Faculty of Psychology and Educational Sciences
Permanent URI for this community
Faculty of Psychology and Educational Sciences
Browse
Browsing Faculty of Psychology and Educational Sciences by Subject "HEXACO"
Now showing 1 - 1 of 1
Results Per Page
Sort Options
Item პიროვნული ნიშნები და „ფეისბუკზე“ თვითპრეზენტაციის ტაქტიკები(2022) ნემანიშვილი, თეკლა; მესტვირიშვილი, მაია; მარწყვიშვილი, ხათუნამოცემული კვლევის მიზანი იყო პიროვნების ავერსიული მახასიათებლებისა და პიროვნების ექვსფაქტორიანი მოდელის მიმართების კვლევა სოციალურ ქსელში თვითპრეზენტაციის ტაქტიკებთან. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 230-მა ინდივიდმა (144 ქალი; M (age) = 20.0, SD=1.63). გამოყენებულ იქნა შემდეგი საკვლევი ინსტრუმენტები: (1) ბნელი ტრიადის ნიშნების შესაფასებელი მოკლე კითხვარი (SD3) (Jones& Paulhus, 2011); 2) პიროვნული ნიშნების ექვსფაქტორიანი მოდელის საკვლევი ინსტრუმენტი (HEXACO-PI-R) (Lee & Ashton, 2004); (3) ფეისბუკით სარგებლობის მოტივების საკვლევი სკალა (Sheldon, 2008); (4) თვითპრეზენტაციის სტრატეგიების საკვლევი კითხვარი (Lee et al,1998), რომელიც კვლევის ფარგლებში მოდიფიცირდა ფეისბუკისთვის. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ნარცისიზმი პოზიტიურ კავშირშია ფეისბუკზე მეგობრების რაოდენობასა და ექსტრავერსიასთან. მაკიაველიანიზმი პოზიტიურად კორელირებს თვითპრეზენტაციის როგორც ასერტულ, ისე თავდაცვით ტაქტიკებთან. ხოლო ნარცისისზმი და ფსიქოპათია ძირითადად ასერტულ თვითპრეზენტაციის ტაქტიკებთან. პიროვნების ექვსფაქტორიანი მოდელის პატიოსნება-თავმდაბლობის ფაქტორი უარყოფითად კორელირებს ბნელი ტრიადის სამივე ცვლადთან. ასევე, ნარცისიზმის მაღალი მაჩვენებლების მქონე ინდივიდებისთვის ფეისბუკის გამოყენების მთავარი მოტივი „მაგარი ტიპობა“ აღმოჩნდა. პიროვნების ექვსფაქტორიანი მოდელის ნიშნები მოდერაციულ როლს ასრულებენ ბნელი ტრიადის ცვლადებსა და თვითპრეზენტაციის ტაქტიკებს შორის.