"დისკურსის დომინირება" ქართულ მედიაში

Abstract
კვლევაში გამოყენებულ იქნა დისკურსის კრიტიკული ანალიზის მეთოდი, რათა გაანალიზებულიყო სამაუწყებლო ინდუსტრიასთან დაკავშირებული ინტერესთა ჯგუფების განცხადებები მაუწყებლობის კანონში იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც ეხებოდა მცირეწლოვანთა დაცვას. თემატური ჩარჩოების ანალიზი ეფექტურია მედიის მიერ მოწოდებული დომინანტური გზავნილების გამოსააშკარავებლად და ამ ცნობების უთანასწორო და დომინანტური პოზიციონირების უფრო ფართო კონტექსტში იდენტიფიკაციისათვის. შედარებულ იქნა მედიის ტექსტები, რომლებიც მოიცავდა პრესს-რელიზებს, მოსმენათა ჩანაწერებს, ბლოგ პოსტებს და სარედაქციო წერილებს ორი პერიოდის განმავლობაში - 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ. მედიის ტექსტებში კანონმდებლები, მაუწყებლები, ადამიანის უფლებათა და მედია აქტივისტები სახელმწიფო ჩარევასა და თანა-რეგულირებას მიიჩნევენ, როგორც დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ მუქარას. 2012 წლის შემდეგ მედიის დისკურსში შეუძლებელია მომხმარებელთა და ბავშვის უფლებათა პოზიციის შესახებ ინფორმაციის მოძიება; მედიის ტექსტებში უკვე აღარაა მცირეწლოვანთა დაცვის საჯარო ინტერესის ხსენება, რომელიც იყო მაუწყებლობის კანონში ცვლილებების მთავარი მიზანი ევროპული დირექტივის შესაბამისად. სამაუწყებლო ინდუსტრიამ მედიაში განახორციელა თავისი ინტერესების დაცვა ისეთი გზავნილების გავრცელებით, რომლებიც ახდენს რეალობის დამახინჯებას. შედეგად ადგილი აქვს „დისკურსის დომინანტობას“ - მცირე ძალაუფლების მქონე ჯგუფები - ტელემაუწყებლობის მომხმარებლებისა და ბავშვთა უფლებების დამცველების ხმა ამოღებულია მედიიდან.
Description
Keywords
დისკურსის კრიტიკული ანალიზი, მაუწყებლობა, მცირეწლოვანთა დაცვა, პროპაგანდის ფსიქოლოგია, critical discourse analysis, broadcasting, minor protection, psychology of propaganda
Citation
The 17th International Silk Road Conference
Collections