შავი ზღვის ნაპირების აბრაზიის მიზეზები და შედეგები

Abstract
აბსტრაქტი. შავი ზღვის ნაპირების შესახებ ძველი მოგზაურებისა და ნატურალისტების წყაროები სრული პროფილის სტაბილურ პლაჟსადასტურებს. მაგრამ XIX ს შუა წლებიდან, ზღვის დონის აწევის (1,5-2,0 მმ/წწ) პირობებში, სანაპირო ხაზის ნელი უკან დახევა და ანტიკური ციხე-სიმაგრეების (დიოსკურია, ფაზისი, ოლვია, ხერსონესი, გიენოსი) აქტიური ნგრევა ფიქსირდება. XX ს-ში კი საქალაქო და საკურორტო ინდუსტრიის, სავაჭრო(სოხუმი,ფოთი,გაგრა)და სამხედრო (ოჩამჩირე) პორტების,ჰიდროენერგეტიკული კომპლექსების პროექტირებამ და რეალიზაციამ„ზღვა-ნაპირი-მდინარე“ სისტემამ მდგრადობის შესუსტება და ბუნებრივი რეჟიმის მკვეთრი დაქვეითება გამოიწვია. მათ შორისაა: მდინარე-ზღვა-ნაპირი სისტემის ნეგატიური ანთროპოგენური წნეხები, პლაჟის წარეცხვებისა და ძირითადი ნაპირის აბრაზიის აქტივიზაცია, ასევე ნაპირდაცვითი კონსტრუქციების ნგრევა. აქედან გამომდინარე, ავტორი ცდილობს ნაპირდაცვის ინოვაციური_თავისუფალი პლაჟის მშენებლობის ფართო დანერგვას. გონივრული ნაპირდაცვა ემყარება პლაჟწარმომქმნელი რესურსების მობილიზებას, მის კონსერვაციასა და ავარიულ უბნებზე რეალიზაციას, რომლის პროგნოზულ მოდელში აშკარად ჩანს ნაპირების აღდგენისა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის დამკვიდრება, პლაჟისრეგულირების პრინციპის დანერგვა და პოზიტიური გეოგრაფიული შეფასების მიღწევა.
Description
Keywords
Citation
Collections