ქართული სუფრა ანთროპოლოგიურ ენციკლოპედიებში
| creativework.keywords | ქართული სუფრა, სადღეგრძელო, ეროვნული იდენტობა, იდეოლოგია, ანთროპოლოგია, Georgian Supra, toasting, national identity, anthropology, ideology | |
| dc.contributor.author | ყიფიანი, გიორგი / Kipiani, Giorgi | |
| dc.date.accessioned | 2024-11-28T12:07:43Z | |
| dc.date.available | 2024-11-28T12:07:43Z | |
| dc.date.issued | 2023 | |
| dc.description.abstract | სტატიაში მოცემულია ინგლისურენოვან ანთროპოლოგიურ ენციკლოპედიებში, კერძოდ ანთროპოლოგიის ღია ენციკლოპედიასა (2016) და არაფორმალურობის გლობალურ ენციკლოპედიაში (2018) ქართული სუფრის დახასიათებათა ანალიზი. ანთროპოლოგიური ღია ენციკლოპედიის (Open Encyclopedia of Anthropology) სტატიაში „ნადიმობა“ ქლო ნაჰუმ-კლოდელი ქართულ სუფრას ახასიათებს როგორც ავტორიტარულ და გენდერულად მადისკრიმინირებელ ტრადიციას. აქ გვიანი საბჭოთა პერიოდის სუფრა აღიწერება, როგორც მხოლოდ მამაკაცების ნადიმი, რომლის დროს ქალები ამზადებენ საკვებს, ფეხზე მდგომნი ემსახურებიან, მაგრამ არასოდეს არ ხდება პირიქით, კაცები რომ ქალებს ემსახურებოდნენ. არაფორმალური პრაქტიკების გლობალური ენციკლოპედიის (The Global Encyclopedia of In- formality) სპეციალურ ქვეთავში “ Sadgerdgzelo” ფლორიან მიულფრიდი განიხილავს ქართულ სუფრას, როგორც მრავალსადღეგრძელოიან ცერემონიას და ახასიათებს როგორც მე-19 საუკუნის პროდუქტს, რუსული კულტურიდან ნასესხებ ტრადიციას. სტატიის მიხედვით ქართული სუფრა განსაკუთრებულ პოპულარობას იძენს გვიანი სოციალიზმის პერიოდის საქართველოში. მიულფრიდი სადღეგრძელოს თანამედროვე საქართველოში უკვე მავნე ჩვეულებებთან ასოცირებულად მიიჩნევს. ქართული სუფრის ასეთი დახასიათება, ერთის მხრივ ეწინააღმდეგება სუფრის ტრადიციის შესახებ ისტორიულ წყაროებში არსებულ ცნობებს დაწყებული მე-17 საუკუნიდან. მეორეს მხრივ წინააღმდეგობაში მოდის ეროვნულ იდენტობასთან, რადგან ქართული სუფრა 2017 წლიდან დასახელებულია როგორც ეროვნული სულიერი მემკვიდრეობის არამატერიალური ძეგლი, რომელიც მრავალსაუკუნოვან ტრადიციად განიხილება. ის ქართველი ხალხის მიერ მიიჩნევა სოციალური ურთიერთობების კულტურულ სივრცედ, რომლის გარეშეც შეუძლებელი გახდებოდა ქართველი ერის ნაციონალური იდენტობის შენარჩუნება. ორივე პუბლიკაციაში მოყვანილი მასალები ქართული სუფრის შესახებ ეყრდნობა ფლორიან მიულფრიდის და პოლ მანნინგის პუბლიკაციებს ქართული სუფრის შესახებ. ეს ავტორები თავის ნაშრომებში ახდენენ იმ კვლევათა იგნორირებას, რომელთა მიხედვით დასტურდება ქართული სუფრის მრავალსაუკუნოვანი ისტორია (გოცირიძე 2001, 2007; ფრუიძე, 2007; Гоциридзе , Кипиани , 2011, Kipiani 2015). ამ კვლევათა მიხედვით სუფრის მთავარ შინაარსს რელიგიური ელემენტები ქმნიდნენ და მასში მამაკაცების თანაბრად მონაწილეობდნენ მანდილოსნებიც, ამასთან იერარქიის სხვადასხვა დონის წარმომადგენლებს შორის არსებული სოციალური დისტანცია საქართველოში ბევრად მცირე იყო, ვიდრე იმდროინდელ სპარსეთში, რუსეთსა და ევროპაში. ყოველივე ეს ავთენტურ ხასიათს ანიჭებდა სუფრას საქართველოში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით სტატიაში ასევე განხილულია, თუ რომელი სოციოლოგიური ფაქტორები განაპირობებს ქართული სუფრის თავისებურებათა ჩამოყალიბების ცალმხრივ ხედვას ანთროპოლოგიურ ენციკლოპედიებში. The article provides an analysis of the characteristics of the Georgian Feast in English-language anthropological encyclopeadias, namely the Open Encyclopedia of Anthropology (2016) and the Global Encyclopedia of Informality (2018). In the article by the Open Encyclopedia of Anthropology Chloe Nahum-Claudel characterizes the Georgian Supra as an authoritarian and gender-discriminating tradition. Here, the Supra of the late Soviet period is described as a men-only feast served by standing women, and never the other way around. In a special sub-chapter “Sadgerdgzelo” Florian Muelfried (in the The Global Encyclopedia of Informality) considers the Georgian traditional Feast as a structured multi-toast ceremony and characterizes it as a product of the 19th century, a tradition borrowed from Russian culture. According to the article, the Georgian Supra gained special popularity in the period of late socialism in Georgia. Muelfried considers toasting already associated with harmful customs in modern Georgia. Such a characterization of the Georgian table, on the one hand, contradicts the description of Georgian Supra in historical sources beginning from 17th century, on the other hand, it contradicts the national identity, because since 2017, the Georgian table has been designated as an intangible national heritage, which is also considered a centuries-old tradition by the Georgian people. It is considered a cultural space of social relations, without which it would be impossible to preserve the national identity of the Georgian nation. In their works, these authors ignore the studies that confirm the centuries-old history of the Georgian table (Gotsiridze 2001, 2007; Fruidze, 2007; Gotsiridze Г, Кипиани Г. 2011, Kipiani, 2015). According to these studies, the main content of the table was made up of religious elements, and women participated equally with men, and the social distance between representatives of different levels of the hierarchy was much smaller in Georgia than in Persia, Russia and Europe at that time. All this gave an authentic character to the Feast in Georgia compared to the neighbouring countries. The article also discusses which sociological factors determine the one-sided view of the formation of the peculiarities of the Georgian table in anthropological encyclopaedias. | |
| dc.identifier.citation | აბრეშუმის გზის მე-18 საერთაშორისო კონფერენცია, 2023, გვ.178-187 / Proceedings of 18-th International Silk Road Scientific Conference, 2023, p178-187 | |
| dc.identifier.isbn | 978-9941-8-3041-9 | |
| dc.identifier.uri | https://dspace.tsu.ge/handle/123456789/2569 | |
| dc.language.iso | other | |
| dc.title | ქართული სუფრა ანთროპოლოგიურ ენციკლოპედიებში | |
| dc.title.alternative | Georgian Supra in Anthropological Encyclopaedias | |
| dc.type | Article |