Criminal Law department
Permanent URI for this community
Criminal Law department
Browse
Browsing Criminal Law department by Subject "აღკვეთის ღონისძიება"
Now showing 1 - 1 of 1
Results Per Page
Sort Options
Item აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები(მერიდიანი, 2020) აქუბარდია, ირინაპატიმრობა წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრ სახეს. საქართველოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგულირება ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე, რადგან არსებობს მთელი რიგი გამოწვევები, როგორც საკანონმდებლო მოწესრიგების, ასევე სასამართლო პრაქტიკის თვალსაზრისით. ნაშრომში განხილულია თავისუფლების პრეზუმფციის არსი. თავისუფლების უფლების კონსტიტუციური და საერთაშორისო-სამართლებრივი ბუნება, აღკვეთის ღონისძიების არსი, მიზნები, საფუძვლები და სახეები, პატიმრობა, როგორც “Ultima Ratio”, სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა, პატიმრობის გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები,პროკურორის შუამდგომლობასა და სასამართლოს განჩინებაში პატიმრობის დასაბუთების პრაქტიკული და სამართლებრივი პრობლემები, პატიმრობის გამოყენების, შეცვლის, გაუქმების და გასაჩივრების თავისებურებები. გამოკვეთილია პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, პატიმრობის გამოყენების ვადა და პატიმრობის გამოყენებაზე მონიტორინგი, საპატიმრო გირაო, არასრულწლოვან ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენების სპეციფიკა და ზოგადად, პატიმრობასთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული პრობლემები. გაანალიზებულია პატიმრობის გამოყენების სტატისტიკური მონაცემები, სასამართლო პრაქტიკა პატიმრობის შეფარდების მიზანშეწონილობისა და დასაბუთებულობის კონტექსტში. საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების, საქართველოს საერთო სასამართოების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განზოგადების საფუძველზე ჩამოყალიბებულია კონკრეტული წინადადებები პრაქტიკის დახვეწისა და კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით.