Browse
Recent Submissions
Item ხელოვნური ინტელექტი კერძო სამართალში(გამომცემლობა „მერიდიანი“, 2026) ჯორბენაძე, სერგორედაქტორის წინასიტყვაობა ხელოვნური ინტელექტი სწრაფად გარდაქმნის თანამედროვე საზოგადოებებისა და ეკონომიკის სტრუქტურებს. სისტემები, რომლებსაც აქვთ დიდი მოცულობის მონაცემებიდან სწავლის, კანონზომიერებების ამოცნობისა და რთული პროგნოზების გაკეთების უნარი, სულ უფრო მეტად განსაზღვრავენ გადაწყვეტილების მიღების პროცესებს ისეთ განსხვავებულ სფეროებში, როგორებიცაა ფინანსები, ჯანდაცვა, საჯარო ადმინისტრირება და კერძო კომერცია. ეს ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია გარდაუვლად ბადებს ფუნდამენტურ სამართლებრივ კითხვებს; ამ მოვლენების გავლენას განსაკუთრებით განიცდის კერძო სამართალი, რომელიც ტრადიციულად აწესრიგებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ურთიერთობებს. ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ხელოვნური ინტელექტის მზარდი ინტეგრაცია გამოწვევის წინაშე აყენებს კერძო სამართალში დამკვიდრებულ დოქტრინას, როდესაც გადაწყვეტილებების მიღება სულ უფრო ხშირად ხდება ალგორითმული სისტემების მხარდაჭერით ან, თუნდაც, უშუალოდ მათ მიერ, ჩნდება კითხვები სახელშეკრულებო ავტონომიასთან დაკავშირებით. პასუხისმგებლობის ტრადიციული კონცეფციები უნდა გაუმკლავდეს ისეთ სიტუაციებს, როდესაც ზიანი გამოწვეულია რთული ტექნოლოგიური პროცესებით, რომელთა დაკავშირება ერთ კონკრეტულ ადამიანთან (მოქმედ პირთან) რთულია. ამავდროულად, ხელოვნური ინტელექტი ურთიერთქმედებს ისეთ ძირითად უფლებებთან და სამართლებრივ ღირებულებებთან, როგორებიცაა პიროვნული ავტონომია, სამართლიანობა და ანგარიშვალდებულება. შედეგად, სამართალმა უნდა გამონახოს გზები ახალი ტექნოლოგიური რეალობის ინტეგრირებისთვის ისე, რომ შეინარჩუნოს კერძო სამართლის ნორმატიული საფუძვლები. ეს წიგნი მიზნად ისახავს, გამოიკვლიოს ურთიერთქმედება ხელოვნურ ინტელექტსა და კერძო სამართლის ძირითად ინსტიტუტებს შორის. იგი შეისწავლის, თუ როგორ შეიძლება არსებული სამართლებრივი დოქტრინების გამოყენება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ სიტუაციებში და სად შეიძლება იყოს საჭირო დოქტრინალური ადაპტაცია ან კონცეპტუალური გადახედვა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელშეკრულებო სამართალს, დელიქტურ პასუხისმგებლობასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის უფრო ფართო ჩარჩოს იმ გარემოში, რომელსაც სულ უფრო მეტად აყალიბებს ავტომატიზებული და მონაცემებზე დაფუძნებული სისტემები. კვლევა ასევე მიზნად ისახავს, ქართული პერსპექტივიდან შეიტანოს წვლილი ხელოვნური ინტელექტისა და სამართლის შესახებ მიმდინარე საერთაშორისო დისკუსიაში. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ბევრ დებატში დომინირებს ევროკავშირსა და სხვა დიდ იურისდიქციებში მიმდინარე მოვლენები, არანაკლებ მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, თუ როგორ წარმოიშობა ეს საკითხები ეროვნულ სამართლებრივ სისტემებში, რომელთაც საკუთარი დოქტრინალური ტრადიციები და მარეგულირებელი მიდგომები აქვთ. ქართული კერძო სამართალი, რომელიც კონტინენტური ევროპის სამართლებრივი ტრადიციების გავლენას განიცდის, გვთავაზობს საინტერესო ჩარჩოს იმის შესასწავლად, თუ როგორ პასუხობს კლასიკური სამართლებრივი კონცეფციები ტექნოლოგიურ ინოვაციებს. ხელოვნური ინტელექტი არ უნდა გავიგოთ როგორც, მხოლოდ ტექნოლოგიური ფენომენი. იგი წარმოადგენს უფრო ფართო საზოგადოებრივ ტრანსფორმაციას, რომელიც გავლენას ახდენს სამართლებრივ აზროვნებაზე, ინსტიტუციურ პასუხისმგებლობასა და საზოგადოებაში რისკების განაწილებაზე. ამ მიზნით, ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი ანალიზი უნდა აერთიანებდეს დოქტრინალურ სიზუსტეს, ტექნოლოგიური რეალობებისა და საჯარო პოლიტიკის ასპექტების გაცნობიერებასთან ერთობლიობაში. ეს წიგნი განკუთვნილია მკვლევრებისთვის, პრაქტიკოსებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამართლისა და უახლესი ტექნოლოგიების კვეთით. ვიმედოვნებთ, რომ აქ წარმოდგენილი ანალიზი ხელს შეუწყობს კერძო სამართლისთვის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი გამოწვევების უფრო ღრმად გააზრებას და სტიმულს მისცემს შემდგომ დისკუსიებს ქართულ იურიდიულ საზოგადოებაში და მის ფარგლებს გარეთ. ბოლოს, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარსა და კოლეგას, სერგი ჯორბენაძეს, ასევე ყველა იმ კოლეგასა თუ მეგობარს, ვინც მხარი დაუჭირა ამ წიგნის მომზადებას. მათი დისკუსიები, კომენტარები და წახალისება შეუფასებელი იყო კვლევისა და წერის მთელი პროცესის განმავლობაში. თომას ჰოერენი მიუნსტერი, 2026 წლის აპრილი Editor’s Preface Artificial intelligence is rapidly transforming the structures of modern societies and economies. Systems capable of learning from large volumes of data, recognizing patterns and making complex predictions increasingly shape decisionmaking processes in areas as diverse as finance, healthcare, public administration, and private commerce. This technological transformation inevitably raises fundamental legal questions. Private law, which traditionally governs relationships between individuals and legal entities, is particularly affected by these developments. The growing integration of artificial intelligence into economic and social life challenges many established doctrines of private law. Questions arise regarding contractual autonomy when decisions are increasingly supported or even taken by algorithmic systems. Traditional concepts of liability must confront situations in which harm results from complex technological processes that are difficult to trace back to a single human actor. At the same time, artificial intelligence interacts with fundamental rights and legal values such as personal autonomy, fairness, and accountability. As a consequence, the law must find ways to integrate new technological realities while preserving the normative foundations of private law. This book seeks to explore the interaction between artificial intelligence and the core institutions of private law. It examines how existing legal doctrines can be applied to AI-related situations and where doctrinal adaptation or conceptual reconsideration may be necessary. Particular attention is devoted to contract law, tort liability, and the broader framework of civil responsibility in an environment increasingly shaped by automated and data-driven systems. The study also aims to contribute to the emerging international discussion on artificial intelligence and law from a Georgian perspective. While many debates are currently dominated by developments in the European Union and other major jurisdictions, it is equally important to analyze how these issues arise within national legal systems with their own doctrinal traditions and regulatory approaches. Georgian private law, influenced by continental legal traditions, offers an interesting framework for examining how classical legal concepts respond to technological innovation. Artificial intelligence should not be understood merely as a technological phenomenon. It represents a broader societal transformation that affects legal reasoning, institutional responsibility, and the distribution of risks within society. For this reason, the legal analysis of AI must combine doctrinal precision with an awareness of technological realities and policy considerations. This book is intended for scholars, practitioners, and students who are interested in the intersection of law and emerging technologies. It is hoped that the analysis presented here will contribute to a deeper understanding of the challenges that artificial intelligence poses for private law and stimulate further discussion within the Georgian legal community and beyond. Finally, I would like to express my sincere gratitude