Faculty of Psychology and Educational Sciences
Permanent URI for this community
Faculty of Psychology and Educational Sciences
Browse
Browsing Faculty of Psychology and Educational Sciences by Issue Date
Now showing 1 - 20 of 28
Results Per Page
Sort Options
Item ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის განხორციელების ანალიზი(2016) გოგოლაძე, მარიამიეთნიკური უმცირესობების სოციალიზაციის პროცესი სხვა დანარჩენთან ერთად პირველ რიგში მოიცავს სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობას. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, შეეტანა ცვლილება უმაღლესი განათლების კანონში და შეიმუშავეს პროგრამა,რომელიც ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას ერთი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც აგრძელებენ სწავლას საბაკალავრო პროგრამაზე. აღნიშნულ ბრძანებას ხელი მოეწერა 2009 წელს, ხოლო განხორციელება დაიწყო 2010 წლიდან. პროგრამის შესახებ პირველი კვლევა ჩატარდა 2013 წელს,რომელმაც შეიმუშავა გარკვეული რეკომენდაციები პროგრამის გასაუმჯობესებლად. წინამდებარე კვლევით შევეცდებით დავადგინოთ პროგრამის ხარვეზები და დადებითი მხარეები 2013 წლის შემდგომ პერიოდში. თემის აქტუალობა: საქართველო მუდამ იყო მრავალეთნიკური ქვეყანა და დღემდე ასე გრძელდება. ქვეყნის პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე, თანდათან იზრდება საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის სწავლების მოთხოვნა. კვლევის მიზანს წარმოადგენს ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებისას არსებული პრობლემებისა თუ დადებითი მახასიათებლების გამოვლენა და ანალიზი. კვლევის საგანს წარმოადგენს საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში,საქართველოში განხორციელებული, ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის. კვლევის ობიექტი - ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის დადებითი და უარყოფითი მხარეები, პრობლემები. საკვლევი თემის ჰიპოთეზა - ქართულ ენაში მომზადების ერთწლიან პროგრამას აქვს გამოკვეთილი პრობლემები, აღინიშნება ხარვეზები პროგრამის განხორციელების დროს. აღნიშნული ფაქტის მიზეზებია: ა) სასწავლო მასალის შეუსაბამობა; ბ) პროგრამისთვის განსაზღვრული არასაკმარისი დრო; გ) სტუდენტთა ზოგადი განათლების დაბალი დონე.Item იაკობ გოგებაშვილის დიდაქტიკა და თანამედროვეობა(2020) ჭკუასელი, ქეთევანიაკობ გოგებაშვილის მრავალმხრივი მოღვაწეობა სამი უმთავრესი ასპექტით შეიძლება წარმოვადგინოთ. იაკობ გოგებაშვილი, როგორც - ქართული სკოლის ფუძემდებელი, პედაგოგიკის მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში, საზოგადო მოღვაწე. გოგებაშვილის საზოგადო მოღვაწეობის ქვაკუთხედი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაა, რომელიც, ფაქტობრივად, გოგებაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა ქართული განათლების სისტემის რანგში აიყვანეს, რითაც შეინარჩუნეს ქართული სკოლა და დამწერლობა. გოგებაშვილმა განათლების სისტემის და სკოლის მოწყობას საქართველოში მეცნიერულ - პედაგოგიკური საფუძველი დაუდო. გოგებაშვილის სახელმძღვანელოების /დედა ენა, ბუნების კარი, რუსსკოე სლოვო/ განუზომელი მნიშვნელობა იმდროინდელი სკოლისა და საზოგადოებისათვის განპირობებულია მეცნიერული დიდაქტიკის ძირითადი კითხვების განსაზღვისა /ვინ უნდა აღვზარდოთ? რა უნდა ვასწავლოთ? როგორ უნდა ვასწავლოთ? ვინ უნდა ასწავლოს?/ და გადაწყვეტისათვის იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ვითარებიდან გამომდინარე, რითაც გოგებაშვილმა, ფაქტობრივად, ქართულ პედაგოგიკურ აზროვნებაში შექმნა პრეცენდენტი სასკოლო სახელმძღვანელოების მეცნიერულ/დიდაქტიკურ პრინციპებზე აგებისა. დღესაც შესაძლებელია გოგებაშვილის მემკვიდრეობისა და პედაგოგიკურ/დიდაქტიკური მიდგომების გამოყენება ქართული სკოლის განვითარების პროცესშიItem Practice of Teaching Children’s Rights at Ivane Javakhishvili Tbilisi State University / 2016-2021 /(2021) Chkuaseli, Ketevan; Kitiashvili, ZakariaItem Cultural Assimilation of International Students and the Role Attitudes of Mainstream Population Play(უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სერვისების უნივერსიტეტი, სოციოლოგიის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, 2021) Despotashvili, MedeaIt has been about ten years that universities in Georgia accept international students From Europe, United States, Asia and Africa. Georgia has been considered as one of the tolerant countries to diversity, being home for people of different culture and religions. In parallel, international students often report that they face major challenges just because of their origin. The value of the research comes from the context of the country. From one hand, we are able to investigate factors of cultural assimilation of long term minorities living in the country for many generations. From the other hand, we have unique possibility to track cultural assimilation process when there is a new, previously unrepresented group of immigrants. Therefore the research has both theoretical and practical value. The goal of the research is to identify what factors may influence – make easier or complicated – newcomers’ social integration. In this unique and specific environment, we try to answer the question: what are the factors that sometimes make assimilation easy or hard, how do attitudes of immigrants and locals influence this process, etc. The study is an attempt to consider cultural assimilation as a dynamic process with more than two dimensions and bring readiness of mainstream population to accept an outgroup as a factor of cultural assimilation.Item საგაკვეთილო პროცესის გამოწვევები დისტანციური სწავლების პროცესში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში(2021) ჭკუასელი, ქეთევან; აბრამიშვილი, თეონა; მორჩილაძე, თეონაItem აზარტული თამაშების რეკლამა და მცირეწლოვანთა დაცვა საქართველოში(სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, 2021-12-29) Kipiani, Giorgi; ყიფიანი, გიორგიScientific research suggests that children and young people from 18 up to 24 are especially vulnerable to risky behaviour and gambling advertising substantially contributes to pathological gambling. ESPAD 2019 report states, that Georgia reaches highest number of young problem gamblers among 35 European countries - 12 % of school age adolescents. Law of Georgia on Broadcasting prohibits gambling ads during daytime from 1 September, 2020; but children still have very high exposure to gambling advertising, because gambling advertising is everywhere in all types of media , especially in daytime TV. No measures are implemented against the ads, which may have harmful influence on young people. Our analysis of Georgian TV ads texts shows that gambling is promoted as everyday fun and sport activity, ads create an unrealistic view of gambling, as they hide risk and promote illusion that everyone wins. Moreover, such ads are transmitted in air during child programs. Georgian Parliament passed law which aims gambling advertisement regulation from March 2022, article calls for more urgent regulation of gambling ads highly influential for young people.Item ათითუდის კომპონენტების შესახებ(2022) ნადარეიშვილი, ვახტანგათითუდი, უმეტესწილად, შეფასებით დისპოზიციად განიხილება (Ajzen, 1993), რაც ავიწროებს ცნების თავდაპირველ მოცულობასა და შინაარსს, აკნინებს ცნების აღწერით და ახსნით პოტენციალს, ართულებს აქტივობისა და ათითუდის ურთიერთმიმართების ანალიზს, ამცირებს რელევანტურ თეორიებთან კოორდინაციის შესაძლებლობას. თუ დ. უზნაძის სიტუაციურ და ფიქსირებულ განწყობებსაც დისპოზიციებად განვიხილავთ (ნადარეიშვილი, 2020), გასაანალიზებელია ათითუდისა და განწყობის და მათი კომპონენტებისა და ფაქტორების ურთიერთმიმართება. ათითუდის სამწევრიან მოდელის (https://dictionary.apa.org/tripartite-model-of-attitudes) „ქცევით“ (კონატურ) კომპონენტში იგულისხმება სამომავლო ქცევის პოტენციალი და მისი რეალიზაციის ტენდენცია. ათითუდის იერარქიული მოდელის პოზიციიდან (Ajzen, 1993, გვ. 41) და კონატური კომპონენტის განმარტებიდან (https://dictionary.apa.org/conation) გამომდინარე, ათითუდის ერთ-ერთი, კონატური კომპონენტი მის დანარჩენ კომპონენტებსაც მოიცავს. მორიგი განმარტებით (Ajzen, 1993), კონატური კომპონენტი გულისხმობს ქცევისთვის მზაობას, ანუ მხოლოდ ის არის მზაობითი მომენტის მატარებელი. გასათვალისწინებელია, რომ ათითუდი აქტივობისთვის მზაობაა და მის ერთ-ერთ კომპონენტს მთლიანობითი წარმონაქნის ფუნქცია ვერ ექნება. მეტიც, ათითუდი მთლიანობაშიც კი, არა ქცევა, არამედ მზაობითი დისპოზიციაა (Allport, Pattern and growth in personality, 1961), რომელიც ქცევის მიმართვას და აღძვრას ემსახურება (Allport, Handbook of Social Psychology, 1935). ნაწილობრივ მართებულია, რომ კონატური კომპონენტი ათითუდის ქცევითი საფუძველია და არა ქცევა (https://dictionary.apa.org/conation). საფიქრებელია, რომ ის მოქმედებითი რესურსია (მაგალითად,„ოპერაციული შესაძლებლობები“ (ნადირაშვილი შ. , 1983, გვ. 218-233), რომელიც, მხოლოდ დანარჩენ კომპონენტებთან ერთობლიობაში, იძლევა ქცევისთვის მზაობას და საკუთრივ ქცევას. განმარტებების გათვალისწინებით, კონატური კომპონენტი შეიძლება განვიხილოთ: 1) ფიქსირებულ წარმონაქმნის სტრუქტურის თვალსაზრისით, როგორც აქტუალიზებული „ოპერაციული“ მდგენელი; 2) არა როგორც ცალკეული კომპონენტი, არამედ როგორც მთლიანობითი ფსიქიკური წარმონაქმნის არსებობის, ან „ათითუდის ობიექტზე გაზომვადი რეაქციის“ (Ajzen, 1993) ერთ-ერთი გამოვლენა; 3) არა როგორც მთლიანობის საფუძველი (განწყობის ფაქტორი), არამედ უკვე წარმოქმნილი მთლიანობის მდგენელი, მისი ერთ-ერთი განზომილება - ანალოგიურად იმისა, რომ „განწყობის გაშლა ცნობიერების შინაარსის სახით ემოციურსა და კოგნიტურ ასპექტს ერთდროულად მოიცავს“ (უზნაძე, შენიშვნების რვეული, 1988), 4) აქტივობის აღძვრის თვალსაზრისით, როგორც ფსიქიკური წარმონაქმნის ფორმირების ფინალური სტადია (რის გამოც კონატური კომპონენტი მზაობის მატარებლად მიიჩნევა). ათითუდის (ფიქსირებული წარმონაქმნის) კომპონენტები სიტუაციური წარმონაქმნის ფორმირებისთვის გამოიყენება (რომელიც კონატური კომპონენტის სახითად ვლინდება), რომელიც გამაშუალებელ ფუნქციას ასრულებს ათითუდსა და ქცევას შორის (ნადირაშვილი შ. , 1985) (ნადარეიშვილი, 2020). აღნიშნული გასათვალისწინებელია იმ თეორიულ მიდგომებში, რომლებიც აქტივობის უშუალოდ აღმძრავ სიტუაციურ წარმონაქმნებს (მაგ. „სიტუაციური განწყობა“ (უზნაძე, განწყობის ფსიქოლოგია, 2009) ნაკლებად ითვალისწინებენ მათ საფუძველზე ჩამოყალიბებული ფიქსირებული წარმონაქმნების ანალიზისას. ზემოთქმული გასაგებს ხდის ათითუდებსა და ქცევას შორის კავშირის სპეციფიკას, აქარწყლებს ფიქსირებულ წამონაქმნების მიერ ქცევის დეტერმინაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებული სკეფსისს (LaPiere, 1934) და იძლევა ათითუდისა და ქცევის ურთიერთმიმართების შემდგომი ანალიზის შესაძლებლობას.Item უცხოური ენის სწავლების მეთოდიკა განწყობის ფსიქოლოგიის თვალთახედვიდან(2022) მინდაძე, ივანესოსიურიდან მოყოლებული ენას ხშირად განსაზღვრავენ როგორც ნიშანთა სისტემას, რომლის აღწერა და კლასიფიკაცია ლინგვისტიკის ამოცანას წარმოადგენს. თუმცა ამ სისტემის პრაქტიკულ გამოყენებას, ენის რეალიზაციას ანუ მეტყველებას, როგორც ადამიანის ქცევის ერთ-ერთ სპეციფიკურ ფორმას, ტრადიციულად ფსიქოლოგია შეისწავლის. უცხოური ენის სწავლების მიზანი არის არა ენის, როგორც ნიშანთა სისტემის სწავლება, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, მხოლოდ ლექსიკისა და ენობრივი სტრუქტურების (გრამატიკის) სწავლება, არამედ უცხოურ ენაზე მეტყველების სწავლება, მისი პრაქტიკული გამოყენების სწავლება. ცხადია უცხოური ენის სწავლება შეუძლებელია ლინგვისტური ცოდნის გარეშე, მაგრამ ასევე შეუძლებელია დასახული მიზნის, უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენების სწავლება, ფსიქოლოგიური მექსნიზმების გათვალისწინების გარეშე. ამდენად უცხოური ენის სწავლების მეთოდიკის კვლევები პრინციპულად ინტერდისციპლინური ხასიათისაა: კვლევები უნდა ეფუძნებოდეს როგორც ლინგვისტიკის, ასევე ფსიქოლოგიის მიღწევებს. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ენის სწავლების მეთოდების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა ლინგვისტური სტრუქტურალიზმისა და ბიჰეივიორიზმის პოსტულეტებმა, მომდევნო წლებში უცხოური ენის სწავლების მეთოდიკამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, ჯერ პრაგმალინგვისტიკის განვითარების კვალდაკვალ და შემდეგ, უკვე უკანასკნელ ათწლეულებში, კონსტრუქტივისტული მოდელების გავლენით. ყველა ეს მოდელი განსხვავებულად წარმოაჩენს ზოგადად სწავლა-სწავლების და კერძოდ უცხოური ენის სწავლების ფსიქოლოგიურ საფუძვლებს და შესაბამისად სწავლების განსხვავებულ ხერხებს ანიჭებს უპირატესობას. უცხოური ენის სწავლების მეთოდიკისათვის განსაკუთრებულად ნაყოფიერი გვეჩვენება განწყობის ფსიქოლოგიის მიდგომების გათვალისწინება, რომლის დახმარებით შესაძლებელია ისეთი მოვლენების ახსნა, რომლებსაც დამაჯერებლად ვერ განმარტავს სხვა თეორიები. ასე მაგალითად, აქცენტის ჩამოყალიბების მიზეზს ჩვენ ასიმილაციური ილუზიის გავლნით ვხსნით, რომელიც ხელს გვიშლის სამიზნე ენაში არსებული ფონოლოგიურად ღირებული დისტინქტური ნიშნების მართებულ აღქმაში. განწყობის თეორიაზე დაყრდნობით შესაძლებელია უცხოური ენის სწავლების მეთოდიკის დახვეწა და გარკვეული კონკრეტული ასპექტების გათვალისიწინება როგორც უცხოური ენის სახელმძღვანელოებში, ასევე უცხოური ენის სწავლების მეთოდებშიც.Item "დისკურსის დომინირება" ქართულ მედიაში(2022) Kipiani, Giorgi; ყიფიანი, გიორგიკვლევაში გამოყენებულ იქნა დისკურსის კრიტიკული ანალიზის მეთოდი, რათა გაანალიზებულიყო სამაუწყებლო ინდუსტრიასთან დაკავშირებული ინტერესთა ჯგუფების განცხადებები მაუწყებლობის კანონში იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც ეხებოდა მცირეწლოვანთა დაცვას. თემატური ჩარჩოების ანალიზი ეფექტურია მედიის მიერ მოწოდებული დომინანტური გზავნილების გამოსააშკარავებლად და ამ ცნობების უთანასწორო და დომინანტური პოზიციონირების უფრო ფართო კონტექსტში იდენტიფიკაციისათვის. შედარებულ იქნა მედიის ტექსტები, რომლებიც მოიცავდა პრესს-რელიზებს, მოსმენათა ჩანაწერებს, ბლოგ პოსტებს და სარედაქციო წერილებს ორი პერიოდის განმავლობაში - 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ. მედიის ტექსტებში კანონმდებლები, მაუწყებლები, ადამიანის უფლებათა და მედია აქტივისტები სახელმწიფო ჩარევასა და თანა-რეგულირებას მიიჩნევენ, როგორც დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ მუქარას. 2012 წლის შემდეგ მედიის დისკურსში შეუძლებელია მომხმარებელთა და ბავშვის უფლებათა პოზიციის შესახებ ინფორმაციის მოძიება; მედიის ტექსტებში უკვე აღარაა მცირეწლოვანთა დაცვის საჯარო ინტერესის ხსენება, რომელიც იყო მაუწყებლობის კანონში ცვლილებების მთავარი მიზანი ევროპული დირექტივის შესაბამისად. სამაუწყებლო ინდუსტრიამ მედიაში განახორციელა თავისი ინტერესების დაცვა ისეთი გზავნილების გავრცელებით, რომლებიც ახდენს რეალობის დამახინჯებას. შედეგად ადგილი აქვს „დისკურსის დომინანტობას“ - მცირე ძალაუფლების მქონე ჯგუფები - ტელემაუწყებლობის მომხმარებლებისა და ბავშვთა უფლებების დამცველების ხმა ამოღებულია მედიიდან.Item პიროვნული ნიშნები და „ფეისბუკზე“ თვითპრეზენტაციის ტაქტიკები(2022) ნემანიშვილი, თეკლა; მესტვირიშვილი, მაია; მარწყვიშვილი, ხათუნამოცემული კვლევის მიზანი იყო პიროვნების ავერსიული მახასიათებლებისა და პიროვნების ექვსფაქტორიანი მოდელის მიმართების კვლევა სოციალურ ქსელში თვითპრეზენტაციის ტაქტიკებთან. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 230-მა ინდივიდმა (144 ქალი; M (age) = 20.0, SD=1.63). გამოყენებულ იქნა შემდეგი საკვლევი ინსტრუმენტები: (1) ბნელი ტრიადის ნიშნების შესაფასებელი მოკლე კითხვარი (SD3) (Jones& Paulhus, 2011); 2) პიროვნული ნიშნების ექვსფაქტორიანი მოდელის საკვლევი ინსტრუმენტი (HEXACO-PI-R) (Lee & Ashton, 2004); (3) ფეისბუკით სარგებლობის მოტივების საკვლევი სკალა (Sheldon, 2008); (4) თვითპრეზენტაციის სტრატეგიების საკვლევი კითხვარი (Lee et al,1998), რომელიც კვლევის ფარგლებში მოდიფიცირდა ფეისბუკისთვის. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ნარცისიზმი პოზიტიურ კავშირშია ფეისბუკზე მეგობრების რაოდენობასა და ექსტრავერსიასთან. მაკიაველიანიზმი პოზიტიურად კორელირებს თვითპრეზენტაციის როგორც ასერტულ, ისე თავდაცვით ტაქტიკებთან. ხოლო ნარცისისზმი და ფსიქოპათია ძირითადად ასერტულ თვითპრეზენტაციის ტაქტიკებთან. პიროვნების ექვსფაქტორიანი მოდელის პატიოსნება-თავმდაბლობის ფაქტორი უარყოფითად კორელირებს ბნელი ტრიადის სამივე ცვლადთან. ასევე, ნარცისიზმის მაღალი მაჩვენებლების მქონე ინდივიდებისთვის ფეისბუკის გამოყენების მთავარი მოტივი „მაგარი ტიპობა“ აღმოჩნდა. პიროვნების ექვსფაქტორიანი მოდელის ნიშნები მოდერაციულ როლს ასრულებენ ბნელი ტრიადის ცვლადებსა და თვითპრეზენტაციის ტაქტიკებს შორის.Item იმიგრანტი ჯგუფისადმი დამოკიდებულება და მასზე მოქმედი ფაქტორები(2022) დესპოტაშვილი, მედეაკულტურული ასიმილაცია სულ უფრო აქტუალური საკითხია კროსკულტურული კვლევების სფეროში. მკვლევარები და ავტორები ამ ტერმინის პროცესზე ორიენტირებულ გაგებას გვთავაზობენ და თანხმდებიან იმაზე, რომ გლობალიზაციის პროცესს ამ კუთხით სულ უფრო მეტი გამოწვევები მოაქვს. სხვა ჯგუფის აღქმა და სოციალური წინათრწმენები კარგად ნაკვლევი კოგნიტური პროცესებია, რომლებიც ანალიზის მნიშვნელოვან პერსპექტივას იძლევიან. სოციალური დომინანტობის ორიენტაცია (SDO) და მემარჯვენე ავტორიტარობა (RWA) სოციალური წინათრწმენების ფორმირებაში მნიშვნელოვან ცვლადებად განიხილება. ჩვენ გამოვიყენეთ Duckitt და Sibley (2009), მიდგომა, რათა გვეკვლია RWA / SDO როლი წინათრწმენების ფორმირებაში. ჩვენი კვლევა შეისწავლის სხვადასხვა ფაქტორებს, რაც ამ კავშირის დინამიკას განაპირობებს. შედეგები ნათლად გვიჩვენებს, რომ ეს დინამიკა თაობათა შორის განსხვავდება, რაც შესაძლოა კულტურალურ ღირებულებებს, რელიგიურ მიკუთვნებულობას, ჯგუფის ეკონომიკურ სტატუსს და ინტერესებს უკავშირდებოდეს. ეს საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ცალკეული ჯგუფის წინაშე არსებული გამოწვევები შესაძლოა სხვა ჯგუფის ამა თუ იმ მახასიათებელს მეტად გამოკვეთილს ხდიდეს სოციალური წინათრწმენების ფორმირებისას.Item ევროინტეგრაციის პოლიტიკური ფსიქოლოგია: პოლიტიკური კულტურის პერსპექტივა(2022) კვანჭილაშვილი, ელენემოხსენების მიზანია, გააანალიზოს და მკითხველს შესთავაზოს რამდენიმე თეორეტიკული მოსაზრება პოლიტიკური ფსიქოლოგიისა და ევროინტეგრაციის ურთიერთკვეთისა და ღირებულებების ინტერდისციპლინარული ხედვის შესახებ. ყველაზე მარტივადაც რომ განვმარტოთ კულტურა - როგორც საერთო გაგების და მოლოდინების სპექტრი, რომლებიც სათავეს იღებს პიროვნების ფსიქოლოგიიდან, საზოგადოებრივი ინსტიტუციების გავლენიდან და საჯაროდ დამკვიდრებული ქცევის პატერნებიდან - მისი რელევანტურობა პოლიტიკური ფსიქოლოგიის საკითხების გადაჭრისთვის რაციონალურად თვალსაჩინოა. თუმცა, პარადოქსია, რომ სულ მცირე ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ეს მნიშვნელობა პრაქტიკულად იგნორირებული გამოდის. ამ დრომდე პოლიტიკური ფსიქოლოგიისა და ევროინტეგრაციის სისტემურმა დაკავშირებამ სათანადო მეცნიერული ინტერესი ვერ გამოიწვია. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ორი ცნობილი ჟურნალი – Political Psychology და The Journal of Common Market Studies - სადაც, ორივე ამ მოწინავე გამოცემაში ერთად, სულ თითზე ჩამოსათვლელი სტატია თუ მოიძებნება პოლიტიკური ფსიქოლოგიისა და ევროპული ინტეგრაციის თემაზე (Journal of Common Market Studies 60–იანი წლებიდან; ხოლო Political Psychology 70–იანი წლებიდან გამოიცემა). მოხსენება მცდელობაა, პასუხი გაეცეს სამ მნიშვნელოვან კითხვას: როგორ აფორმირებს პოლიტიკური კულტურა პოლიტიკის პრაქტიკას? რომელი ატიტუდები და ღირებულებები უჭერს მხარს სტაბილური დემოკრატიის განვითარებას და შენარჩუნებას? როგორ უკავშირდება ეს ატიტუდები და ღირებულებები ევროინტეგრაციას კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში? მოხსენება ეფუძნება ინგლეჰარტ-ველცელის მსოფლიო კულტურის რუკის ანალიზს. რუკა სხვადასხვა ქვეყნებს ორი განზომილების მიხედვით ალაგებს: ჰორიზონტალურ ღერძზე ხდება განლაგება გადარჩენის და თვითგამოხატვის ღირებულებების პოლუსებს შორის, ხოლო ვერტიკალურ ღერძზე - ტრადიციულსა და სეკულარულ-რაციონალურ ღირებულებებს შორის. მსოფლიოს კულტურული რუკის მიხედვით, რაც უფრო ზედა სიბრტყეზეა დატანილი ქვეყანა, მით უფრო განვითარებულია ინდუსტრიულად, ასევე რაც უფრო მარჯვნივაა, მით უფრო გავრცელებულია პოსტმოდერნული ღირებულებები, მათ შორის - ინდივიდუალური თვითგამოხატვა. მაღალგანვითარებული ქვეყნები ამ სიბრტყეზე მოძრაობენ დიაგონალურად. (www.worldvaluessurvey.org) მოხსენებაში მსოფლიო კულტურის რუკაზე საქართველოს ტრაექტორია გაანალიზებულია ბოლო პერიოდში ჩატარებული უახლესი კვლევების – IRI, NDI, CRRC - საფუძველზე. ეს კვლევები საზოგადოებრივი აზრის არა მხოლოდ ფუნდამენტური კვლევებია, არამედ, პოლიტიკურ ველზე მათი გავლენაც საკმაოდ მაღალია – ამ კვლევების მიგნებები ხშირად თავად იქცევა ხოლმე პოლიტიკურ დღის წესრიგად. ამასთან, ეს კვლევები შესაძლებლობას ქმნის, არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მომენტში განვიხილოთ ამ მოხსენებისთვის რელევანტური ტენდენციები, არამედ, ტენდენციების ცვლილებებს თუ მუდმივობას (რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ მოხსენების მიზნებისთვის) დროთა განმავლობაში დავაკვირდეთ. მოხსენების მთავარი ღირებულება მისი მცდელობაა, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის მზაობაზე მსჯელობა გასცდეს მხოლოდ რეალპოლიტიკის ველს და გადმოვიდეს პოლიტიკური ფსიქოლოგიის მეცნიერულ ველშიც – ღირებულებების და ატიტუდების დონეზე.Item სკოლის მისია, როგორც სასკოლო საზოგადოების მიერ გაზიარებული ფილოსოფია(2022) ქიტიაშვილი, ზაქარიაქართული განათლების სისტემას უკვე ორი ათეული წელია ზოგადი განათლების მიმართულებით დეცენტრალიზაციის პოლიტიკა აქვს დეკლარირებული და კანონშემოქმედებისა თუ მართვის თვალსაზრისით ფორმალურად მეტ-ნაკლებად იცავს აღნიშნულ პოზიციას. ეს განაცხადი ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებს ერთ-ერთ უმთავრეს ასპექტად სკოლის მიერ საკუთარი მისიის, ფილოსოფიის შემუშავების ვალდებულებას განუსაზღვრავს. ამა თუ იმ ეტაპზე სკოლების ავტონომიურობის ხარისხის შესახებ ჩატარებული სხვადასხვა კვლევა (ლ. მკურნალიძე - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (საჯარო სკოლის) ინსტიტუციური განვითარების პოლიტიკის გატარება 2016; რ. აფხაზავა, თ. ბრეგვაძე - სკოლის სამეურვეო საბჭოები საქართველოში 2014; სკოლის ორგანიზაციული კულტურის კვლევა 2015 და სხვა ) ცხადად ავლენს ამ მიმართებით მნიშვნელოვან პრობლემებს, რაც მკაფიოდ აისახება სასკოლო საზოგადოების მიერ საკუთარი ფილოსოფიის- სასკოლო მისიის - არცოდნასა თუ ვერგააზრებაში. საჯარო სკოლებში ორგანიზაციული პრაქტიკა, სასკოლო კლიმატი, სწავლა-სწავლების ზოგადპედაგოგიკური ხედვები სწორედ საკუთარი ნიშის გააზრების კონტექსტში უნდა მიმდინარეობდეს. მხოლოდ ასე იძენს ესა თუ ის საჯარო სკოლა თემში, მოცემულ რაიონში საკუთარ ორიგინალურ ადგილს. ეს პრობლემა ცალსახად აქტუალური და რელევანტური ხდება განათლების სისტემის სარეფორმო ძვრების გათვალისწინებით. სამინისტრომ გადაამუშავა და, ფაქტობრივად, ახალი სახით მოგვაწოდა დირექტორის სტანდარტი, რომელშიც უპირველეს მიმართულებად გამოყო სკოლის ფილოსოფია(სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები). უახლოეს პერიოდში იგეგმება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ავტორიზაციის სტანდარტის გადამუშავებული ვერსიის შემოთავაზება, რომელშიც ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სასკოლო საზოგადოების მიერ სკოლის ფილოსოფიის გააზრების საჭიროებას. ყოველივე ზემოაღნიშნული კი სახელმწიფოს დღის წესრიგში აყენებს სასკოლო საზოგადოების მიერ საკუთარი სასკოლო ხედვის, მისიის მნიშვნელობის გააზრებისა და მისი სასწავლო პროგრამებსა თუ ექსტრაკურიკულარულ აქტივობებში ფუნქციურად ჩატანის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას. ამ მიზნით სასურველია ავტორიზაციის სტანდარტების შემუშავება-დანერგვის პროცესში გათვალისწინებული იყოს სკოლების მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება - გზამკვლევებისა და ტრენინგმოდულების მომზადება - რომლებშიც ხაზი გაესმება მისიის შემუშავებაში სკოლების თვითმმართველობითი სტრუქტურების ჩართვის აუცილებლობასა და პოზიტიურ პრაქტიკას. შიდასასკოლო რეგულაციებში სასურველია გაიწეროს სკოლის 7-წლიანის სტრატეგიული განვითარების გეგმისა თუ ერთწლიანი სამოქმედო გეგმის სკოლის მისიასთან მიმართებით გადახედვის ვალდებულება და მექანიზმები. სასურველია შემუშავდეს საგნობრივი კათედრებისა თუ ინტერკათედრული პროგრამები, რომლებიც გამოკვეთს სკოლის მისიასთან მიმართებით განათლების შინაარსის კორელაციის საკითხებს. ასევე მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სკოლებს იმგვარი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს ექსტრაკურიკულარული და დამატებითი სასწავლო-სააღმზრდელო მომსახურების როლს სკოლის ფილოსოფიის, ხედვების პრაქტიკული რეალიზების თვალსაზრისით. ზემოაღნიშნული ინტერვენციების პრაქტიკაში დამკვიდრება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს მისცემს საშუალებას: სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი ჩაერთოს და, შესაბამისად, გაიზიაროს ერთიანი სასკოლო ფილოსოფია. საგნობრივ პროგრამებში ინტეგრირდეს სკოლის მიერ მისიაში განსაზღვრული ღირებულებები და შეიქმნას ობიექტურად უნიკალური სააღმზრდელო-საგანმანათლებო მიდგომა, რომელიც მოსწავლეებს კონკრეტულ, ხელშესახებ ცოდნას მისცემს და მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარებს გამოუმუშავებსItem საქართველოში მაცხოვრობელთა მარტოობის დონის კავშირი დროითი პერსპექტივების აღქმასა და დიდი ხუთეულის პიროვნულ მახასიათებლებთან პანდემიის პირობებში(2022) შალიკიანი, ლილე; ფირცხალავა, ეკატერინე2019 წლის დასასრულს კორონავირუსის პანდემიამ ახალი გარემო და რეალობა წარმოშვა მსოფლიოში მცხოვრები ადამიანებისთვის. განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა, პანდემიამ მასშტაბურად იმოქმედა ადამიანთა მენტალურ ჯანმრთელობაზე, იგი მოიხსენიეს კიდეც, როგორც უნივერსალური სტრესორი. სოციალური ურთიერთობების ქსელის დეფიციტმა, სოციალური კავშირების რაოდენობრივმა კლებამ გაამძაფრა მარტოობის განცდა ადამიანებში. გარემო პირობების ცვლილებამ ინდივიდებზე სხვადასხვაგვარად იმოქმედა, შეისწავლეს პიროვნული მახასიათებლებისა და დროითი პერსპექტივების ზეგავლენა პანდემიის დროს მარტოობის აღქმაში, თუმცა არსებული ცვლადების ურთიერთდამოკიდებულება ბოლომდე არ არის გამოკვლეული. კვლევის მიზანი: - შეისწავლოს პანდემიის პირობებში საქართველოში მაცხოვრობელთა მარტოობის დონის კავშირი დროითი პერსპექტივების აღქმასა და დიდი ხუთეულის პიროვნულ მახასიათებლებთან; - დაადგინოს, რა მიმართებაშია პანდემია, როგორც გარემოში არსებული სტრესორი, დროითი პერსპექტივების აღქმასთან, პანდემიის დროს მარტოობასთან, როგორც შედეგთან და ამ პროცესში, რა როლს თამაშობენ პიროვნული მახასიათებლები. კვლევის მეთოდი: ქართულ ენაზე ადაპტირებული ინსტრუმენტების (დროითი პერსპექტივის, მარტოობისა და დიდი ხუთეულის საკვლევი შკალები) გამოყენებით, ხელმისაწვდომი შერჩევის გზით, კვლევა ჩატარდა 208 ადამიანზე. შედეგები: ადამიანები, რომლებსაც აქვთ ნეიროტიციზმის პიროვნული მახასიათებელი და ამავდროულად, ახასიათებთ აწმყოს ფატალისტური დროითი პერსპექტივა არიან მეტად მოწყვლადები პანდემიის პირობებში მარტოობისადმი. რაოდენობრივი ანალიზის შედეგად დადასტურდა, რომ წარსული-ნეგატიური დროითი განზომილება მნიშვნელოვნად განაპირობებს მარტოობის განცდას პანდემიის პირობებში. გამოვლინდა, რომ აწმყო ფატალისტური დროითი პერსპექტივა დადებითად, ხოლო მომავლის დადებითი დროითი პერსპექტივა - უარყოფითად არის დაკავშირებული მარტოობის განცდასთან.Item საქართველოში მცხოვრები სომხებისა და აზერბაიჯანელების აკულტურაცია(2022) ფირცხალავა, ეკატერინე; გვეტაძე, ანნასაქართველო მულტიკულტურული ქვეყანაა, საქართველოს მოქალაქეები არიან სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად თავს რამდენიმე კონკრეტულ რეგიონში იყრიან. კერძოდ, სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალქეები. სრული ტერიტორიული მოცვით, საქართველოს ყოველი მე-6 მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია, ხოლო უშუალოდ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში - ყოველი მეორე. ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხი არის მნიშნველოვანი მთელს მსოფლიოში, მათ შორის აღნიშნული პრობლემა არის საქართველოშიც. ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი სხვაობები ხელს უწყობს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შორის კონტაქტის ნაკლებობას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ინტეგრციის დონის შემცირებას და განაპირობებს აკულტურაციის კონკრეტული სტრატეგიის არჩევას. კვლევის ფარგლებში ჩატარებული იყო თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევა, რათა განგვესაზღვრა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების აკულტურაციის სტრატეგია და დაგვედგინა ის პრობლემები, რომელსაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები აწყდებიან საქართველოში ცხოვრების დროს. ასევე, ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა ეთნიკურად ქართველებთან, რათა შეგვეფასებინა ეთნიკურად ქართველების დამოკიდებულებები სომხებისა და აზერბაიჯანელების მიმართ. კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ აკულტურაციის სტრატეგიებიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები უპირატესობას ანიჭებენ ინტეგრაციას, შემდეგ სეპარაცია და ბოლოს მარგინალიზაცია ან ასიმილაცია. ეთნიკურად ქართველები აფიქსირებენ საშუალო მაღალ დადებით ატიტუდებს ეთნიკური უმცირესობების მიმართ, თუმცა ამავდროულად საკმაოდ უარყოფად ახასიათებენ მათ. ეთნიკური უმცირესობების აკულტურაციის სტრატეგიის არჩევანზე გავლენა აქვს სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად სახელმწიფოებრივი ენის ცოდნის დონე დაფიქსირდა.Item The Caucasus On The Crossroads Of International Trade And Cultural Exchanges(2022) Kipiani, Giorgiწყაროებში არ არის სადღეგრძელოთა სისტემის ხსენება მე-19 საუკუნემდე, ამიტომ კავკასიური და ქართული სუფრა „გამოგონილ“ ტრადიციად უნდა ჩაითვალოს და რუსული სუფრის გაქართულებად (Ram H., 2018). აუთენტური ქართული სუფრა კი ხასიათდება როგორც რიტუალიზირებული, არაცივილიზებული და უკულტურო სმის ორგია საფავიდური სპარსეთის მსგავსად, რომელიც „კულტურული“ და სულიერებით დატვირთული ხდება მხოლოდ რუსული ლიტერატურიდან გადმოღებული თემატური სადღეგრძელოების შემოღების შემდეგ სტალინური ტოტალიტარიზმის ზეგავლენით (Manning P., 2012,2017). მსოფლიო არაფორმალურობის ენციკლოპედიაში სადღეგრძელოსთვის თანამედროვე საქართველოში ცალკე სტატიაა მიძღვნილი და ხასიათდება როგორც დომინირების ინსტიტუტი, რომელიც კარგავს მნიშვნელობას ჩრდილოვანი ეკონომიკის დაკნინების გამო (Muelfried, 2018). ნაშრომის მიზანს წარმოადგენს მიმოიხილოს არსებული წყაროები, რათა გაანალიზებულ იქნეს ქართულ სუფრაზე ალკოჰოლის მიღების ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებანი. ნაჩვენებია, რომ სუფრა მე-16 საუკუნიდან ხასიათდება, როგორც მრავალი სადღგრძელოს შემცველი კომპლექსური გამოკვეთილად რელიგიური ხასიათის ცერემონია გალობის თანხლებით. მაშრომში ასევე გამახვილებულია ყურადღება, რომ დისკუსიის წამომწყებთა მიერ თავიდანვე დასახული იქნა ქართული სუფრის როგორც დემოკრატიის დამაბრკოლებლის კრიტიკის ამოცანა და აქცენტი სუფრის რელიგიური კონტექსტის უგულებელყოფაზე იქნა მიმართული. სადღეგრძელოს რელიგიური კომპონენტის სიძლიერე დასტურდება საქართველოს მთიანეთში არსებული მუხლმოდრეკით სმის ტრადიციაში, ასევე თანამედროვე ადიღელ ჩერქეზებში სადღეგრძელოს შესმის თავისებურებებით. ნაშრომში ანთროპოლოგიური ანალიზის საფუძველზე ასევე ნაჩვენებია განსხვავება ალკოჰოლის მიღების ორ ტიპოლოგიურად განსხვავებულ კულტურას შორის- ერთის მხრივ „ღვინის“, „სველ“ კულტურას, რომელშიც სმა მისაღებია დათრობის გარეშე(საქართველო) და მეორის მხრივ „მშრალ“ „შემაგრებული“ სასმელების კულტურას (რუსეთი) შორის, სადაც დალევისას დათრობა მისაღებია. სადღეგრძელოს რიტუალის აღწერილობები ადასტურებს სუფრის ტრადიციის ქრისტიანული სულიერებით დატვირთულობას საქართველოსა და კავკასიაში. სუფრის ტრადიციის კრიტიკა, რომლის მიხედვით მე-19 საუკუნის რუსული იმპერიული ზეგავლენა წამყვანია კავკასიური სუფრის როგორც კულტურის ფენომენიის ჩამოყალიბებაში, მეტყველებს ამ მიდგომის იდეოლოგიურ საფუძველზე.Item ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ფსიქოთერაპიული ეფექტის მნიშვნელობა(2022) გაგოშიძე, თამარნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია გამოყენებითი ნეიროფსიქოლოგიის დარგია და მიმართულია თავის ტვინს დაზიანების მქონე პირების დარღვეული უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების აღდგენაზე. ეს პროცესი მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო აქტიურად არის ჩართული მასში დაზიანებული თავის ტვინის მქონე პიროვნება. ისტორიულად, ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ძირითადი პრინციპები ეფუძნებოდა დაზიანებული ფსიქიკური ფუნქციის გავარჯიშებას მისი აღდგენის მიზნით (Wilson, 2015). რეაბილიტაციის პრაქტიკამ ცხადყო, რომ დარღვეული ფუნქციის პირდაპირი გავარჯიშება ნაკლებეფექტური იყო, რადგან პაციენტის მხრიდან ხშირია ძლიერი ნეგატივიზმი, რეზისტენტობა და თანამშრომლობაზე უარის თქმა. კ. გოლდშტეინმა (Goldstein,1949) პირველმა მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ თავის ტვინის დაზიანების შედეგად აღმოცენებული ფსიქიკური ფუნქციების დარღვევა მიმდინარეობს სტრესზე მთლიანორგანიზმული პასუხის ფონზე. შესაბამისად, ასეთ პაციენტებს ძლიერ სტრესზე პასუხის პიროვნული მდგომარეობა აქვთ, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ სარეაბილიტაციო პროცესში ჩართვას. ა. ლურიამ (Luria, 1973) ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პრაქტიკის და ა. ვიგოტსკის იდეების საფუძველზე შექმნა ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მოდელი, რომლის ფუძემდებლური პრინციპი იყო არა დაზიანებული ფსიქიკური ფუნქციის გავარჯიშება, არამედ შენახული ფსიქიკური ფუნქციების ხარჯზე დარღვეული ფუნქციის ახალი შიდა სისტემური და სისტემათაშორისი რეორგანიზაცია. ჯ. პრიგატანო (1999) ასევე დიდ ყურადღებას აქცევდა პაციენტის პიროვნების როლს ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესში, მისი მდგომარეობის თვით-გაცნობიერების პროცესს, რაც ხელს უწყობდა პაციენტის მაქსიმალურ ჩართულობას სარეაბილიტაციო პროცესში, მისი ემოციური სფეროს მოწესრიგებას. თავის ტვინის ტრავმატული დაზიანების მქონე პაციენტისადმი ჰოლისტური რეაბილიტაციის მოდელი ჩამოაყალიბა ი. ბენ-იშაიმ (Ben-Yishay, Diller, 2011), რომლის ამოსავალი დებულება იყო პაციენტის მთლიანპიროვნული და ემოციური მდგომარეობის გათვალისწინება ტრავმის შემდეგ და მისი ე.წ. კატასტროფული რეაქციის შემცირება ქალა-ტვინის ტრავმის შედეგებზე. საქართველოში ჩვენ მიერ დანერგილი ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მოდელი ნეიროფსიქოთერაპიულია და ეფუძნება რამდენიმე პრინციპს: 1) რეაბილიტაცია მიმართულია არა დაზიანებულ ფუნქციაზე, არამედ დაზიანებული თავის ტვინის მქონე პიროვნებაზე, რომელიც ძლიერ სტრესზე რეაგირებს გლოვით, უარყოფით და მხოლოდ ამ სტადიების გავლის შემდეგ არის მზად დახმარების საძიებლად და მისაღებად. 2) ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პირველი ეტაპი ფსიქოთერაპიაა, რადგან მიმართულია პიროვნების მხარდაჭერაზე მის გლოვაში, უარყოფისა და ნეგატივიზმის შემცირებაში 3) დაზიანებული თავის ტვინის მქონე პიროვნების ემოციური დამოკიდებულების გაგება და გათვალისწინება საკუთარი თავისა და დარღვევებისადმი, მისი მომზადება დახმარების მისაღებად. 4) დარღვეული უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების აღდგენისას გათვალისწინებულია პიროვნების პრემორბიდის თავისებურებები, ინტერესები. 5) აღდგენის ციკლი მოიცავს უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციის კომპონენტების შიდასისტემურ და სისტემათაშორის რეორგანიზაციას შენახული ფსიქიკური ფუნქციების ხარჯზე. ნეიროფსიქოთერაპიული მოდელის ეფექტურობა დადასტურებულია ემპირიულად პოსტინსულტურ და პოსტტრავმატულ პაციენტებთან.Item რისთვის არის ფსიქოთერაპია?(2022) ჩიტაშვილი, მარინეფსიქოთერაპიული ინტერვენციების მრავალფეროვნება მეოცე საუკუნის ბოლოს და ამ საუკუნის დასაწყისში დიდ გარღვევებს პირდება მის პოტენციურ მომხმარებლებს, რომელთაც საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად ან მოსაგვარებლად ‘ჯადოსნური ჯოხის’ ძიებაში დიდი დრო აქვთ დახარჯული. ყოველი ახალი ფსიქოთერაპიული მიმდინარეობა თუ სკოლა უფრო და უფრო მეტად შორდება ვერიფიკაციის პარადიგმას და საკუთარ ტექნიკას ყოვლისმომცველ პანაცეად აცხადებს. მეორე მხრივ, ჩარევის სპეციფიკურ ტექნიკებზე ორიენტირება ყურადღების მიღმა ტოვებს ადამიანს, როგორც თავისუფალ არსებას, რომელიც ერთი მხრივ, არის სოციალური აქტორი და მეორე მხრივ, მისი ქმედებები ინტერპრეტაციის მრავალფეროვნებას წარმოშობს როგორც თავად ამ ადამიანის, ისე მის გარშემო მყოფთა თუ თავად ფსიქოთერაპევტის მიერ. თუ მოვლენის, ამ შემთხვევაში, ‘პრობლემური ქცევის’ მინიმუმ სამი ინტერპრეტაცია არსებობს, რას ეყრდნობა ფსიქოთერაპევტი, რომელიც ცდილობს ინტერვენციის საფუძველზე ადამიანის მიერ პრობლემის მართვის უკეთეს მოდელს მიაღწიოს. ფსიქოთერაპევტს, რომელმაც საუბრით უნდა მიაღწიოს შედეგს, რადგან ის ვერ გასცდება თავისი პროფესიული მოქმედების საზღვრებს, გადასაწყვეტი აქვს რას უნდა მიაქციოს ყურადღება - ადამიანს თუ დარღვეულ ქცევას. სხვა სიტყვებით, რა უნდა აინტერესებდეს მას სიმპტომი, რომელსაც აღწერს DSM-5 კრიტერიუმებით, რაც უზურნველყოფს მისი სამუშაოს ანაზღაურებას სადაზღვევო სისტემის მიერ, თუ მოუსმინოს ადამიანს და მის ამბავს, რომელმაც შეიძლება ‘პრობლემური ქცევა’ საზრისული გახადოს; ან სიტუაციურ/გარემოს ტემპს დაყვეს და დროში სწრაფად გაუმჯობესებისათვის, კრიზისული ინტერვენციების მსგავსად, მართვად ტექნიკების დასწავლასა და ქცევის კონტროლის დამატებითი უნარები განავითაროს, ან სულაც ღრად სწამდეს, რომ მხოლოდ კოგნიტური სქემების რესტრუქტურიზაციით შეიძლება პრობლემის მოხსნა. ყველა ამ შემთხვევაში, დარღვეული იქნება ფსიქოთერაპიის ძირითადი პრინციპი, რომელიც განმარტებულია, როგორც „საუბრით მკურნალობა სამედიცინო საშუალებების ნაცვლად“, რაც სხვა სიტყვებით ნიშნავს გარედან ინტერვენციას ინდივიდის გაუთვალისწინებლად და ფსიქოთერაპიას გადააქცევს ვისთვის ორიენტირებული პროცესის ნაცვლად [კონკრეტული ადამიანის ფენომენი], რისთვის, უსულო და კონკრეტული სუბსტრატის არმოქნე, აბსტრაქტული და განზოგადებული დარღვეული ქცევის გასაუმჯობესებელ ტექნიკად [სიმპტომის მოსახსნელად აქ და ამჟამად არსებული ცოდნა გამოყენებადი ინტერვენციების შესახებ]. ადამიანის, როგორც ფსიქოთერაპიულ დიალოგში, მონაწილე მეორის დაკარგვა და მისი ამბის მხოლოდ ინსტრუმენტულ იარღად გამოყენება მისივე ქცევის მოსაგვარებლად ქმნის ერთგვარ ილუზიას და აკმაყოფილებს ფსიქოთერპევთა გაუცნობიერებლ ‘მესიანიზმს’ და ქმნის ფსიქოთერპიისა თუ ფსიქოთერაპევტის ‘ყოვლისშემძლოების’ წარმოდგენას, რომელიც არაფერით განსხვავდება მესმერიზმისაგან. პრაქტიკოს ფსიქოლოგთა [კლინიკურ ფსიქოლოგთა] მომზადებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არა მარტო რომელიმე ერთი მიმართულებით ინტერვენციების სრული რეპერტუარის სწავლება, არამედ უნდა იყოს ადამიანის, როგორც თავისუფალი და მნიშვნელობის შემქმნელი, რეფლექსიურობის მქონე არსების, ფსიქოთერაპიული დიალოგის სრულუფლებიანი წევრის, ადგილის შენარჩუნების უზრუნველყოფა ფსიქოთერაპიულ სეანსში, რაც დააბრუნებს ფსიქოთერაპიას კონკრეტულ ადამიანთან და აქცევს მას პროცესად ‘ვისთვის ფსიქოთერაპიაItem მცირეწლოვანთა ფსიქოლოგიური განვითარების დაცვის საკითხი: დისკურსიდან გამორიცხვის სტრატეგია ქართულ მედიაში(2022) ყიფიანი, გიორგიმცირეწლოვანთა ფსიქოლოგიური და მორალური განვითარების დაცვა მავნე ზეგავლენისაგან ინფორმაციით გადატვირთული თანამედროვე საზოგადოების აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ამ საკითხის აქტუალურობა ასევე იმითაც არის გამოწვეული, რომ ის გადაიკვეთება მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხთან. კვლევის მიზანს წარმოადგენდა გარკვევა, ქართულ მედიაში აქვს თუ არა ადგილი დიდი ძალაუფლების მქონე ჯგუფების მიერ ნაკლები გავლენის მქონე ჯგუფების დისკურსის მარგინალიზაციას და გამორიცხვას. დისკურსის კრიტიკული ანალიზის მეთოდის საშუალებით გაანალიზებულ იქნა ქართულ მედიის პუბლიკაციები არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური განვითარების დაცვის საკითხების განხილვის შესახებ ორ თემასთან დაკავშირებით: ა)სატელევიზიო მაუწყებლობის სახელმწიფოს მონაწილეობით თანა-რეგულირება; ბ) აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვა. განისაზღვრა ინტერესთა შემდეგი ჯგუფები საკითხთა მიმართ განსხვავებული მიდგომის მიხედვით: შესაბამის კანონპროექტთა მომხრე და მოწინააღმდეგე პარლამენტის წევრები, მაუწყებელთა წარმომადგენლები, უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური და ზნეობრივი განვითარების დაცვით დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები. გამოყენებულ იქნა თემატური ჩარჩოების ანალიზის მეთოდი მედიაში წარმოდგენილი დომინანტური გზავნილების გამოსავლენად. 