Criminal Law department
Permanent URI for this community
Criminal Law department
Browse
Browsing Criminal Law department by Subject "ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები"
Now showing 1 - 1 of 1
Results Per Page
Sort Options
Item პოლიციის პრევენციული და რეპრესიული ღონისძიებების გამიჯვნის პრობლემები(მერიდიანი, 2020) აქუბარდია, ირინასამართალდამცავ ორგანოთა შორის პოლიციას განსაკუთრებული ადგილი უკავია დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთის და თავიდან აცილების საქმეში. საპოლიციო ღონისძიებების გამოყენების დროს გარდაუვალია ადამიანის უფლებებში ჩარევა, თუმცა ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, პოლიციის თანამშრომლის მიდგომაზეა დამოკიდებული, „ასეთი ჩარევა გამართლებულად ჩაითვლება თუ ადამიანის უფლებათა დარღვევად“. სტატიაში განხილულია პოლიციის პრევენციული ღონისძიებების ცალკეულისახეები, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები პრევენციული ღონისძიებების გამოყენებისას, პოლიციის პრევენციული და რეპრესიული ღონისძიებების გამიჯვნის ცალკეული ასპექტები. ხაზგასმულია პოლიციის ორმაგი ფუნქციის -პრევენციული და რეპრესიული ამოცანების განხორციელების თავისებურებები და განსხვავებული სამართლებრივი ბუნების გამო არაერთგვაროვანი საშუალებების და მეთოდების გამოყენების აუცილებლობა. ნაშრომში იდენტიფიცირებულია პოლიციის ცალკეული პრევენციული ღონისძიებების საკანონმდებლო მოწესრიგების თუ პრაქტიკული გამოყენების კუთხით არსებული პრობლემები და ხარვეზების აღმოსაფხვრელად გამოთქმულია რეკომენდაციები და მოსაზრებები.