Criminal Law department
Permanent URI for this community
Criminal Law department
Browse
Browsing Criminal Law department by Issue Date
Now showing 1 - 20 of 20
Results Per Page
Sort Options
Item ,,Diebe im Gesetz“: Eine kriminelle Organisation im deutschen Jugendstrafvollzug? Die aus der ehemaligen UdSSR stammende kriminelle Organisation "Wor v Sakone" - 'Dieb im Gesetz' und ihre subkulturelle Existenz unter russischsprachigen Gefangenen in einer deutschen Jugendstrafanstalt bei Hamburg.(Wissenschaftlicher Verlag Berlin (wvb), 2009) Shalikashvili, MorisSchon vor dem Ende der Sowjetunion gab es in Russland und in der früheren UdSSR Formen der Kriminalität, die als organisierte Kriminalität zu bezeichnen sind. Dazu zählt auch die kriminelle Vereinigung „Diebe im Gesetz“, die unter besonderen historischen, gesellschaftlichen und politischen Rahmenbedingungen entstanden ist. Nach dem Ende der Sowjetunion hat diese Organisation die Grenzen der früheren UdSSR überschritten. Es liegen Hinweise darauf vor, dass sie auch im Strafvollzug der Bundesrepublik Deutschland anzutreffen ist und dort ein Element der Subkultur russischstämmiger Inhaftierter darstellt. Für Personen, die sich mit der in den letzten Jahren gewachsenen Anzahl russischstämmiger bzw. -sprachiger Straftäter beschäftigen, ist es wichtig, über Kenntnisse der besonderen „sozialen“ Regeln und Strukturen innerhalb dieser subkulturellen Szene zu verfügen, um Resozialisierung leisten zu können und Gewalt und Unterdrückung im Vollzug zu verhindern. Im Zentrum der vorliegenden Arbeit steht diese Welt der „Diebe im Gesetz“. Es erfolgt eine Aufarbeitung des russischen wie auch des englisch- und deutschsprachigen Forschungsstandes mit dem Ziel, diese spezielle Form organisierter Kriminalität für Vollzugspraktiker wie auch die Wissenschaft zugänglich zu machen. Daran schließt sich eine exemplarische ethnographische Beschreibung der Subkultur der „Diebe im Gesetz“ in einer Hamburger Jugendstrafvollzugsanstalt an. Diese basiert auf teilnehmenden, verdeckten Beobachtungen, kombiniert mit Analysen von Gefangenenpersonalakten.Item არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის სისხლისსამართლებრივი, კრიმინოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტები(PH International, 2013) შალიკაშვილი, მორისაღნიშნულ წიგნში გაანალიზებულია არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის საქმეები, რომლებიც განხორციელდა 2010-2013 წლებში. წიგნში ასევე განხილულია არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის თეორიული (კრიმინოლოგიური და ფსიქოლოგიური) საფუძვლები. მსხვერპლის როლი მედიაციის პროცესში და მედიაციის მნიშვნელობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში.Item არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება(მერიდიანი, 2016) შალიკაშვილი, მორის; მიქანაძე, გივიწიგნი არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად საკითხებს. წიგნში განხილულია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასწულელოვნის კრიმინოლოგიური, სისხლის სამართლის მატერიალური, სისხლის სამართლის საპროცესო, სასჯელის აღსრულების და საერთაშორისო სტანდარტის მნიშვნელოვანი საკითხები.Item არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება(გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალი – www.dgstz.de, 2016) შალიკაშვილი, მორის; მიქანაძე, გივიწიგნი არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად საკითხებს. წიგნში განხილულია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასწულელოვნის კრიმინოლოგიური, სისხლის სამართლის მატერიალური, სისხლის სამართლის საპროცესო, სასჯელის აღსრულების და საერთაშორისო სტანდარტის მნიშვნელოვანი საკითხები.Item კრიმინოლოგია(მერიდიანი, 2017) შალიკაშვილი, მორისწიგნი არის სახელმძღვანელო, რომელიც შედგება ოცი თავისგან. წიგნში განხილულია კრიმინოლოგიისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ათ შორის, კრიმინოლოგიის საგნის არსი და მნიშვნელობა, კრიმინალური პოლიტიკა, დანაშაულის გამომწვევი მიზეზები, ორგანიზებული დანაშაული, ნარკომანია, ვიქტიმოლოგია და სხვა. წიგნი განკუთვნილია საუნივერსიტეტო სწავლებისთვის და სამეცნიერო კვლევებისთვის.Item ევროპული და საერთაშორისო სამართლის ზეგავლენა ქართულ სისხლის საპროცესო სამართალზე(მერიდიანი, 2019) თუმანიშვილი, გიორგი; ჯიშკარიანი, ბაჩანა; შრამი, ედვარდ; დვალიძე, ირაკლი; ხარანაული, ლევანი; და სხვ., ავტორთა კოლექტივიწინამდებარე სახელმძღვანელო სახელწოდებით `ევროპული და საერთაშორისო სამართლის ზეგავლენა ქართულ სისხლის საპროცესო სამართალზე~ წარმოადგენს ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის მეორე პროექტის სამეცნიერო და პუბლიცისტურ დასკვნით ნაწილს. სახელმძღვანელოში თავმოყრილია ის სისხლისსამართლებრივი საკითხები, რომლებიც განხილულ და შეჯამებულ იქნა როგორც პროექტის ფარგლებში გამართულ სამ შეხვედრაზე (თბილისი 2016, იენა/ბერლინი 2017, ტიუბინგენი/სტრასბურგი 2018), ისე პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ სადოქტორო კვლევებში. გამომცემლები მოხარულნი არიან, რომ 29 ავტორის, მათ შორის 24 ქართველი და 5 გერმანელი ავტორის მონაწილეობით შექმნილმა სახელმძღვანელომ საბოლოო სახე მიიღო და იგი ხელმისაწვდომი ხდება დაინტერესებული სამეცნიერო საზოგადოებისთვის. The handbook „Georgian Criminal Procedure Law under the Infl uence of European and International Law“ is the scientifi c and publicist conclusion of the second German-Georgian Criminal Law Project. This book bundles, preserves and manifests the fi ndings of criminal law research gained in the three working meetings of the project (in Tbilisi 2016, Jena/Berlin 2017 and Tübingen/Straßburg 2018) and the promoted Ph.D. theses. The editors are delighted by the completion of this handbook with its 29 authors _ 24 from Georgia and 5 from Germany. The work has been completed and is now available to the interested academic audience.Item ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით(იურისტების სამყარო, 2019) დვალიძე, ირაკლი; ხარანაული, ლევანი; თუმანიშვილი, გიორგი; წიქარიშვილი, კახასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების კომენტარი გაკეთებულია დანაშაულის სამსაფეხურიანი სისტემის მიხედვით. ამას მოსდევს აღნიშნულ დანაშაულთა გამოვლინების ფორმები (დაუმთავრებელი დანაშაული, დანაშაულში თანამონაწილეობა), ნორმათა კონკურენცია და დანაშაულთა ერთობლიობა, ხოლო ბოლოს მცირე ნაწილი ეთმობა სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების მიმოხილვას კონკრეტულ დანაშაულთან მიმართებით. ცალკეულ მუხლის კომენტირებისას გამოყენებულია როგორც ქართულენოვანი და უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების განაჩენები/გადაწყვეტილებები. The commentary to articles envisaged by the chapter XXIII of the criminal code is composed according to tripartite division of the elements of the crime. This is followed by specific forms of commission of the crime (inchoate offences, complicity), competition between norms and multiple offences. Final part is dedicated to the review of criminal procedural norms in relation with these crimes. The comments make reference to the academic literature in Georgian as well as in foreign languages, decisions of ECtHR, European Court of Justice, Constitutional Court of Georgia and common courts of Georgia.Item Some aspects of the initiation of investigation and prosecution of criminal acts committed by particular state officials(Intellectual, 2019) Besik, MeurmishviliThe investigation of crimes committed by officials and the criminal prosecution of these individuals are characterized by certain peculiarities. In this regard, the process related to the initiation of criminal prosecution and its implementation is particularly interesting. These individuals enjoy immunity, which may prevent them from being prosecuted. Accordingly, it’s limited the officials ability to participate in the investigation, which creates ground for them to be involved in criminal proceedings in different illegal ways. To avoid this, it would be better to introduce the institution of "assisted witness" in the Georgian procedural space.Item ცალკეულ სახელმწიფო თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებათა გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ზოგიერთი ასპექტი("ინტელექტუალი", 2019) მეურმიშვილი, ბესიკInvestigation and prosecution of crimes committed by public officials is characterized by specific features. In this respect, particularly interesting is the procedure of initiation and conduct of criminal prosecution. These persons enjoy immunity, which may hamper the start of criminal prosecution. Thus the right of these persons to participate in investigation is limited, which creates ground for them to be involved in criminal proceedings in different unlawful ways. For this purpose, its would be much better to introduce the institution of “assisted witness” in Georgian legal procedure.Item პოლიციის პრევენციული და რეპრესიული ღონისძიებების გამიჯვნის პრობლემები(მერიდიანი, 2020) აქუბარდია, ირინასამართალდამცავ ორგანოთა შორის პოლიციას განსაკუთრებული ადგილი უკავია დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთის და თავიდან აცილების საქმეში. საპოლიციო ღონისძიებების გამოყენების დროს გარდაუვალია ადამიანის უფლებებში ჩარევა, თუმცა ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, პოლიციის თანამშრომლის მიდგომაზეა დამოკიდებული, „ასეთი ჩარევა გამართლებულად ჩაითვლება თუ ადამიანის უფლებათა დარღვევად“. სტატიაში განხილულია პოლიციის პრევენციული ღონისძიებების ცალკეულისახეები, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები პრევენციული ღონისძიებების გამოყენებისას, პოლიციის პრევენციული და რეპრესიული ღონისძიებების გამიჯვნის ცალკეული ასპექტები. ხაზგასმულია პოლიციის ორმაგი ფუნქციის -პრევენციული და რეპრესიული ამოცანების განხორციელების თავისებურებები და განსხვავებული სამართლებრივი ბუნების გამო არაერთგვაროვანი საშუალებების და მეთოდების გამოყენების აუცილებლობა. ნაშრომში იდენტიფიცირებულია პოლიციის ცალკეული პრევენციული ღონისძიებების საკანონმდებლო მოწესრიგების თუ პრაქტიკული გამოყენების კუთხით არსებული პრობლემები და ხარვეზების აღმოსაფხვრელად გამოთქმულია რეკომენდაციები და მოსაზრებები.Item აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები(მერიდიანი, 2020) აქუბარდია, ირინაპატიმრობა წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრ სახეს. საქართველოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგულირება ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე, რადგან არსებობს მთელი რიგი გამოწვევები, როგორც საკანონმდებლო მოწესრიგების, ასევე სასამართლო პრაქტიკის თვალსაზრისით. ნაშრომში განხილულია თავისუფლების პრეზუმფციის არსი. თავისუფლების უფლების კონსტიტუციური და საერთაშორისო-სამართლებრივი ბუნება, აღკვეთის ღონისძიების არსი, მიზნები, საფუძვლები და სახეები, პატიმრობა, როგორც “Ultima Ratio”, სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა, პატიმრობის გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები,პროკურორის შუამდგომლობასა და სასამართლოს განჩინებაში პატიმრობის დასაბუთების პრაქტიკული და სამართლებრივი პრობლემები, პატიმრობის გამოყენების, შეცვლის, გაუქმების და გასაჩივრების თავისებურებები. გამოკვეთილია პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, პატიმრობის გამოყენების ვადა და პატიმრობის გამოყენებაზე მონიტორინგი, საპატიმრო გირაო, არასრულწლოვან ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენების სპეციფიკა და ზოგადად, პატიმრობასთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული პრობლემები. გაანალიზებულია პატიმრობის გამოყენების სტატისტიკური მონაცემები, სასამართლო პრაქტიკა პატიმრობის შეფარდების მიზანშეწონილობისა და დასაბუთებულობის კონტექსტში. საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების, საქართველოს საერთო სასამართოების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განზოგადების საფუძველზე ჩამოყალიბებულია კონკრეტული წინადადებები პრაქტიკის დახვეწისა და კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით.Item უფრო მსუბუქი შემთხვევები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მიხედვით(მერიდიანი, 2021) დვალიძე, ირაკლიზოგიერთ შემთხვევაში კანონმდებელის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ესა თუ ის შემამასუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება თავიდანვე მოცემულია როგორც დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტი. ეს მიიღწევა იმით, რომ კანონმდებელი ცალკე სპეციალურ კვალიფიციურ ან პრივილეგირებულ ქმედების შემადგენლობას ქმნის, რომელსაც ძირითადი ქმედების შემადგენლობისგან განსხვავებული სანქცია გააჩნია. წინამდებარე კვლევის საგანი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პრივილეგირებული ქმედების შემადგენლობები იქნება.Item კრიმინალისტიკა(მერიდიანი, 2021) გოგნიაშვილი, ნინონაშრომში განხილულია კრიმინალისტიკის კურსის მეთოდოლოგიის, კრიმინალისტიკური ტექნიკის, ტაქტიკისა და ცალკეულ დანაშაულთა გახსნის მეთოდიკის მნიშვნელოვანი საკითხები.