2012 წლამდე მედიის ტექსტებში კანონმდებლები, მაუწყებლები, ადამიანის უფლებათა დამცველი და მედიის აქტივისტები სახელმწიფოს მონაწილეობით თანა-რეგულირებას მიიჩნევენ, როგორც დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ მუქარას. პუბლიკაციებში მცირეწლოვანთა ფსიქოლოგიური და მორალური განვითარების საკითხებზე ყურადღებას ამახვილებენ მხოლოდ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები. 2012 წლის შემდეგ მედიის დისკურსში აღარ ფიქსირდება ბავშვის უფლებების დამცველთა პოზიციის შესახებ ინფორმაცია; სამაუწყებლო ინდუსტრიამ მედიაში განახორციელა თავისი ინტერესების დაცვა ისეთი გზავნილების გავრცელებით, რომლებიც ახდენს დისკურსიდან ნაკლები ძალაუფლების მქონე ჯგუფის - ბავშვთა უფლებების დამცველების ხმის ამორიცხვას. აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვის საკითხი საქართველოს პარლამენტში 10 წლის განმავლობაში ორჯერ იქნა განსახილველად გამოტანილი საზოგადოების მოთხოვნით, რადგან ქართული კანონმდებლობის შესაბამისად აზარტული თამაში არასრულწლოვანთათვის მავნე ზეგავლენის მქონე შეიძლება ყოფილიყო. მედიის პუბლიკაციების მიხედვით კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მთავარ არგუმენტს წარმოადგენს ბიზნესის ინტერესების უზრუნველყოფა, მცირეწლოვანთა დაცვის ინტერესი კი არც განიხილება. რეკლამის შეზღუდვის საკანონმდებლო ინიციატივა მედიაში გაშუქებულია უარყოფითად, როგორც ინტერნეტის თავისუფლების შეზღუდვა, ინვესტიციების შეჩერების საფრთხე, სახელმწიფო ბიუჯეტის მოსალოდნელი დაზარალება და სამუშაო ადგილების შემცირება. პუბლიკაციებში საერთოდ არ არის ნახსენები, რომ აზარტული თამაშების რეკლამის შედეგად არასრულწლოვანთა უფლებები ილახება და არასრულწლოვანთა დაცვის ინტერესი პრიორიტეტულია, 10 წლის განმავლობაში არ ფიქსირდება უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ აზარტული თამაშების რეკლამის შეფასება არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის თვალსაზრისით, როდესაც სხვა საკითხებზე არასამთავროთა პოზიცია მყისიერად ყალიბდება სხვადასხვა პლატფორმის ეგიდით. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ორივე შემთხვევაში მედიის პუბლიკაციებში დასტურდება მცირე ძალაუფლების მქონე სოციალური ჯგუფის, არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დამცველთა ინტერესების უგულებელყოფა მეტი ძალაუფლების მქონე ჯგუფების მიერ, რაც მცირეწლოვანთა დაცვის დამატებით უზრუნველყოფას მოითხოვს.Item თერაპიული ურთიერთობის გავლენა ფსიქოთერაპიის პროცესზე - ეფექტურობის კვლევის მეთოდოლოგიური სირთულეები(2022) ფანჯიკიძე, მარიამმეცნიერები და პრაქტიკოსები საუკუნეების განმავლობაში თანხმდებოდნენ იმაზე, რომ ადამიანებს შესაძლოა უვლინდებოდეთ ერთიდაიგივე სიმპტომები, მაგრამ ისინი წარმოადგენენ გასხვავებულ პიროვნებებს - მათ აქვთ განსხვავებული პიროვნული მახასიათებლები, მიჯაჭვულობის სტილი, ტემპერამენტი, კოგნიტური სქემები, სოციალური და ოჯახური კონტექსტი, კულტურული და რელიგიური სენსიტიურობა, სექსუალობა, ურთიერთობის პატერნები და სხვა (კლერმანი, 1983; ნიუმანი და ჰოვარდი, 1986; მაკვილიამს, 2012) მიუხედავად ინდივიდუალური განსხვავებების მნიშვნელობის გააზრებისა, თერაპიული შედეგის შესწავლისას, ძირითადად, მაინც ვეყრდნობით სიმპტომების პატერნების ცვლილების შეფასებას, ნაცვლად ინდივიდის კომპლექსურობის გაგებისა (მაკვილიამს, 2012). ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ფსიქოთერაპიის ეფექტურობის შესაფასებელ ემპირიულ კვლევებში ოქროს სტანდარტად მიჩნეულია კონტროლირებადი რანდომიზირებული კვლევა (ვისენტინი, 2019; როისლერი, 2013). აღნიშნული კვლევითი დიზაინი გულისხმობს, რომ თერაპიულ ეფექტს პაციენტებში ვზომავთ უშუალოდ თერაპიული ჩარევის დასრულების შემდეგ (როისლერი, 2013). მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერული სიზუსტე კვლევის სტანდარტიზაციას გულისხმობს, პრაქტიკოსები თერაპიული მეთოდების შეფასებისას, გარკვეულ შეზღუდვებზე მიუთითებენ (მაკვილიამს, 2012). რთულია ისეთი ფაქტორების გაკონტროლება, როგორიცაა: თერაპევტის ინდივიდუალური მიდგომა, პაციენტის პირადი რესურსები, სესიების მიმდინარეობა, ტრანსფერის და კონტრ-ტრანსფერის დინამიკა და სხვა (ქერი და სტილსი, 2015). უდაოდ, თუ ჩვენ პიროვნების უნიკალურობაზე ვსაუბრობთ და ინდივიდუალურ განსხვავებებს შევისწავლით, მაშინ თერაპევტთან დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინება უაღრესად მნიშვნელოვანია. აღნიშნული ფაქტორები შეიძლება გულისხმობდეს თერაპევტის მიერ თერაპიული ურთიერთობის ფორმის განსაზღვრას კლიენტის პიროვნული თავისებურებების გათვალისწინებით (მაკვილიამს, 2012) ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევების მაღალი მეცნიერული ღირებულებისა, შეუძლებელია კომპლექსური თერაპიული პროცესის შედეგების იმავე მეთოდებით შესწავლა, რომლებიც მედიკამენტების ეფექტურობის კვლევებში გამოიყენება (ვისენტინი, 2019). შექმნილი მეთოდოლოგიური სირთულის დაძლევის მცდელობას წარმოადგენს რანდომიზირებულ კონტროლირებად კვლევებში თერაპიული პროცესის სიღრმისეული შეფასების პროცედურების ინტეგრაცია (ვესტენი და შედლერი, 2007), თუმცა აღნიშნული საკითხი პრაქტიკოსთა და მკვლევართა განსაკუთრებულ ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს. საბოლოოდ, მნიშვნელოვანია მოიძებნოს მეთოდოლოგიური გზები, რომლებიც ყურადღების მიღმა არ დატოვებს თერაპევტის და კლიენტის, მათი ურთიერთობის იდიოსინკრეტულ ფაქტორებს თერაპიის ეფექტურობის განსაზღვრისას.