სამშენებლო სამართალი
Loading...
Date
2020
Authors
Journal Title
Journal ISSN
Volume Title
Publisher
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
Abstract
წინამდებარე სახელმძღვანელო სამშენებლო სამართალში პირველია საქარ-
თველოში. 1 მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამართალი 2010 წლიდან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
არჩევით საგნად ისწავლება, დღემდე ვერ მოხერხდა სრულყოფილი სახელ-
მძღვანელოს შექმნა. არადა ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია სა-
ქართველოში და უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ
ცხოვრებაზე. ამის ხელისშემშლელი გარემოება იყო მოძველებული და
უსისტემო კანონმდებლობა. მისი რეფორმა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო
და ექვსი წლისთავზე, 2018 წელს, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” და მის საფუძ-
ველზე შემუშავებული რამდენიმე მთავრობის დადგენილების მიღებით დას-
რულდა. რეფორმის ფარგლებში მიღებული ნორმატიული ბაზა კი იძლევა
მყარ საფუძველს, სამშენებლო სამართლის მიმართულებით განვითარდეს
იურიდიული დოგმატიკა.
სამშენებლო სამართალი ბევრ ევროპულ უნივერსიტეტში სავალდებულო
საგანია. მაგ., სამშენებლო სამართლის სავალდებულო სწავლება გერმა-
ნიის იურიდიული განათლების ფედერალური კანონის კატეგორიული მოთ-
ხოვნაა. 2 ავტორები ვიმედოვნებთ, რომ წინამდებარე სახელმძღვანელოს
მომზადება ხელს შეუწყობს საქართველოში სამშენებლო სამართლის სა-
ვალდებულო სასწავლო საგნად შემოღებას. ამ წიგნის მნიშვნელობა დიდია
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლე-
ბისთვის.
სახელმძღვანელოს დართული აქვს ნორმატიული მასალა, რომლის მომ-
ზადებაში დიდი როლი შეასრულეს ამ წიგნის ავტორებმა. ნიშანდობლივია,
რომ სახელმძღვანელოს ავტორები ამ სფეროში მოქმედი ძირითადი ნორმა-
ტიული მასალის თანაავტორებიც არიან.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბი-
ლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის ხელმძღვა-
ნელობას ასეთი ნაშრომების მიმართ მხარდაჭერის პროგრამების შემუშავე-
ბისთვის, რის გარეშე ეს წიგნი ვერ მომზადდებოდა.
მადლობას ვუხდით ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სა-
ზოგადოებას (GIZ) წიგნის გამოქვეყნებაში გაწეული ფინანსური და მხარდა-
ჭერისათვის, რის გარეშე გაჭირდებოდა ამ წიგნის ამ სახით გამოქვეყნება.
Description
გამოცემის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: lawlibrary.info/ge
Keywords
Citation
სამშენებლო სამართალი, თბილისი, 2020, 330 გვ.