გულის უკმარისობის ეპიდემიოლოგიური თავისებურებები ხანდაზმულ პაციენტებში

dc.contributor.authorვერულავა, თენგიზ
dc.contributor.authorღონღაძე, ანა
dc.contributor.authorჯორბენაძე, რევაზ
dc.contributor.authorწვერავა, მიხეილ
dc.contributor.authorდონჯაშვილი, მანანა
dc.date.accessioned2020-07-13T12:11:02Z
dc.date.available2020-07-13T12:11:02Z
dc.date.issued2020
dc.description.abstractშესავალი: გულის უკმარისობა სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია ხანდაზმულებში. გულის უკმარისობის მქონე ხანდაზმულ პაციენტთა ოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება პაციენტთა სიცოცხლის ხანგრძლივობის შემდგომი ზრდის გამო. კვლევის მიზანია გულის უკმარისობის ეპიდემიოლოგიური ტენდენციების შესწავლა ხანდაზმულ პაციენტებში. მეთოდოლოგია: კვლევის ფარგლებში შევისწავლეთ ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებით და მათ შორის, გულის უკმარისობით ხანდაზმული პაციენტების (75 წლის და მეტი ასაკის) სამედიცინო ისტორიები (2015-2019 წწ.). გაანალიზებულ იქნა სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებების სტრუქტურა და გულის უკმარისობით თანმხლები დაავადების (I50, I50.0 I50.1) მქონე ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რეადმისიის მაჩვენებლები. შედეგები, დისკუსია: ხანდაზმულ პაციენტებში სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებების უმთავრესი გართულებაა გულის უკმარისობა (68.6%), ხოლო ამ დაავადებათაგან გულის უკმარისობის სინდრომი ყველაზე მეტად აღინიშნება მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობის დროს (65%). ბოლო წლებში გაიზარდა გულის უკმარისობის მქონე ხანდაზმული ასაკის პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა, რაც დაკავშირებულია მოსახლეობის დაბერების პროცესთან. აღნიშნული ტენდენცია, სავარაუდოდ, შემდგომ წლებშიც გაგრძელდება. მიუხედავად გულის უკმარისობის მკურნალობაში მნიშვნელოვანი მიღწევებისა, ისევ მაღალია რეადმისიის მაჩვენებელი. რეადმისიის ყველაზე ხშირ მიზეზია გულის უკმარისობა (ყველა რეადმისიის 48%). გულის უკმარისობით პირველადი ჰოსპიტალიზაციიდან 6-9 თვის შემდეგ ნებისმიერი მიზეზის გამო რეადმისია შეადგენდა 60%-ს. პაციენტებს აღენიშნებოდათ ისეთი თანმხლები დაავადებები, როგორებიცაა ჰიპერტენზია (43%), მიოკარდიუმის ინფარქტი (14%), დიაბეტი (36%), პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება (7%) და ინსულტი (8%), რაც გავლენას ახდენს რეადმისიის მაჩვენებელზე. აღნიშნული მიუთითებს, რომ გულის უკმარისობის გარდა, რეადმისიის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს ისეთი არაკარდიალური მდგომარეობები, როგორებიცაა: პნევმონია, თირკმლის უკმარისობა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები. მედიკამენტების სათანადო შერჩევითა და მონიტორინგით შესაძლებელია გარკვეული არაკარდიალური მიზეზით გამოწვეული რეადმისიის პრევენცია. კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტებს, რომლებსაც არ ჰქონდათ გაკეთებული იმპლანტირებული კარდიომოწყობილობები გულის უკმარისობის პირველადი ჰოსპიტალიზაციის დროს, აღენიშნებოდათ რეადმისიის და სიკვდილიანობას უფრო მაღალი მაჩვენებელი. დასკვნა, რეკომენდაციები: მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ხანდაზმული ასაკის პაციენტებში სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებების და გულის უკმარისობის კლინიკური გამოსავლები გაუმჯობესდა, რეადმისიის მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება. აღნიშნული მიგვითითებს, რომ გულის უკმარისობა ჯერ კიდევ რჩება ჯანდაცვის მნიშვნელოვან პრობლემად. აუცილებელია გულის უკმარისობით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციისას ყურადღება მიექცეს როგორც კარდიულ, ასევე არაკარდიალურ მდგომარეობებს. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევით გამოიკვეთა იმ ღონისძიებათა დადგენის აუცილებლობა, რომლებიც შეამცირებენ გულის უკმარისობით გამოწვეულ რეადმისიას. კვლევა გვაწვდის ახალ ინფორმაციას გულის უკმარისობის მქონე ხანდაზმულ პაციენტთა მახასიათებლებსა და გამოსავლებზე საქართველოში. კვლევა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ გულის უკმარისობის მქონე ხანდაზმულ პაციენტთა მიმართ მომავალი კვლევების სფეროები.en_US
dc.identifier.citationთენგიზ ვერულავა, ანა ღონღაძე, რევაზ ჯორბენაძე, მიხეილ წვერავა, მანანა დონჯაშვილი. გულის უკმარისობის ეპიდემიოლოგიური თავისებურებები ხანდაზმულ პაციენტებში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2020; 6 (1)en_US
dc.identifier.issn2346-7983
dc.identifier.urihttps://dspace.tsu.ge/handle/123456789/617
dc.language.isogeen_US
dc.publisherჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგიაen_US
dc.subjectგულის უკმარისობაen_US
dc.subjectრეადმისიაen_US
dc.subjectჰოსპიტალიზაციაen_US
dc.subjectდაბერებაen_US
dc.subjectეპიდემიოლოგიაen_US
dc.titleგულის უკმარისობის ეპიდემიოლოგიური თავისებურებები ხანდაზმულ პაციენტებშიen_US
dc.typeArticleen_US
Files
Original bundle
Now showing 1 - 1 of 1
Loading...
Thumbnail Image
Name:
heart-verulava.pdf
Size:
299.07 KB
Format:
Adobe Portable Document Format
Description:
License bundle
Now showing 1 - 1 of 1
No Thumbnail Available
Name:
license.txt
Size:
1.71 KB
Format:
Item-specific license agreed upon to submission
Description:
Collections