქტორების ურთიერთმიმართება. ათითუდის სამწევრიან მოდელის (https://dictionary.apa.org/tripartite-model-of-attitudes) „ქცევით“ (კონატურ) კომპონენტში იგულისხმება სამომავლო ქცევის პოტენციალი და მისი რეალიზაციის ტენდენცია. ათითუდის იერარქიული მოდელის პოზიციიდან (Ajzen, 1993, გვ. 41) და კონატური კომპონენტის განმარტებიდან (https://dictionary.apa.org/conation) გამომდინარე, ათითუდის ერთ-ერთი, კონატური კომპონენტი მის დანარჩენ კომპონენტებსაც მოიცავს. მორიგი განმარტებით (Ajzen, 1993), კონატური კომპონენტი გულისხმობს ქცევისთვის მზაობას, ანუ მხოლოდ ის არის მზაობითი მომენტის მატარებელი. გასათვალისწინებელია, რომ ათითუდი აქტივობისთვის მზაობაა და მის ერთ-ერთ კომპონენტს მთლიანობითი წარმონაქნის ფუნქცია ვერ ექნება. მეტიც, ათითუდი მთლიანობაშიც კი, არა ქცევა, არამედ მზაობითი დისპოზიციაა (Allport, Pattern and growth in personality, 1961), რომელიც ქცევის მიმართვას და აღძვრას ემსახურება (Allport, Handbook of Social Psychology, 1935). ნაწილობრივ მართებულია, რომ კონატური კომპონენტი ათითუდის ქცევითი საფუძველია და არა ქცევა (https://dictionary.apa.org/conation). საფიქრებელია, რომ ის მოქმედებითი რესურსია (მაგალითად,„ოპერაციული შესაძლებლობები“ (ნადირაშვილი შ. , 1983, გვ. 218-233), რომელიც, მხოლოდ დანარჩენ კომპონენტებთან ერთობლიობაში, იძლევა ქცევისთვის მზაობას და საკუთრივ ქცევას. განმარტებების გათვალისწინებით, კონატური კომპონენტი შეიძლება განვიხილოთ: 1) ფიქსირებულ წარმონაქმნის სტრუქტურის თვალსაზრისით, როგორც აქტუალიზებული „ოპერაციული“ მდგენელი; 2) არა როგორც ცალკეული კომპონენტი, არამედ როგორც მთლიანობითი ფსიქიკური წარმონაქმნის არსებობის, ან „ათითუდის ობიექტზე გაზომვადი რეაქციის“ (Ajzen, 1993) ერთ-ერთი გამოვლენა; 3) არა როგორც მთლიანობის საფუძველი (განწყობის ფაქტორი), არამედ უკვე წარმოქმნილი მთლიანობის მდგენელი, მისი ერთ-ერთი განზომილება - ანალოგიურად იმისა, რომ „განწყობის გაშლა ცნობიერების შინაარსის სახით ემოციურსა და კოგნიტურ ასპექტს ერთდროულად მოიცავს“ (უზნაძე, შენიშვნების რვეული, 1988), 4) აქტივობის აღძვრის თვალსაზრისით, როგორც ფსიქიკური წარმონაქმნის ფორმირების ფინალური სტადია (რის გამოც კონატური კომპონენტი მზაობის მატარებლად მიიჩნევა). ათითუდის (ფიქსირებული წარმონაქმნის) კომპონენტები სიტუაციური წარმონაქმნის ფორმირებისთვის გამოიყენება (რომელიც კონატური კომპონენტის სახითად ვლინდება), რომელიც გამაშუალებელ ფუნქციას ასრულებს ათითუდსა და ქცევას შორის (ნადირაშვილი შ. , 1985) (ნადარეიშვილი, 2020). აღნიშნული გასათვალისწინებელია იმ თეორიულ მიდგომებში, რომლებიც აქტივობის უშუალოდ აღმძრავ სიტუაციურ წარმონაქმნებს (მაგ. „სიტუაციური განწყობა“ (უზნაძე, განწყობის ფსიქოლოგია, 2009) ნაკლებად ითვალისწინებენ მათ საფუძველზე ჩამოყალიბებული ფიქსირებული წარმონაქმნების ანალიზისას. ზემოთქმული გასაგებს ხდის ათითუდებსა და ქცევას შორის კავშირის სპეციფიკას, აქარწყლებს ფიქსირებულ წამონაქმნების მიერ ქცევის დეტერმინაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებული სკეფსისს (LaPiere, 1934) და იძლევა ათითუდისა და ქცევის ურთიერთმიმართების შემდგომი ანალიზის შესაძლებლობას.en_US
dc.identifier.urihttps://dspace.tsu.ge/handle/123456789/2021
dc.language.isogeen_US
dc.subjectათითუდიen_US
dc.subjectდისპოზიციაen_US
dc.subjectკომპონენტიen_US
dc.subjectგანწყობაen_US
dc.subjectაქტივობაen_US
dc.titleათითუდის კომპონენტების შესახებen_US
dc.typeThesisen_US
Files
Original bundle
Now showing 1 - 1 of 1
Loading...
Thumbnail Image
Name:
_ნადარეიშვილი_ l.pdf
Size:
117.22 KB
Format:
Adobe Portable Document Format
Description:
License bundle
Now showing 1 - 1 of 1
No Thumbnail Available
Name:
license.txt
Size:
1.71 KB
Format:
Item-specific license agreed upon to submission
Description: