საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართალი

dc.contributor.authorბითაძე, მაია
dc.date.accessioned2022-12-23T09:32:04Z
dc.date.available2022-12-23T09:32:04Z
dc.date.issued2021
dc.descriptionსახელმძღვანელოen_US
dc.description.abstractსაერთაშორისო გარემოს დაცვის სამართლის სახელმძღვანელო არის პირველი ქართულენოვანი გამოცემა, რომელიც შექმნილია სხვადასხვა მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულების ანალიზის საფუძველზე. სახელმძღვანელოში თავმოყრილია საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის ყველა ის მნიშვნელოვანი წყარო, რომლებმაც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან საერთაშორისო სამართლის ამ მიმართულებას დაუდეს სათავე. საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის სახელმძღვანელოს მიზანია, დაინტერესებულ პირებს მისცეს სიღრმისეული ცოდნა საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის არსის, საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის წარმოშობის ისტორიის შესახებ, დეტალურად აღწეროს საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის წყაროები და პრინციპები, გააცნოს მკითხველს იმ ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების საქმიანობა, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ და ქმნიან საერთაშორისო სამართალს გარემოს დაცვის სფეროში, არეგულირებენ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს ამ მიმართულებით. სახელმძღვანელოში დეტალურად არის განხილული ძირითადი გლობალური გამოწვევები, რომლებმაც საფუძველი დაუდეს საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. სახელმძღვანელოში აღწერილია საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის რეგულირებისა და მართვის მექანიზმები, ის ძირითადი სტანდარტები, რომელთა საფუძველზეც საერთაშორისო სამართალში დღეს უკვე დარეგულირებულია ატმოსფერული ჰაერის, წყლის, ნიადაგისა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და მართვის საკითხები, შექმნილია კლიმატის ცვლილების შედეგებისა და ადაპტაციის რეგულაციები, ნარჩენების მართვისა და საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების, განთავსებისა და გადაადგილების სტანდარტები. საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართლის სახელმძღვანელოში აღწერილია ბიომრავალფეროვნების დაცვისა და კონსერვაციის ძირითადი მარეგულირებელი მექანიზმები, ხაზგასმულია ბიომრავალფეროვნებისა და მისი შემადგენელი ელემენტების მნიშვნელობა, მისი გავლენა ადამიანის ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებაზე. ამასთან, სახელმძღვანელოში დეტალურად არის მიმოხილული ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების ადგილი ადამიანის უფლებათა საერთაშორისოსამართლებრივ სისტემაში და დეტალურად არის აღწერილი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის როლი ადამიანის ეკოლოგიური უფლებების ჩამოყალიბების მიმართულებით, ისევე როგორც მოცემულია ინფორმაცია საერთაშორისო გარემოს დაცვისა და ჰუმანიტარული სამართლის ურთიერთმიმართების შესახებ. სახელმძღვანელოში განხილულია ის საერთაშორისოსამართლებრივი წყაროები, მათ შორის საერთაშორისო ჩვეულებები, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებმაც დღეს მოგვცეს საშუალება, რომ საერთაშორისო ურთიერთობები გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო სამართლის რეგულირების პრიორიტეტად ქცეულიყო.en_US
dc.identifier.citationსაერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართალი, თბილისი, 2021, 232 გვ.en_US
dc.identifier.isbn978-9941-8-3765-4
dc.identifier.urihttps://dspace.tsu.ge/handle/123456789/2032
dc.language.isogeen_US
dc.publisherGIZen_US
dc.subjectსაერთაშორისო გარემოსდაცვით სამართალიen_US
dc.subjectსაზოგადოების ჩართულობაen_US
dc.subjectგარემოს ზემოქმედების შეფასებაen_US
dc.subjectკლიმატის ცვლილებაen_US
dc.subjectადამიანის ეკოლოგიური უფლებებიen_US
dc.titleსაერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართალიen_US
dc.typeBooken_US
Files
Original bundle
Now showing 1 - 1 of 1
No Thumbnail Available
Name:
+book_საერთაშორისო გარემოსდაცვითი სამართალი_to_print.pdf
Size:
3.1 MB
Format:
Adobe Portable Document Format
Description:
License bundle
Now showing 1 - 1 of 1
No Thumbnail Available
Name:
license.txt
Size:
1.71 KB
Format:
Item-specific license agreed upon to submission
Description:
Collections