საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლი2 საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში
Loading...
Date
2024
Authors
Journal Title
Journal ISSN
Volume Title
Publisher
„მერიდიანი“
Abstract
საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლი განსაზღვრავს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობას. დასახელებული მუხლის შინაარსი კონსტიტუციით განმტკიცებული თანასწორობის უფლებასთან კონტექსტში რამდენჯერმე გახდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. სტატიაში განხილულია, თუ როგორ განმარტავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის მე-8 მუხლს სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების თანასწორობის უფლებასთან კავშირში.
საკონსტიტუციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას კონსტიტუციის კონკრეტული მუხლით დადგენილი მოთხოვნების ამომწურავი განმარტების საჭიროების წინაშე და წარმოდგენილი მსჯელობა მიემართება მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარების კონსტიტუციური ჩანაწერის განმარტებას განსახილველი საქმის კონტექსტში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე (16.12.2018) იგივე შინაარსის დებულება მოცემული იყო კონსტიტუციის მე-9 მუხლში.