ქმედების შემადგენლობისა და მართლწინააღმდეგობის, განზრახვისა და ბრალის მიმართების საკითხი

dc.contributor.authorთოდუა, ნონა
dc.date.accessioned2023-01-17T09:09:18Z
dc.date.available2023-01-17T09:09:18Z
dc.date.issued2022
dc.description.abstractსტატიაში განხილულია დოქტრინაში დღემდე სადავო საკითხი: რა მიმართებაშია ერთმანეთთან ქმედების (დანაშაულის) შემადგენლობა და მართლწინააღმდეგობა? რა მიმართებაშია განზრახვა და ბრალი - განზრახვა ბრალის ფორმაა, თუ მისი ნიშანი? სტატიაში დასაბუთებულია, რომ ქმედების შემადგენლობის განხორციელება მხოლოდ ინდიციაა მართლწინააღმდეგობაზე, მაგრამ იგი თავისთავად არ მეტყველებს იმაზე, რომ ჩადენილი ქმედება აუცლებლად მართლსაწინააღმდეგოა. ეს რომ ასე იყოს, მაშინ დანაშაულის სამი ნიშანი ზედმეტი აღმოჩნდება და მისგან დარჩება მხოლოდ ორი ნიშანი: მართლწინააღმდეგობა (რომელიც მოიცავს ქმედების შემადგენლობასაც) და ბრალი. შესაბამისად, ცალკე აღებული ქმედების შემადგენლობა არც მართლსაწინააღმდეგოა და არც მართლზომიერი - ქმედების შემადგენლობა ფაქტზე მსჯელობაა, იგი არაა შეფასებითი მსჯელობა. შესაბამისად, შეიძლება იგი ჩადენილი იყოს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებაში. მხოლოდ ამ საკითხის გარკვევის შემდეგ შეიძლება იმ დასკვნის გაკეთება, ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა, თუ მართლზომიერი. რაც შეეხება განზრახვას, სტატიაში დასაბუთებულია, რომ იგი ბრალის ფორმაა და არა მისი ნიშანი. ბრალი არის არა პირის გაკიცხვა მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო (ასეთ ქმედებას სულით ავადმყოფის სჩადის), არამედ იგი პირის უპასუხისმგებლობაა ნორმატიულად დადგენილი ვალდებულებისადმი, რაც განზრახვისა ან გაუფრთხილებლობის ფორმით ვლინდება. თუ განზრახვა არაა ბრალის ფორმა და იგი „მოსამართლის თავშია“ (როგორც ამას მიიჩნევენ ფინალისტური მოძღვრების მომხრეები), მაშინ გამოვა, რომ დანაშაულს ორი ავტორი ჰყოლია: ქმედების ამსრულებელი (რომელიც სჩადის სს-ივ უმართლობას) და მოსამართლე (რომელიც ყოფილა ბრალის ავტორი).en_US
dc.identifier.citationრევაზ გოგშელიძე - 65 საიუბილეო კრებული, თბილისი, 2022, გვ. 51-65.en_US
dc.identifier.isbn978-9941-34-100-7
dc.identifier.urihttps://dspace.tsu.ge/handle/123456789/2087
dc.language.isogeen_US
dc.publisherმერიდიანიen_US
dc.subjectქმედების შემადგენლობაen_US
dc.subjectმართლწინააღმდეგო ქმედებაen_US
dc.subjectგანზრახვაen_US
dc.subjectბრალიen_US
dc.subjectბრალის ფორმაen_US
dc.subjectგაკიცხვაen_US
dc.subjectუპასუხისმგებლობაen_US
dc.titleქმედების შემადგენლობისა და მართლწინააღმდეგობის, განზრახვისა და ბრალის მიმართების საკითხიen_US
dc.typeArticleen_US
Files
Original bundle
Now showing 1 - 1 of 1
Loading...
Thumbnail Image
Name:
სტატია -ნონა თოდუა.pdf
Size:
154.46 KB
Format:
Adobe Portable Document Format
Description:
License bundle
Now showing 1 - 1 of 1
No Thumbnail Available
Name:
license.txt
Size:
1.71 KB
Format:
Item-specific license agreed upon to submission
Description:
Collections