განხილული საკითხების თემატიკის მიხედვით მოცემულია ტესტები, კაზუსები, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები, რაც მკითხველს დაეხმარება საკითხების უკეთ აღქმასა და გაანალიზებაში. წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების, ადვოკატების, ექსპერტებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისათვის.Item კრიმინალისტიკა(მერიდიანი, 2021) გოგნიაშვილი, ნინონაშრომში განხილულია კრიმინალისტიკის თეორიისა და მეთოდოლოგიის, კრიმინალისტიკური ტექნიკის ის თანამედროვე სამეცნიერო - ტექნიკური საშუალებები, რომელთა გამოყენებაც ხელს უწყობს მტკიცებულებათა აღმოჩენა-ამოღება-ფიქსირებას. წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების, ექსპერტების, ადვოკატებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისათვის.Item ПРАВОСУДИЕ ПО ДЕЛАМ НЕСОВЕРШЕННОЛЕТНИХ В ГРУЗИНСКОМ И МЕЖДУНАРОДНОМ ПРАВЕ, ПРОБЛЕМЫ И ВЫЗОВЫ(Տպագրված է «ԼԻՄՈՒՇ ՍՊԸ»-ի տպարանում, 2021) Гогниашвили, НиноВ статье рассмотрено происхождение и основные особенности правосудия несовершеннолетних, роль соответствующих ведомств в полноценном осуществлении целого ряда вопросов, относительно правосудия несовершеннолетних с целью наилучшей и максимально полноценной защиты интересов несовершеннолетних, а также готовность этих ведомств к осуществлению этой деятельности. სტატიაში განხილულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების როლი და მნიშვნელობა, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და სხვა მთელი რიგი საკითხების სრულფასოვან განხორციელებასთან. ასევე ამ ორგანოების მზაობა. The article covers the origin and the main features of juvenile justice. In addition, it takes into focus the role and the readiness of the appropriate agencies to make all the steps towards the protection of minors’ interest and the maintenance of juvenile justice.Item საბანკო ანგარიშების მონიტორინგის ადგილი საგამოძიებო მოქმედებათა სისტემაში(მერიდიანი, 2021) აქუბარდია, ირინასაბანკო ანგარიშების მონიტორინგი, როგორც საგამოძიებო მოქმედება მოქმედი საპროცესო კოდექსის ერთ–ერთ ნოვაციას წარმოადგენს. იგი გათვალისწინებულია მრავალი ქვეყნის კანონმდებლობაში, როგორც ეფექტური მექანიზმი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. საბანკო ანგარიშების მონიტორინგი ზღუდავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება აუცილებელი იყოს მისი ჩატარება. ამიტომ თანამდებობის პირთა მხრიდან პირად ცხოვრებაში თვითნებური, უკანონო ჩარევის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია პირად და საჯარო ინტერესს შორის ბალანსის დაცვა, კანონმდებლობაში ადამიანის უფლებების დაცვის მეტი გარანტიების ასახვა და შესაბამისად, საბანკო ანგარიშების მონიტორინგის მარეგულირებელი ნორმის სრულყოფა. სტატიაში განხილულია საბანკო ანგარიშების მონიტორინგის შემოღების წინაპირობები, მოცემულია საბანკო ანგარიშების მონიტორინგის, როგორც საგამოძიებო მოქმედების საპროცესო–სამართლებრივი ბუნების ღრმა და სისტემური ანალიზი, მისი მიმართება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან, საგამოძიებო მოქმედებათა სისტემაში მისი ადგილის განსაზღვრის თავისებურებები, იდენტიფიცირებულია საკანონმდებლო ხარვეზები და შემუშავებულია რეკომენდაციები კანონმდებლობის სრულყოფის და პრაქტიკის დახვეწის მიზნით.Item ბულინგის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა(გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალი – www.dgstz.de, 2021) შალიკაშვილი, მორისსტატია ეხება ბულინგის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობას. ბულინგის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შედარებულია ადევნების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობას. მსგავსად ადევნებისა ბულინგიც მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს დაზარალებულში.Item სასჯელის და