DSpace 7

DSpace is the world leading open source repository platform that enables organisations to:

  • easily ingest documents, audio, video, datasets and their corresponding Dublin Core metadata
  • open up this content to local and global audiences, thanks to the OAI-PMH interface and Google Scholar optimizations
  • issue permanent urls and trustworthy identifiers, including optional integrations with handle.net and DataCite DOI

Join an international community of leading institutions using DSpace.

The test user accounts below have their password set to the name of this software in lowercase.

  • Demo Site Administrator = dspacedemo+admin@gmail.com
  • Demo Community Administrator = dspacedemo+commadmin@gmail.com
  • Demo Collection Administrator = dspacedemo+colladmin@gmail.com
  • Demo Submitter = dspacedemo+submit@gmail.com
Photo by @inspiredimages
 

Communities in DSpace

Select a community to browse its collections.

Now showing 1 - 1 of 1

Recent Submissions

Item
გეოგრაფიული სახელები ლათინურ ფიტონიმებში და მათი ქართულად გადმოტანის წესები
(2022) ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანი / Nana Xocholava-Machavariani; ლელა ჩოთალიშვილი / Lela Chothalishvili
აბსტრაქტი. ფიტონიმთა ლათინურ სამეცნიერო სახელებში მცენარეთა სახეობების აღმნიშვნელი ეპითეტის საწარმოებლად ხშირად გამოიყენება იმ გეოგრაფიული ობიექტის სახელი,სადაც ხარობს ან საიდანაც წარმოიშვა მცენარე. ლათინური სამეცნიერო ტერმინების სხვა ენებზე თარგმანისას ერთი და იგივე ეპითეტი შეიძლება ითარგმნოს სხვადასხვაგვარად, რაც ბუნდოვანებას იწვევს. აუცილებელია ეპითეტად გამოყენებული გეოგრაფიული სახელის მქონე ლათინურ ფიტონიმთა ქართულად გადმოტანის გარკვეული წესების შემუშავება და დაცვა. ესენია 1. ეპითეტებად გამოყენებულ გეოგრაფიულ სახელთა თავდაპირველი ენობრივი კუთვნილება და ქართულში ამ ენიდან სესხების წესები; 2. ქართული სახელებისათვის ძირითადი უნდა იყოს ნათესაობითი ბრუნვის ფორმა (-ის /-ს ბრუნვის ნიშნით), შესაბამისად, კუთვნილების სემანტიკა; 3. ზოგიერთი სახელი ფორმდება წარმომავლობის -ურ/-ულ სუფიქსით.
Item
თბილისის ურბანიზაცია და მასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები
(2022) ნინო ხარებავა / Nino Xarebava
აბსტრაქტი. ნაშრომი მოიცავს ურბანიზაციის პროცესის ზოგად მიმოხილვას საქართველოში, საუბარია ურბანიზაციის რაოდენობრივი მახასიათებლის – ურბანიზაციის დონეზე, რათა დადგინდეს, თუ რომელ ჯგუფს ეკუთვნის საქართველო _ განვითარებულ, განვითარებად თუ შუალედური ქვეყნებისას. ყურადღება გამახვილებულია საქართველოს დედაქალაქში ბოლო ათწლეულებში გააქტიურებულ ურბანიზაციის პროცესების თავისებურებებსა და მის გამომწვევ მიზეზებზე. ასევე ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ 2021 წლის მონაცემებით ბათუმის მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი თბილისისაზე უფრო მაღალი აღმოჩნდა და საქართველოს დედაქალაქმა ამ მხრივ პირველობა დაკარგა, განხილულია ამ თავისებურების გამომწვევი მიზეზები.სტატიაში საუბარია აგრეთვე თბილისში მიმდინარე ურბანიზაციის პროცესის თანმხლებ უარყოფით შედეგებზე, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე. ასევე ქალაქში ცხოვრების მიზიდვის ფაქტორებზე. წინა პლანზეა წამოწეული ურბანიზაციასთან დაკავშირებული ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა ქალაქის ეკოლოგიური მდომარეობის გაუარესება.
Item
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიურ კოლექციების ძუძუმწოვარ ცხოველთა ფონდში დაცული ციყვების (Sciurus) შესწავლისათვის
(2022) ვერა ფხაკაძე / Vera Phxakadze; მაია ინწკირველი / Maia Inwkirveli; ეკატერინე გაფრინდაშვილი / Ekaterine Gafrindashvili; თამარ შენგელია / Thamar Shengelia; ქეთევან მგალობლიშვილი / Qethevan Mgaloblishvili
აბსტრაქტი. საქართველოს ს. ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიური კოლექციები, რომელიც ასახავს საქართველოს და ზოგადად კავკასიის ფაუნის მრავალფეროვნებას, უნიკალურია თავისი სიძველით. წლების განმავლობაში ზოოლოგიური ფონდები მდიდრდებოდა კავკასიის ფაუნისტური ექსპედიციებიდან, ორგანიზაციებიდან, კერძო პირებისა და სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული მასალებით. ეს ხდებოდა როგორც გაცვლის წესით და შემოწირულობით, ასევე შესყიდვის გზით, რისი წყალობითაც დღეისათვის ზოოლოგიურ ფონდებში დაცულია კავკასიაში გავრცელებული ცხოველების თითქმის ყველა სახეობის მასალა. საინტერესოა ძუძუმწოვარ ცხოველთა ფონდში არსებული ექსპონატები, რომელთა შორისაა საერთაშორისო კონვენციებითა და საქართველოს წითელი ნუსხით აღიარებული ენდემური, რელიქტური და სხვა იშვიათი სახეობები. ძუძუმწოვართა (Mammalia) შორის თავისი მრავალფეროვნებით გამოირჩევა მღრღნელების (Rodentia) რიგის ციყვისებრთა (Sciuridae) ოჯახისა და ციყვების (Sciurus) გვარის წარმომადგენლები. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიურ კოლექციების ძუძუმწოვარ ცხოველთა ფონდის ციყვების კოლექცია წარმოდგენილია 829 ექსპონატით,რომლებიც ძირითადად მიეკუთვნებიან ჩვეულებრივი ციყვის (Sciurus vulgaris) და კავკასიური ციყვის (Sciurus anomalus) სახეობებსა და ალთაური ციყვის (Sciurus vulgaris altaicus) ქვესახეობას.
Item
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიურ კოლექციების ძუძუმწოვარ ცხოველთა ფონდში დაცული ციყვების (Sciurus) შესწავლისათვის
(2022) ვერა ფხაკაძე / Vera Phxaakadze; მაია ინწკირველი / Maia Inwkirveli; ეკატერინე გაფრინდაშვილი / Ekaterine Gafrindashvili; თამარ შენგელია / Thamar Shengelia; ქეთევან მგალობლიშვილი / Qethevan Mgaloblishvili
აბსტრაქტი. საქართველოს ს. ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიური კოლექციები, რომელიც ასახავს საქართველოს და ზოგადად კავკასიის ფაუნის მრავალფეროვნებას, უნიკალურია თავისი სიძველით. წლების განმავლობაში ზოოლოგიური ფონდები მდიდრდებოდა კავკასიის ფაუნისტური ექსპედიციებიდან, ორგანიზაციებიდან, კერძო პირებისა დასხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული მასალებით. ეს ხდებოდა როგორც გაცვლის წესით და შემოწირულობით, ასევე შესყიდვის გზით, რისი წყალობითაც დღეისათვის ზოოლოგიურ ფონდებში დაცულია კავკასიაში გავრცელებული ცხოველების თითქმის ყველა სახეობის მასალა. საინტერესოა ძუძუმწოვარ ცხოველთა ფონდში არსებული ექსპონატები, რომელთა შორისაა საერთაშორისო კონვენციებითა და საქართველოს წითელი ნუსხით აღიარებული ენდემური, რელიქტური და სხვა იშვიათი სახეობები. ძუძუმწოვართა (Mammalia) შორის თავისი მრავალფეროვნებით გამოირჩევა მღრღნელების (Rodentia) რიგის ციყვისებრთა (Sciuridae) ოჯახისა და ციყვების (Sciurus) გვარის წარმომადგენლები. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიურ კოლექციების ძუძუმწოვარ ცხოველთა ფონდის ციყვების კოლექცია წარმოდგენილია 829 ექსპონატით, რომლებიც ძირითადად მიეკუთვნებიან ჩვეულებრივი ციყვის (Sciurus vulgaris) და კავკასიური ციყვის (Sciurus anomalus) სახეობებსა და ალთაური ციყვის (Sciurus vulgaris altaicus) ქვესახეობას.
Item
გერმანული კოლონიები საქართველოში: უცხოელი ავტორების სამოგზაურო ჩანაწერები
(ქართული უნივერსიტეტი, 2023) კანდელაკი, დალი/ Kandelaki, Dali
სტატიაში განხილულია XIX საუკუნის უცხოური წერილობითი წყაროები რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოში დაარსებული გერმანული კოლონიების შესახებ. თხზულებათა ავტორები არიან მოგზაურები ან რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ მოწყობილი სამეცნიერო ექსპედიციის წევრები. ავტორები აღწერენ გერმანელი კოლონისტების ყოველდღიურ ცხოვრებას, მთავრობის გატარებულ ზომებს და მათ დამოკიდებულებას რუსეთის იმპერიის ადგილობრივი ხელისუფლებისადმი, არსებულ ენობრივ სიტუაციას, გერმანელების ემიგრაციის მიზეზებს, რელიგიისადმი მათ დამოკიდებულებას, გერმანული კოლონიების გავლენას ადგილობრივ მოსახლეობაზე, მათ მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკაში და სხვა. ავტორთა მოსაზრებები განსხვავებულია მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და საქართველოში ყოფნის პერიოდის მიხედვით. უცხოელი ავტორების ცნობები საინტერესო მასალაა საქართველოში გერმანული კოლონიების ისტორიის შესასწავლად./ The article discusses foreign written sources of the 19th century about the German colonies established in Georgia by the Russian Empire. The authors of the essays are travelers or members of a scientific expedition organized by the Russian Academy of Sciences. The authors describe the daily life of the German colonists, the measures taken by the government and their attitude to the local authorities of the Russian Empire, the existing language situation, the reasons for the emigration of Germans, their attitude to religion, the influence of the German colonies on the local population, the importance of the colonies in the economy of the country, and others. The opinions of the authors are different depending on their political views and the period of their stay in Georgia. Reports of foreign authors are interesting material for studying the history of German colonies in Georgia.