Administrative Law Department
Permanent URI for this community
Administrative Law Department
Browse
Browsing Administrative Law Department by Author "ტურნავა, პაატა"
Now showing 1 - 1 of 1
Results Per Page
Sort Options
Item სამშენებლო სამართალი(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2020) ტურნავა, პაატა; ყალიჩავა , კობაწინამდებარე სახელმძღვანელო სამშენებლო სამართალში პირველია საქარ- თველოში. 1 მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამართალი 2010 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩევით საგნად ისწავლება, დღემდე ვერ მოხერხდა სრულყოფილი სახელ- მძღვანელოს შექმნა. არადა ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია სა- ქართველოში და უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამის ხელისშემშლელი გარემოება იყო მოძველებული და უსისტემო კანონმდებლობა. მისი რეფორმა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო და ექვსი წლისთავზე, 2018 წელს, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” და მის საფუძ- ველზე შემუშავებული რამდენიმე მთავრობის დადგენილების მიღებით დას- რულდა. რეფორმის ფარგლებში მიღებული ნორმატიული ბაზა კი იძლევა მყარ საფუძველს, სამშენებლო სამართლის მიმართულებით განვითარდეს იურიდიული დოგმატიკა. სამშენებლო სამართალი ბევრ ევროპულ უნივერსიტეტში სავალდებულო საგანია. მაგ., სამშენებლო სამართლის სავალდებულო სწავლება გერმა- ნიის იურიდიული განათლების ფედერალური კანონის კატეგორიული მოთ- ხოვნაა. 2 ავტორები ვიმედოვნებთ, რომ წინამდებარე სახელმძღვანელოს მომზადება ხელს შეუწყობს საქართველოში სამშენებლო სამართლის სა- ვალდებულო სასწავლო საგნად შემოღებას. ამ წიგნის მნიშვნელობა დიდია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლე- ბისთვის. სახელმძღვანელოს დართული აქვს ნორმატიული მასალა, რომლის მომ- ზადებაში დიდი როლი შეასრულეს ამ წიგნის ავტორებმა. ნიშანდობლივია, რომ სახელმძღვანელოს ავტორები ამ სფეროში მოქმედი ძირითადი ნორმა- ტიული მასალის თანაავტორებიც არიან. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბი- ლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის ხელმძღვა- ნელობას ასეთი ნაშრომების მიმართ მხარდაჭერის პროგრამების შემუშავე- ბისთვის, რის გარეშე ეს წიგნი ვერ მომზადდებოდა. მადლობას ვუხდით ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სა- ზოგადოებას (GIZ) წიგნის გამოქვეყნებაში გაწეული ფინანსური და მხარდა- ჭერისათვის, რის გარეშე გაჭირდებოდა ამ წიგნის ამ სახით გამოქვეყნება.