Book
Permanent URI for this collection
Browse
Browsing Book by Author "ღუდუშაური, ლეილა"
Now showing 1 - 1 of 1
Results Per Page
Sort Options
Item საბანკო და საკრედიტო ორგანიზაციების რეინჟინერინგი: თეორია და პრაქტიკა(გამომცემლობა "ინტელექტი", 2020) ღუდუშაური, ლეილათანამედროვე ბანკს, მკაცრი ბანკთაშორისი კონკურენციისა და ფინანსური მომსახურების ბაზრის მუდმივი ცვალებადობის პირობებში, გადარჩენის აუცილებლობა აიძულებს სერიოზულად გადახედოს თავისი საქმიანობის თითოეულ ასპექტს. ახალი ფინანსური პროდუქტებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მზარდი ნაკადი საჭიროებს განვითარების მიმართულების სწორ და, ამავე დროს, სწრაფ პროგნოზს. საბანკო მომსახურებაზე ფასების დადგენის პრიმიტიულმა, ე. წ. ,,პაკეტურმა” პრაქტიკამ საბოლოოდ ამოწურა თავისი შესაძლებლობები, ვინაიდან თანამედროვე ეტაპზე უპირატესობა ფინანსური მომსახურების კონკრეტული სახეობის მოთხოვნას ენიჭება. აღნიშნული ტენდენციები, სხვა ფაქტორებთან ერთად, აყალიბებენ სფეროს, სადაც მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების დროს დასაშვები შეცდომების არეალი მუდმივად მცირდება. საბანკო სისტემის მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ქვეყნის საკრედიტო სისტემის ბევრი რთული საკითხი შეიძლება დაძლეულ იქნეს, თუ გათვალისწინებული იქნება საბანკო სისტემის მართვის უახლესი თეორიები, მათ შორის, პირველ რიგში, საბანკო ბიზნეს-პროცესების რეინჟინერინგი. ნაშრომში განხილულია ბანკების რეინჟინერინგის, ანუ საბანკო ბიზნეს-პროცესების ფუნდამენტური რეორგანიზაციის თანამედროვე მექანიზმი, ბანკების საქმიანობის ოპტიმალური და მაქსიმალურად ეფექტური მოდელების აგებისა და ფუნქციონირების ახალი ფორმები და მეთოდები, ტექნიკა და ტექნოლოგიები. ნაშრომი გათვალისწინებულია ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობის მაგისტრანტების, დოქტორანტების, მეცნიერ-მუშაკების, ბანკირებისა და საბანკო საქმიანობით დაინტერესებული მკითხველისთვის.