Department of Geography
Permanent URI for this community
Department of Geography
Browse
Browsing Department of Geography by Author "მელორ ალფენიძე / Melor Alfenidze"
Now showing 1 - 1 of 1
Results Per Page
Sort Options
Item შავი ზღვის ნაპირების აბრაზიის მიზეზები და შედეგები(2022) მელორ ალფენიძე / Melor Alfenidzeაბსტრაქტი. შავი ზღვის ნაპირების შესახებ ძველი მოგზაურებისა და ნატურალისტების წყაროები სრული პროფილის სტაბილურ პლაჟსადასტურებს. მაგრამ XIX ს შუა წლებიდან, ზღვის დონის აწევის (1,5-2,0 მმ/წწ) პირობებში, სანაპირო ხაზის ნელი უკან დახევა და ანტიკური ციხე-სიმაგრეების (დიოსკურია, ფაზისი, ოლვია, ხერსონესი, გიენოსი) აქტიური ნგრევა ფიქსირდება. XX ს-ში კი საქალაქო და საკურორტო ინდუსტრიის, სავაჭრო(სოხუმი,ფოთი,გაგრა)და სამხედრო (ოჩამჩირე) პორტების,ჰიდროენერგეტიკული კომპლექსების პროექტირებამ და რეალიზაციამ„ზღვა-ნაპირი-მდინარე“ სისტემამ მდგრადობის შესუსტება და ბუნებრივი რეჟიმის მკვეთრი დაქვეითება გამოიწვია. მათ შორისაა: მდინარე-ზღვა-ნაპირი სისტემის ნეგატიური ანთროპოგენური წნეხები, პლაჟის წარეცხვებისა და ძირითადი ნაპირის აბრაზიის აქტივიზაცია, ასევე ნაპირდაცვითი კონსტრუქციების ნგრევა. აქედან გამომდინარე, ავტორი ცდილობს ნაპირდაცვის ინოვაციური_თავისუფალი პლაჟის მშენებლობის ფართო დანერგვას. გონივრული ნაპირდაცვა ემყარება პლაჟწარმომქმნელი რესურსების მობილიზებას, მის კონსერვაციასა და ავარიულ უბნებზე რეალიზაციას, რომლის პროგნოზულ მოდელში აშკარად ჩანს ნაპირების აღდგენისა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის დამკვიდრება, პლაჟისრეგულირების პრინციპის დანერგვა და პოზიტიური გეოგრაფიული შეფასების მიღწევა.