სისხლის სამართლის პოლიტიკა(გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალი – www.dgstz.de, 2022) შალიკაშვილი, მორისსტატია ეხება სასჯელისა და სისხლის სამართლის პოლიტიკას. განხილული და გაანალიზებულია სისხლის სამართლის პოლიტიკა მსჯავრდებულთა რაოდენობისა და ჩადენილი დანაშაულის კუთხით. გაანალიზებულია სასჯელის შეფარდების სტატისტიკა.Item ცოდვა, დანაშაული და დანაშაულობა(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2022) წულაია, დავითოცდამეერთე საუკუნეში, კვლავაც ამოუხსნელია დანაშაულისა და დანაშაულობის ფენომენი. დანაშაულ(ობ)ის პრობლემატიკაზე, კრიმინოლოგიაში მრავალი ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური თეორია არსებობს. თანამედროვე კრიმინოლოგიამ, თეორიებისა და კონცეფციების ინტეგრირებულ მეთოდსაც მიმართა. თუმცა, ამ მიდგომამ დადებითი შედეგი მაინც ვერ გამოიღო, რადგან კრიმინოგენური სიტუაცია მსოფლიოში სულ უფრო საშიშ ხასიათს ღებულობს; ჩნდება დანაშაულის გამოვლინების ახალი ფორმები და იზრდება დანაშაულობის გავრცელების მასშტაბები. აღნიშნულ ფონზე, მნიშვნელობას იძენს ჰამარტიოლოგია (Hamartiology),ქრისტიანულიმოძღვრებაცოდვისშესახებ, რადგან მიჩნეულია, რომ ცოდვა წარმოადგენს ზოგადად ყველა ნეგატიური მოვლენის სათავეს, და მათ შორის, დანაშაულ(ობ)ის. აღნიშნული სტატია იკვლევს დანაშაულის საკანონმდებლო და დანაშაულობის კრიმინოლოგიურ ცნებებში ტრანსცედენტულ და ცოდვის ნიშან-თვისებებს. ირკვევა, რომ ორივე კატეგორია,კონცეპტუალურადცოდვისგამოვლინებისფორმებია, რაც მეცნიერული თვალსაზრისით, შესაძლებლობას იძლევა, დანაშაულისა და დანაშაულობის კონცეფციები, სრულიად „ახლებურად“ იქნას გააზრებული. In the twenty-first century, the phenomenon of crime and criminality is still unexplained. There are many biological, psychological and sociological theories on the problem of crime and criminality in criminology. Modern criminology has also applied an integrated method of theories and concepts. However, this approach has not yet yielded positive results, as the criminogenic situation in the world is becoming increasingly dangerous; new forms of crime are emerging and the scale of crime is increasing. Taking into consideration the given setup, the Hamartiology, the Christian doctrine of sin, is gaining importance as sin is considered to be the source of all negative events in general, including crime and criminality. The present article expolres the transcendental and features of sin in the legislative and criminological concepts of crime and criminality. It turns out that both categories are conceptual forms of sin, which, from a scientific viewpoint, allows the concepts of crime and criminality to be shaped in a completely “new” manner.Item კონტროლის მექანიზმები ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე(მერიდიანი, 2022) აქუბარდია, ირინანაშრომი უკავშირდება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე კონტროლის სისტემის ეფექტურობისა და საკმარისობის პრობლემებს, არსებული რეგულაციების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას კერძო პირთა პირადი ავტონომიის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვისა და გამოძიების ინტერესებს შორის თანაფარდობის საკითხებთან დაკავშირებულ გამოწვევებს. სტატიაში განხილულია ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განმახორციელებელი ორგანოს როლი და დანიშნულება. გაანალიზებულია სააგენტოს საქმიანობის კონტროლის ინსტიტუციური და ტექნოლოგიური მექანიზმები. კერძოდ, საპარლამენტო კონტროლი, სამთავრობო (პრემიერ–მინისტრი), საფინანსო კონტროლი,სასამართლო კონტროლი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიერ განხორციელებული კონტროლი, კონტროლის მექანიზმები ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის / მასალის შენახვასა და განადგურებაზე. ასევე განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები დაფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი ნორმების შესაბამისობა აღნიშნულ სტანდარტებთან. ყურადღება გამახვილებულია ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე კონტროლის სისტემის ნაკლოვანებებზე, საკანონმდებლო ხარვეზებზე, ზედამხედველობის განხორციელებისას არსებულ გამოწვევებზე და გამოთქმულია წინადადებები/რეკომენდაციები კანონმდებლობის დახვეწის მიზნით.