to my friend and colleague Sergi Jorbenadze and to all colleagues and friends who supported the preparation of this book. Their discussions, comments, and encouragement have been invaluable throughout the research and writing process. Thomas Hoeren Münster, April 2026Item მუნიციპალური სამართალი, ძირითადი კონცეფციები, ევროპული ქარტია და საქართველო მე-3, 775(„მერიდიანი“, 2025) კახიძე, ირაკლინაშრომი შემუშავებულ იქნა თსუ-ს საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით მოღვაწე აკადემიური გუნდის მონაწილეობით. მისი მიზანია საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალური) სამართლის განვითარების სფეროში, შეავსოს არსებული აკადემიური ნაშრომების მცირე რაოდენობა და წაახალისოს სამეცნიერო დისკუსია. ნაშრომი განიხილავს მუნიციპალური (ადგილობრივი თვითმმართველობის) სამართალის სფეროში არსებულ ძირითად კონცეფციებს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის „სტანდარტებსა“ და საქართველოს კანონმდებლობას. ამასთან, ნაშრომი აგრეთვე ყურადღებას უთმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტის განვითარების თანამედროვე ტენდენციების მიმოხილვას, ქარტიის ხელმომწერი _ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პრაქტიკის აღწერას და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში ევროპის საბჭოს ორგანოების მიდგომებისა და რეკომენდაციების გადმოცემასა და განმარტებას. სხვადასხვა საკითხის ანალიზისას წიგნში გამოყენებულია პრაქტიკულ მაგალითები და შედარებები, რომლებიც მკითხველს შინაარსის სწორად გაგებაში დაეხმარება. საქართველოში არსებული სამართლებრივი და პრაქტიკული გარემოს შეფასებისას ნაშრომში ასევე განხილულია საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მწირი, თუმცა მნიშვნელოვანი პრაქტიკა, რაც ამ სფეროში პირველად განხორციელდა. The paper was prepared with the involvement of an academic team specializing in constitutional law at Tbilisi State University. Its objective is to contribute to the development of local self-government (municipal) law in Georgia, to address the scarcity of existing academic literature in this field, and to encourage scholarly debate. The study examines the key concepts within the field of municipal (local self-government) law, the “standards” set by the European Charter of Local Self-Government, and the relevant Georgian legislation. It also reviews contemporary trends in the development of the local self-government institution, describes the practice of Council of Europe member states that are signatories to the Charter, and outlines and interprets the approaches and recommendations of various Council of Europe bodies in this domain. In analyzing different issues, the book employs practical examples and comparative perspectives to facilitate the reader’s understanding of the subject matter. When assessing the legal and practical environment in Georgia, the study also addresses the limited but important case law of the Supreme Court of Georgia and the Constitutional Court of Georgia, which represents the first judicial developments in this field.Item შეკრების თავისუფლება(მერიდიანი, 2025) კახიძე, ირაკლინაშრომში განხილულია შეკრების თავისუფლების არსი და მნიშვნელობა, უფლების ისტორია და „ქართული ტრადიცია“.ნაშრომი ყურადღებას ამახვილებს შეკრების თავისუფლების კავშირზე სხვა უფლებებთან, აგრეთვე ახორციელებს საქართველოში უფლების კონსტიტუციური ფორმულირების შედარებას სხვა ქვეყნებთან. ნაშრომი დეტალურად მიმოიხილავს შეკრების თავისუფლების როგორც ძირითადი უფლების დაცულ სფეროს და მისი რეგულირების ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს. ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოში უფლების სამართლებრივი რეგულირების თავისებურებების და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვას და ანალიზს. The paper examines the essence and significance of the freedom of assembly, the historical development of this right, and its “Georgian tradition.” It focuses on the relationship between the freedom of assembly and other fundamental rights and provides a comparative analysis of the constitutional formulation of this right in Georgia and in other jurisdictions. The study offers a detailed overview of the scope of protectionof the freedom of assembly as a fundamental right, as well as the domestic and international standards governing its regulation. Special attention is devoted to the specific features of the legal regulation of this right in Georgia and to the review and analysis of the case law of the Constitutional Court of Georgia.Item ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის სამართლებრივი რეგულირების ზოგიერთი ასპექტი(მერიდიანი, 2025-11) ბიჭოლაშვილი, ზურაბნაშრომის მიზანია, სამართლებრივი თვალსაზრისით შეისწავლოს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა. კერძოდ, გამოკვეთოს ის ძირითადი ნიშნები, რომლებიც მას ახასიათებს; მოახდინოს მისი კლასიფიკაცია; დაადგინოს მისი, როგორც კერძო სამართლის ობიექტის, სამართლებრივი ბუნება; გამიჯნოს მსგავსი ქონებრივი სიკეთეებისგან, როგორებიცაა ელექტრონული ფული, საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრები და კრიპტოვალუტები; ასევე, შეისწავლოს მასზე საკუთრების გადასვლის მოდელი და, კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (უნიდრუას) მიერ შემუშავებულ პრინციპებზე დაყრდნობით, ჩამოაყალიბოს კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის გარანტიები. ნაშრომში აგრეთვე მახვილდება ყურადღება ციფრული ვალუტის ადმინისტრირების პროცესში ფინანსურ ინსტიტუტსა და კლიენტს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველზე, მის ბუნებასა და შინაარსზე. კვლევისას გამოყენებულია შედარებით-სამართლებრივი მეთოდი. ნაშრომში მიმოხილულია საქართველოს, ევროკავშირის და რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობა; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციული ბანკების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები; აგრეთვე, საკითხთან დაკავშირებული იურიდიული ლიტერატურა და საერთაშორისო ორგანიზაციათა კვლევები/დასკვნები; ასევე, იმ საკანონმდებლო აქტების პროექტები, რომლებმაც უნდა მოაწესრიგოს ციფრული ვალუტები. კვლევის შედეგები განხილულია ქართული საკანონმდებლო პერსპექტივიდან. კერძოდ, მიმოხილულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციის ნორმები, რომლებზე დაყრდნობითაც უნდა მოხდეს როგორც ცალკე აღებული ციფრული ვალუტების, ისე ფინანსურ ინსტიტუტსა და კლიენტს შორის წარმოშობილი ურთიერთობის მოწესრიგება. დასკვნის სახით, უცხოური გამოცდილების ანალიზზე დაყრდნობით, ავტორი აყალიბებს იმ სამუშაო წინადადებებს, რომელთა იმპლემენტაციაც ქართულ კანონმდებლობაში ციფრული ლარის ბრუნვის სტაბილურობას განამტკიცებს. საკვანძო სიტყვები: ციფრული ლარი, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, კრიპტოვალუტა, ელექტრონული ფული, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, კეთილსინდისიერი შემძენი.Item ონალინ აუქციონზე უძრავ ნივთზე დადებული ხელშეკრულების ფორმის საკითხი(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2024) ბიჭოლაშვილი, ზურაბსტატიაში განხილულია ონლაინ აუქციონზე გამოვლენილი ნებისა და უძრავ ნივთზე დადებული ხელშეკრულების ნამდვილობის წინაპირობები. მოხმობილია გერმანიის სამოქალაქო კოდექსის დანაწესი აუქციონის გზით ხელშეკრულების დადების სპეციალური ფორმის (ჩაქუჩის დარტყმის) შესახებ და განხილულია ონლაინ აუქციონებთან მიმართებით მისი ანალოგიით გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ არსებული შეხედულებები. ნაშრომში ყურადღება ეთმობა დელიქტისა და წინასახელშეკრულებო ბრალის გამიჯვნის კრიტერიუმებს, მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებსა და ფარგლებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით. სასამართლოს განმარტებები შედარებულია როგორც ქართულ, ისე უცხოურ იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმულ მოსაზრებებს.Item აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საფუძვლები და უდანაშაულობის პრეზუმფცია(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2024) თუმანიშვილი, გიორგიItem მოძღვართ-მოძღვარი ქართული სამართლის ისტორიიდან(2023-10) ფერაძე, გოჩაItem The Teacher of Teachers from the History of Georgian Law(2023) Pheradze, GochaItem საკონსტიტუციო სამართალწარმოების საუნივერსიტეტო სწავლების ძირითადი მახასიათებლები და მისი მნიშვნელობა კონსტიტუციური კონტროლის ეფექტიანობისთვის საქართველოში(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2024) თევდორაშვილი, გიორგიItem სამშენებლო სამართალი(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2020) ტურნავა, პაატა; ყალიჩავა , კობაწინამდებარე სახელმძღვანელო სამშენებლო სამართალში პირველია საქარ- თველოში. 1 მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სამართალი 2010 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არჩევით საგნად ისწავლება, დღემდე ვერ მოხერხდა სრულყოფილი სახელ- მძღვანელოს შექმნა. არადა ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია სა- ქართველოში და უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამის ხელისშემშლელი გარემოება იყო მოძველებული და უსისტემო კანონმდებლობა. მისი რეფორმა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო და ექვსი წლისთავზე, 2018 წელს, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” და მის საფუძ- ველზე შემუშავებული რამდენიმე მთავრობის დადგენილების მიღებით დას- რულდა. რეფორმის ფარგლებში მიღებული ნორმატიული ბაზა კი იძლევა მყარ საფუძველს, სამშენებლო სამართლის მიმართულებით განვითარდეს იურიდიული დოგმატიკა. სამშენებლო სამართალი ბევრ ევროპულ უნივერსიტეტში სავალდებულო საგანია. მაგ., სამშენებლო სამართლის სავალდებულო სწავლება გერმა- ნიის იურიდიული განათლების ფედერალური კანონის კატეგორიული მოთ- ხოვნაა. 2 ავტორები ვიმედოვნებთ, რომ წინამდებარე სახელმძღვანელოს მომზადება ხელს შეუწყობს საქართველოში სამშენებლო სამართლის სა- ვალდებულო სასწავლო საგნად შემოღებას. ამ წიგნის მნიშვნელობა დიდია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლე- ბისთვის. სახელმძღვანელოს დართული აქვს ნორმატიული მასალა, რომლის მომ- ზადებაში დიდი როლი შეასრულეს ამ წიგნის ავტორებმა. ნიშანდობლივია, რომ სახელმძღვანელოს ავტორები ამ სფეროში მოქმედი ძირითადი ნორმა- ტიული მასალის თანაავტორებიც არიან. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბი- ლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის ხელმძღვა- ნელობას ასეთი ნაშრომების მიმართ მხარდაჭერის პროგრამების შემუშავე- ბისთვის, რის გარეშე ეს წიგნი ვერ მომზადდებოდა. მადლობას ვუხდით ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სა- ზოგადოებას (GIZ) წიგნის გამოქვეყნებაში გაწეული ფინანსური და მხარდა- ჭერისათვის, რის გარეშე გაჭირდებოდა ამ წიგნის ამ სახით გამოქვეყნება.Item გარემოს დაცვის სამართალი(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018) ყალიჩავა, კობაავტორის წინათქმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებამ, საქართველოში გარემოსდაცვის პოლიტიკისა და სამართლის მიმართ სამეცნიერო ინტერესი გაზარდა. ამ სფეროს განვითარებამ რამდენიმე ძირითადი ეტაპიგანვლო. დამოუკიდებლობიდან „ვარდების რევოლუციამდე“ პერიოდში გარემოს დაცვის კა ნონმდებლობა ქაოტურად და მექანი კურად შეიქმნა. ეს იყო ელსტერისეული ე.წ. „ერთდროულობის დილემის“ სახელით ცნობილი ეტაპი, როცა ქვეყანა ყველა მიმართულებით ატარებ და რეფორმას – თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის, პოლიტიკური რეჟიმის ტრანსფორმაციისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის შექმნის მიმართულებით. მართალია მაშინ გარემოს დაცვის სფეროში უცხოური გამოცდილების საფუძველზე ბევრი საბაზისო კანონმდებლობა შეიქმნა, თუმცა შინაარსობრივად ის აცდენილი იყო მაშინდელ სოციალურ-ეკონომიკურ რეალობას და შესაბამი სად მას ცხოვრებაში არც უმუშავია. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ბიზნესის კეთების რეიტინგების პრიორიტეტულობა გახდა ახალი კანონმდებლობის შექმნის იდეოლოგიური საფუძველი. ამიტომ, პირველ რიგში, გაუქმდა 90-იან წლებში შექმნი ლინორმების დიდი უმრავლე სობა, რომელიც ფორმალურად (ანუ წიგნებში და არა მოქმე დე ბაში) ევროპულ ღირებულებებზე იყო ორიენტირებული. მაშინ დერეგულირების პოლიტიკა არაფერს ისე მკაცრად არ შეხებია, როგორც ეს გარე მოს დაცვის შემთხვევაში მოხდა. ეს იყო მეორე უკიდურესობა, როცა მაშინ დელმა სოციალურ-ეკონომიკურმა სინამდვილემ განა- პირობა უკვე შინაარსობრივად არას წორი კანონმდებლობის გაჩენა. ევროკავშირთან ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებები ერთდროულად გარდამტეხი და დამაბნეველი ფაქტორი აღმოჩნდა. საქმე ის იყო, რომ დე- რეგულირების პოლიტიკი სა და ე.წ. „ველური ლიბერალიზმის“ შემდეგ, აბსოლუტურად რეგულაციური პოლიტიკისკენ აღებულმა კურსმა დაბა- და ლეგიტიმური კითხვა-რამდენად შეიძლება ამ სფეროში ერთდროულად კიდევ ერთი „ახალი სამართლის“, აწ უკ ვე „ას ოცირებული სამართ- ლის“ შექ მნა? ნაშრომის ერთი ნაწილი სწორედ ამ საკმაოდ საკამათო საკითხის გარკვევას ეხება. მეორე ნაწილში კი გარემოს დაცვის ჰორიზონტა- ლური კანონმდებლობის მაგალითზე ნაჩვენებია განვითარების უდავოდ დამაიმედებელი დინამიკა. რაც აქ შეიძლება ითქვას, არის პასუხი 2016 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში გამოთქმულ ვარაუდზე, რომ „მართალია, ევროინტეგრაციის ჭრილში განხორციელებული რეფორმის შედე -გად, ამ წიგნში გამოთქმული ბევრი მოსაზრება, სავარაუდოდ, თავის აქტუალურობასაც დაკარგავს, თუმცა, ბუნებრივია, საბოლოო მიზანიც ეს იყო და ამან მხოლოდ სიხარული შეიძლება მიანიჭოს ავტორს.“ განვლილმა პერიოდმა და ჩატარებულმა რეფორმებმა ეს ვარაუდი გაამართლა. წიგ ნში გამოთქმულ ბევრ მოსაზრებას მართლაც დაეკარგა აქტუალობა. თუმცა სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისთვის მხოლოდ კარგი კანონე ბის შექმნა არ არ ის საკმარისი. მას უნდა დაემატოს ღირებულებებზე ორიენტირებული მმართველობითი კულტურაც. სწორედ ამ ყოველივეზე იქ ნება საუბარი წინამ დებარე წიგნში.Item Dual Nature of the Plaintiff ’s Legal Interest and Criticism of the Practice of its Application in Georgian Administrative Justice(TSU Press, 2023) Kalichava, Koba; Agapishvili, MeriItem Rechtstranfer und Eigendynamik in Transformationsländern: Das Beispiel der Verwaltungsrechtsentwicklung in Georgien(2023) Winter, Gerd; Kalichava, KobaItem მოსარჩელის კანონიერი ინტერესის ორმაგი ბუნება და ქართულ ადმინისტრაციულ მართლმსაჯულებაში მისი გამოყენების პრაქტიკის კრიტიკა(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2023) ყალიჩავა, კობა; აღაპიშვილი, მერიItem სამართლის ტრანსფერი და შინაგანი დინამიკა ტრანსფორმაციულ ქვეყნებში: საქართველოს ადმინისტრაციული სამართლის განვითარების მაგალითი(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2023) ყალიჩავა, კობა; ვინტერი, გერდItem გარიგების ფორმის იძულება, როგორც ფორმის თავისუფლების შეზღუდვა(მერიდიანი, 2018) ამირანაშვილი, გიორგიმონოგრაფია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის გამოცემაა, რომელიც გარიგების ფორმას ეძღვნება. წიგნი ეფუძნება სადისერტაციო ნაშრომს _ „გარიგების ფორმის იძულება, როგორც ფორმის თავისუფლების შეზღუდვა“. პუბლიკაცია განკუთვნილია როგორც მეცნიერების, მოსამართლეებისა და პრაქტიკოსი იურისტებისათვის, ისე კერძო სამართლით დაინტერესებულ პირთა ფართო წრისათვის. The monograph is an edition of the Contemporary Private Law Institute at the Faculty of Law of Ivane Javakhishvili Tbilisi State University. The book deals with the issue of form of transaction and is based on the doctoral dissertation: “Compulsion to Form of Transaction as a Limitation of Freedom of Form”. The publication is addressed to scientists, judges and legal practitioners, as well as to wider audience interested in private law.