საქართველოში მცხოვრები სომხებისა და აზერბაიჯანელების აკულტურაცია

dc.contributor.authorფირცხალავა, ეკატერინე
dc.contributor.authorგვეტაძე, ანნა
dc.date.accessioned2022-12-20T09:59:14Z
dc.date.available2022-12-20T09:59:14Z
dc.date.issued2022
dc.description.abstractსაქართველო მულტიკულტურული ქვეყანაა, საქართველოს მოქალაქეები არიან სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად თავს რამდენიმე კონკრეტულ რეგიონში იყრიან. კერძოდ, სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალქეები. სრული ტერიტორიული მოცვით, საქართველოს ყოველი მე-6 მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია, ხოლო უშუალოდ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში - ყოველი მეორე. ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხი არის მნიშნველოვანი მთელს მსოფლიოში, მათ შორის აღნიშნული პრობლემა არის საქართველოშიც. ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი სხვაობები ხელს უწყობს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შორის კონტაქტის ნაკლებობას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ინტეგრციის დონის შემცირებას და განაპირობებს აკულტურაციის კონკრეტული სტრატეგიის არჩევას. კვლევის ფარგლებში ჩატარებული იყო თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევა, რათა განგვესაზღვრა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების აკულტურაციის სტრატეგია და დაგვედგინა ის პრობლემები, რომელსაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები აწყდებიან საქართველოში ცხოვრების დროს. ასევე, ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა ეთნიკურად ქართველებთან, რათა შეგვეფასებინა ეთნიკურად ქართველების დამოკიდებულებები სომხებისა და აზერბაიჯანელების მიმართ. კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ აკულტურაციის სტრატეგიებიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები უპირატესობას ანიჭებენ ინტეგრაციას, შემდეგ სეპარაცია და ბოლოს მარგინალიზაცია ან ასიმილაცია. ეთნიკურად ქართველები აფიქსირებენ საშუალო მაღალ დადებით ატიტუდებს ეთნიკური უმცირესობების მიმართ, თუმცა ამავდროულად საკმაოდ უარყოფად ახასიათებენ მათ. ეთნიკური უმცირესობების აკულტურაციის სტრატეგიის არჩევანზე გავლენა აქვს სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად სახელმწიფოებრივი ენის ცოდნის დონე დაფიქსირდა.en_US
dc.identifier.urihttps://dspace.tsu.ge/handle/123456789/2022
dc.language.isogeen_US
dc.subjectეთნიკური უმცირესობებიen_US
dc.subjectსომხებიen_US
dc.subjectაზერბაიჯანელებიen_US
dc.subjectაკულტურაციაen_US
dc.titleსაქართველოში მცხოვრები სომხებისა და აზერბაიჯანელების აკულტურაციაen_US
dc.typeThesisen_US
Files
Original bundle
Now showing 1 - 1 of 1
Loading...
Thumbnail Image
Name:
_ფირცხალავა_გვეტაძე_აკულტურაცია.pdf
Size:
33.46 KB
Format:
Adobe Portable Document Format
Description:
License bundle
Now showing 1 - 1 of 1
No Thumbnail Available
Name:
license.txt
Size:
1.71 KB
Format:
Item-specific license agreed upon to submission
Description: