თერაპიული ურთიერთობის გავლენა ფსიქოთერაპიის პროცესზე - ეფექტურობის კვლევის მეთოდოლოგიური სირთულეები

dc.contributor.authorფანჯიკიძე, მარიამ
dc.date.accessioned2022-12-20T09:31:45Z
dc.date.available2022-12-20T09:31:45Z
dc.date.issued2022
dc.description.abstractმეცნიერები და პრაქტიკოსები საუკუნეების განმავლობაში თანხმდებოდნენ იმაზე, რომ ადამიანებს შესაძლოა უვლინდებოდეთ ერთიდაიგივე სიმპტომები, მაგრამ ისინი წარმოადგენენ გასხვავებულ პიროვნებებს - მათ აქვთ განსხვავებული პიროვნული მახასიათებლები, მიჯაჭვულობის სტილი, ტემპერამენტი, კოგნიტური სქემები, სოციალური და ოჯახური კონტექსტი, კულტურული და რელიგიური სენსიტიურობა, სექსუალობა, ურთიერთობის პატერნები და სხვა (კლერმანი, 1983; ნიუმანი და ჰოვარდი, 1986; მაკვილიამს, 2012) მიუხედავად ინდივიდუალური განსხვავებების მნიშვნელობის გააზრებისა, თერაპიული შედეგის შესწავლისას, ძირითადად, მაინც ვეყრდნობით სიმპტომების პატერნების ცვლილების შეფასებას, ნაცვლად ინდივიდის კომპლექსურობის გაგებისა (მაკვილიამს, 2012). ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ფსიქოთერაპიის ეფექტურობის შესაფასებელ ემპირიულ კვლევებში ოქროს სტანდარტად მიჩნეულია კონტროლირებადი რანდომიზირებული კვლევა (ვისენტინი, 2019; როისლერი, 2013). აღნიშნული კვლევითი დიზაინი გულისხმობს, რომ თერაპიულ ეფექტს პაციენტებში ვზომავთ უშუალოდ თერაპიული ჩარევის დასრულების შემდეგ (როისლერი, 2013). მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერული სიზუსტე კვლევის სტანდარტიზაციას გულისხმობს, პრაქტიკოსები თერაპიული მეთოდების შეფასებისას, გარკვეულ შეზღუდვებზე მიუთითებენ (მაკვილიამს, 2012). რთულია ისეთი ფაქტორების გაკონტროლება, როგორიცაა: თერაპევტის ინდივიდუალური მიდგომა, პაციენტის პირადი რესურსები, სესიების მიმდინარეობა, ტრანსფერის და კონტრ-ტრანსფერის დინამიკა და სხვა (ქერი და სტილსი, 2015). უდაოდ, თუ ჩვენ პიროვნების უნიკალურობაზე ვსაუბრობთ და ინდივიდუალურ განსხვავებებს შევისწავლით, მაშინ თერაპევტთან დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინება უაღრესად მნიშვნელოვანია. აღნიშნული ფაქტორები შეიძლება გულისხმობდეს თერაპევტის მიერ თერაპიული ურთიერთობის ფორმის განსაზღვრას კლიენტის პიროვნული თავისებურებების გათვალისწინებით (მაკვილიამს, 2012) ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევების მაღალი მეცნიერული ღირებულებისა, შეუძლებელია კომპლექსური თერაპიული პროცესის შედეგების იმავე მეთოდებით შესწავლა, რომლებიც მედიკამენტების ეფექტურობის კვლევებში გამოიყენება (ვისენტინი, 2019). შექმნილი მეთოდოლოგიური სირთულის დაძლევის მცდელობას წარმოადგენს რანდომიზირებულ კონტროლირებად კვლევებში თერაპიული პროცესის სიღრმისეული შეფასების პროცედურების ინტეგრაცია (ვესტენი და შედლერი, 2007), თუმცა აღნიშნული საკითხი პრაქტიკოსთა და მკვლევართა განსაკუთრებულ ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს. საბოლოოდ, მნიშვნელოვანია მოიძებნოს მეთოდოლოგიური გზები, რომლებიც ყურადღების მიღმა არ დატოვებს თერაპევტის და კლიენტის, მათი ურთიერთობის იდიოსინკრეტულ ფაქტორებს თერაპიის ეფექტურობის განსაზღვრისას.en_US
dc.identifier.urihttps://dspace.tsu.ge/handle/123456789/2019
dc.language.isogeen_US
dc.subjectთერაპიული ურთიერთობაen_US
dc.subjectფსიქოთერაპიაen_US
dc.titleთერაპიული ურთიერთობის გავლენა ფსიქოთერაპიის პროცესზე - ეფექტურობის კვლევის მეთოდოლოგიური სირთულეებიen_US
dc.typeThesisen_US
Files
Original bundle
Now showing 1 - 1 of 1
Loading...
Thumbnail Image
Name:
_მარიამ ფანჯიკიძე_მეთოდოლო.pdf
Size:
42.46 KB
Format:
Adobe Portable Document Format
Description:
License bundle
Now showing 1 - 1 of 1
No Thumbnail Available
Name:
license.txt
Size:
1.71 KB
Format:
Item-specific license agreed upon to submission
Description: