ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ მთარგმნელობითი პოლიტიკა

dc.contributor.authorჯოლოგუა, თამაზ
dc.date.accessioned2022-01-24T08:42:41Z
dc.date.available2022-01-24T08:42:41Z
dc.date.issued2020
dc.description.abstractილია ჭავჭავაძის ყოველთვიურ ჟურნალში „საქართველოს მოამბე“ (1863), რომელიც ახალ ეპოქას ხსნის ქართული საზოგადოებრივი შემეცნებისა და ეროვნული კულტურის ისტორიაში, მკაფიოდაა ასახული როგორც რედაქტორ-გამომცემლის, ისე ზოგადად, თერგდალეულთა ეროვნული პროგრამის ორგანული ნაწილი - მთარგმნელობითი პოლიტიკა. კერძოდ: ა) დროთა კავშირის ურღვევობა - წარსულის შესწავლა და მისი, როგორც გამოცდილების, გამოყენება ახალი დროით განპირობებულ გამოწვევებზე ადეკვატური პასუხების გასაცემად (ს.ბარათაშვილის „ძველი ისტორია საქართველოსი“ - თარგმანი ი. ჭავჭავაძისა; „კირაკოზ განძაკეცი, მწერალი XIII საუკუნისა“ - თარგმანი ი.ჭავჭავაძისა). ბ) საგანმანათლებლო-შემეცნებითი კონცეფციის ჩამოყალიბება და განხორციელება (კ.გ. ზალცმანის „კონრად კიფერი, ანუ დარიგება ყმაწვილების კარგად აღზრდისათვის“- თარგმანი ლ. ჯანდიერაშვილისა; ო.მ. მიტჩელის „ზეციერი მნათობები“- თარგმანი დიმ. ყიფიანისა). გ) ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეების პოპულარიზაცია (ნ. დობროლიუბოვის „მამა ალექსანდრე გავაცცი და მისი ქადაგება“ - თარგმანი ი.ჭავჭავაძისა). საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ „საქართველოს მოამბის“ მთარგმნელობით პოლიტიკაში მკაფიოდ ჩანს XIX საუკუნის ქართული პრესისათვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი ტენდენცია - ვინაიდან ქართველი მოღვაწეები მძიმე საცენზურო პირობების გამო ვერ ახერხებდნენ ეროვნული თავისუფლების საკითხებზე მსჯელობას, პრესის მეშვეობით ინტენსიურად აშუქებდნენ სხვა ხალხების (იტალიელები, ბერძნები, ირლანდიელები...) ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებს და ამით ქართველ საზოგადოებაში ეწეოდნენ თავისუფლების იდეების პოპულარიზაციას. დ) სამართლებრივ და სოციალურ პრობლემებში საზოგადოების გათვითცნობიერება („სიკვდილით დასჯის გადაგდების საქმე, ვიქტორ ჰიუგოს წიგნი“ - თარგმანი ი.ჭავჭავაძისა; ფ. ბასტიას„მძარცველობის ფიზიოლოგია“ - თარგმანი ი.ჭავჭავაძისა; პ.ჟ. პრუდონის „სიღარიბე როგორც ეკონომიური პრინციპი“ - თარგმანი ი. ჭავჭავაძისა). „საქართველოს მოამბის“ მთარგმნელობითი პოლიტიკა ძირითადად ეყრდნობა წინამორბედის, ნიკ. ბერძნიშვილის, მიერ 1850-იან წლებში ჩამოყალიბებულ კონცეფციას ლიტერატურის საზოგადოებრივი დანიშნულების, საქართველოში ლიტერატურული აზროვნების/პროცესების ევროპეიზაციისა და მთარგმნელობითი პრინციპების შესახებ.en_US
dc.identifier.urihttps://dspace.tsu.ge/handle/123456789/1080
dc.language.isogeen_US
dc.publisherბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიen_US
dc.relation.ispartofseriesCODFREURCOR - ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ფრანკოფონიური სადოქტორო კოლეჯი;
dc.subject„საქართველოს მოამბე“en_US
dc.subjectილია ჭავჭავაძეen_US
dc.subjectმთარგმნელობითი პოლიტიკაen_US
dc.titleჟურნალ „საქართველოს მოამბის“ მთარგმნელობითი პოლიტიკაen_US
dc.typeThesisen_US
Files
Original bundle
Now showing 1 - 1 of 1
No Thumbnail Available
Name:
Conference Proceedings Tamaz Jologua (1).pdf
Size:
669.34 KB
Format:
Adobe Portable Document Format
Description:
საერთაშორისო კონფერენციის მოხსენებათა თეზისი
License bundle
Now showing 1 - 1 of 1
No Thumbnail Available
Name:
license.txt
Size:
1.71 KB
Format:
Item-specific license agreed upon to submission
Description:
Collections