მცირეწლოვანთა ფსიქოლოგიური განვითარების დაცვის საკითხი: დისკურსიდან გამორიცხვის სტრატეგია ქართულ მედიაში

dc.contributor.authorყიფიანი, გიორგი
dc.date.accessioned2022-12-20T10:04:19Z
dc.date.available2022-12-20T10:04:19Z
dc.date.issued2022
dc.description.abstractმცირეწლოვანთა ფსიქოლოგიური და მორალური განვითარების დაცვა მავნე ზეგავლენისაგან ინფორმაციით გადატვირთული თანამედროვე საზოგადოების აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ამ საკითხის აქტუალურობა ასევე იმითაც არის გამოწვეული, რომ ის გადაიკვეთება მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხთან. კვლევის მიზანს წარმოადგენდა გარკვევა, ქართულ მედიაში აქვს თუ არა ადგილი დიდი ძალაუფლების მქონე ჯგუფების მიერ ნაკლები გავლენის მქონე ჯგუფების დისკურსის მარგინალიზაციას და გამორიცხვას. დისკურსის კრიტიკული ანალიზის მეთოდის საშუალებით გაანალიზებულ იქნა ქართულ მედიის პუბლიკაციები არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური განვითარების დაცვის საკითხების განხილვის შესახებ ორ თემასთან დაკავშირებით: ა)სატელევიზიო მაუწყებლობის სახელმწიფოს მონაწილეობით თანა-რეგულირება; ბ) აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვა. განისაზღვრა ინტერესთა შემდეგი ჯგუფები საკითხთა მიმართ განსხვავებული მიდგომის მიხედვით: შესაბამის კანონპროექტთა მომხრე და მოწინააღმდეგე პარლამენტის წევრები, მაუწყებელთა წარმომადგენლები, უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური და ზნეობრივი განვითარების დაცვით დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები. გამოყენებულ იქნა თემატური ჩარჩოების ანალიზის მეთოდი მედიაში წარმოდგენილი დომინანტური გზავნილების გამოსავლენად. 2012 წლამდე მედიის ტექსტებში კანონმდებლები, მაუწყებლები, ადამიანის უფლებათა დამცველი და მედიის აქტივისტები სახელმწიფოს მონაწილეობით თანა-რეგულირებას მიიჩნევენ, როგორც დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ მუქარას. პუბლიკაციებში მცირეწლოვანთა ფსიქოლოგიური და მორალური განვითარების საკითხებზე ყურადღებას ამახვილებენ მხოლოდ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები. 2012 წლის შემდეგ მედიის დისკურსში აღარ ფიქსირდება ბავშვის უფლებების დამცველთა პოზიციის შესახებ ინფორმაცია; სამაუწყებლო ინდუსტრიამ მედიაში განახორციელა თავისი ინტერესების დაცვა ისეთი გზავნილების გავრცელებით, რომლებიც ახდენს დისკურსიდან ნაკლები ძალაუფლების მქონე ჯგუფის - ბავშვთა უფლებების დამცველების ხმის ამორიცხვას. აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვის საკითხი საქართველოს პარლამენტში 10 წლის განმავლობაში ორჯერ იქნა განსახილველად გამოტანილი საზოგადოების მოთხოვნით, რადგან ქართული კანონმდებლობის შესაბამისად აზარტული თამაში არასრულწლოვანთათვის მავნე ზეგავლენის მქონე შეიძლება ყოფილიყო. მედიის პუბლიკაციების მიხედვით კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მთავარ არგუმენტს წარმოადგენს ბიზნესის ინტერესების უზრუნველყოფა, მცირეწლოვანთა დაცვის ინტერესი კი არც განიხილება. რეკლამის შეზღუდვის საკანონმდებლო ინიციატივა მედიაში გაშუქებულია უარყოფითად, როგორც ინტერნეტის თავისუფლების შეზღუდვა, ინვესტიციების შეჩერების საფრთხე, სახელმწიფო ბიუჯეტის მოსალოდნელი დაზარალება და სამუშაო ადგილების შემცირება. პუბლიკაციებში საერთოდ არ არის ნახსენები, რომ აზარტული თამაშების რეკლამის შედეგად არასრულწლოვანთა უფლებები ილახება და არასრულწლოვანთა დაცვის ინტერესი პრიორიტეტულია, 10 წლის განმავლობაში არ ფიქსირდება უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ აზარტული თამაშების რეკლამის შეფასება არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის თვალსაზრისით, როდესაც სხვა საკითხებზე არასამთავროთა პოზიცია მყისიერად ყალიბდება სხვადასხვა პლატფორმის ეგიდით. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ორივე შემთხვევაში მედიის პუბლიკაციებში დასტურდება მცირე ძალაუფლების მქონე სოციალური ჯგუფის, არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დამცველთა ინტერესების უგულებელყოფა მეტი ძალაუფლების მქონე ჯგუფების მიერ, რაც მცირეწლოვანთა დაცვის დამატებით უზრუნველყოფას მოითხოვს.en_US
dc.identifier.urihttps://dspace.tsu.ge/handle/123456789/2024
dc.language.isogeen_US
dc.subjectდისკურსის კრიტიკული ანალიზიen_US
dc.subjectსატელევიზიო მაუწყებლობაen_US
dc.subjectმცირეწლოვანთა ფსიქოლოგიური და მორალური განვითარების დაცვაen_US
dc.subjectაზარტული თამაშების რეკლამაen_US
dc.titleმცირეწლოვანთა ფსიქოლოგიური განვითარების დაცვის საკითხი: დისკურსიდან გამორიცხვის სტრატეგია ქართულ მედიაშიen_US
dc.typeThesisen_US
Files
Original bundle
Now showing 1 - 1 of 1
Loading...
Thumbnail Image
Name:
_ყიფიანი _გავითარებ.pdf
Size:
37.61 KB
Format:
Adobe Portable Document Format
Description:
License bundle
Now showing 1 - 1 of 1
No Thumbnail Available
Name:
license.txt
Size:
1.71 KB
Format:
Item-specific license agreed upon to submission
Description: