Article

Permanent URI for this collection

Browse

Recent Submissions

Now showing 1 - 5 of 5
  • Item
    თემატური სადღეგრძელოების ტრადიცია და დისკუსია ქართული სუფრის ფესვების შესახებ
    (2024) ყიფიანი, გიორგი / Kipiani, Giorgi
    სტატიის მიზანია განხილულ იქნეს მტკიცებულებანი, რომლებიც უარყოფს ანთროპოლოგიურ მიმოხილვებში უკვე ფართოდ გავრცელებულ ჰიპოთეზას, რომლის მიხედვით ქართული სუფრა მე-19 საუკუნემდე ხასიათდება როგორც არაცივილიზებული და უკულტურო მატერიალური მოხმარების პრაქტიკა - მთვრალი ორგია და ამდენად, ქართული სუფრა საფავიდური ირანის გავლენით არის ჩამოყალიბებული (Manning, 2014, Tuite, 2021). ამ პიპოთეზის ავტორები მხოლოდ რამდენიმე ისტორიული წყაროზე დაყრდნობით თვლიან, რომ საქართველოში არ არის თემატური სადღეგრძელოების აღწერილობა მე-19 საუკუნემდე, არ არსებობდა სუფრის გამოკვეთილი წესი, ამიტომ თანამედროვე მრავალსადღეგრძელოიანი ქართული სუფრა წარმოადგენს „გამოგონილ“ ტრადიციას. მათი აზრით, სუფრა ხდება კულტურული და სულიერების სივრცე მხოლოდ თემატური სადღეგრძელოების შემოღების შემდეგ რუსული (ევროპული) ლიტერატურის მიბაძვით (Ram, 2018); საბოლოოდ სუფრის ქართული ტრადიცია ცივილიზებულ სახეს იღებს და ვრცელდება საბჭოთა პერიოდში და ამდენად, ქართული სუფრა საბჭოთა ტრადიციას უფრო წარმოადგენს (Muelfried, 2018). სტატიაში წარმოდგენილია ჯორჯიო ინტერიანოს, ჯოვანი და ლუკას, ქრისტეფორო კასტელის, ვოლკონსკისა და ხვატოვის მე-15-17 საუკუნის ჩანაწერებისა და თეიმურაზ მეორის პოემის მიმოხილვა, რომელიც ადასტურებს თემატური სადღეგრძელოების გამოკვეთილი წესის არსებობას საქართველოში და ტრადიციული სუფრის ცერემონიის უპირატესად რელიგიურ კონტექსტს. მე-16-17 საუკუნეების ისტორიული წყაროების ანთროპოლოგიური ანალიზი აჩვენებს ფსიქოკულტურულ და ტიპოლოგიურ სხვაობებს საქართველოსა და საფავიდურ ირანის სუფრის ტრადიციებს შორის. ალკოჰოლის მოხმარების წესის მიხედვით საქართველო შეიძლება განისაზღვროს როგორც „ღვინის“ , „სველი“კულტურა, სადაც სმა სასურველია, მაგრამ დათრობა აკრძალული. ასეთ კულტურებში ალკოჰოლის მიღების ღირებულებები და სანქციები კარგად არის ჩამოყალიბებული, ალკოჰოლიზმი დაბალია, როდესაც სპარსეთში ალკოჰოლიზმი ელიტაში ხშირი იყო. მოგზაურთა ჩანაწერებში სადღეგრძელოს რიტუალის აღწერილობანი ასევე ადასტურებს ტრადიციული სუფრის სულიერ, ქრისტიანულ ხასიათს საქართველოში. The purpose of the article is to discuss the evidence that refutes the already widespread hypothesis in anthropological research, according to which the Georgian Feast - Supra until the 19th century was characterized as an uncivilized and uncultured practice of material consumption - a drunken orgy, and thus the Georgian Supra was formed under the influence of Safavid Iran (Manning, 2014, Tuite, 2022). The authors of this hypothesis believe, based on only a few historical sources, that there is no mention of thematic toasts until the 19th century, so there was no set rule of the Supra and the modern multi-toast Georgian Supra is an "invented" tradition. According to this authors, the Supra becomes cultural and spiritual domain only after the introduction of thematic toasts, borrowed from Russian (European) literature (Ram, 2018); finally, the Georgian Supra tradition takes a civilized form and spreads during Soviet period; thus, the Georgian Supra is more Soviet tradition than authentic Georgian one (Muelfried, 2018). The article presents a review of the 15th-17th century travelogues by Giorgio Interiano, Giovanni da Luca, Christophoro Castelli, Volkonsky and Khvatov and a poem by Teimuraz II, which confirm the existence of a distinct rule of thematic toasting in Georgia and mainly religious context of the traditional Supra ceremony. Anthropological analysis of historical sources of the 16th-17th centuries reveals psychocultural and typological differences between the feasting traditions of Georgia and Safavid Iran. According to the rules of alcohol consumption, Georgia can be defined as a "wine" and "wet" culture, where drinking is desirable, but intoxication is prohibited. In such cultures, the values and sanctions of alcohol consumption are well established, alcoholism is low, whereas in Persia alcoholism was common among the elite. The descriptions of the toasting ritual in travelogues also confirm the predominantly spiritual, Christian character of the traditional Supra in Georgia.
  • Item
    The Caucasus On The Crossroads Of International Trade And Cultural Exchanges
    (2022) Kipiani, Giorgi
    წყაროებში არ არის სადღეგრძელოთა სისტემის ხსენება მე-19 საუკუნემდე, ამიტომ კავკასიური და ქართული სუფრა „გამოგონილ“ ტრადიციად უნდა ჩაითვალოს და რუსული სუფრის გაქართულებად (Ram H., 2018). აუთენტური ქართული სუფრა კი ხასიათდება როგორც რიტუალიზირებული, არაცივილიზებული და უკულტურო სმის ორგია საფავიდური სპარსეთის მსგავსად, რომელიც „კულტურული“ და სულიერებით დატვირთული ხდება მხოლოდ რუსული ლიტერატურიდან გადმოღებული თემატური სადღეგრძელოების შემოღების შემდეგ სტალინური ტოტალიტარიზმის ზეგავლენით (Manning P., 2012,2017). მსოფლიო არაფორმალურობის ენციკლოპედიაში სადღეგრძელოსთვის თანამედროვე საქართველოში ცალკე სტატიაა მიძღვნილი და ხასიათდება როგორც დომინირების ინსტიტუტი, რომელიც კარგავს მნიშვნელობას ჩრდილოვანი ეკონომიკის დაკნინების გამო (Muelfried, 2018). ნაშრომის მიზანს წარმოადგენს მიმოიხილოს არსებული წყაროები, რათა გაანალიზებულ იქნეს ქართულ სუფრაზე ალკოჰოლის მიღების ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებანი. ნაჩვენებია, რომ სუფრა მე-16 საუკუნიდან ხასიათდება, როგორც მრავალი სადღგრძელოს შემცველი კომპლექსური გამოკვეთილად რელიგიური ხასიათის ცერემონია გალობის თანხლებით. მაშრომში ასევე გამახვილებულია ყურადღება, რომ დისკუსიის წამომწყებთა მიერ თავიდანვე დასახული იქნა ქართული სუფრის როგორც დემოკრატიის დამაბრკოლებლის კრიტიკის ამოცანა და აქცენტი სუფრის რელიგიური კონტექსტის უგულებელყოფაზე იქნა მიმართული. სადღეგრძელოს რელიგიური კომპონენტის სიძლიერე დასტურდება საქართველოს მთიანეთში არსებული მუხლმოდრეკით სმის ტრადიციაში, ასევე თანამედროვე ადიღელ ჩერქეზებში სადღეგრძელოს შესმის თავისებურებებით. ნაშრომში ანთროპოლოგიური ანალიზის საფუძველზე ასევე ნაჩვენებია განსხვავება ალკოჰოლის მიღების ორ ტიპოლოგიურად განსხვავებულ კულტურას შორის- ერთის მხრივ „ღვინის“, „სველ“ კულტურას, რომელშიც სმა მისაღებია დათრობის გარეშე(საქართველო) და მეორის მხრივ „მშრალ“ „შემაგრებული“ სასმელების კულტურას (რუსეთი) შორის, სადაც დალევისას დათრობა მისაღებია. სადღეგრძელოს რიტუალის აღწერილობები ადასტურებს სუფრის ტრადიციის ქრისტიანული სულიერებით დატვირთულობას საქართველოსა და კავკასიაში. სუფრის ტრადიციის კრიტიკა, რომლის მიხედვით მე-19 საუკუნის რუსული იმპერიული ზეგავლენა წამყვანია კავკასიური სუფრის როგორც კულტურის ფენომენიის ჩამოყალიბებაში, მეტყველებს ამ მიდგომის იდეოლოგიურ საფუძველზე.
  • Item
    აზარტული თამაშების რეკლამა და მცირეწლოვანთა დაცვა საქართველოში
    (სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, 2021-12-29) Kipiani, Giorgi; ყიფიანი, გიორგი
    Scientific research suggests that children and young people from 18 up to 24 are especially vulnerable to risky behaviour and gambling advertising substantially contributes to pathological gambling. ESPAD 2019 report states, that Georgia reaches highest number of young problem gamblers among 35 European countries - 12 % of school age adolescents. Law of Georgia on Broadcasting prohibits gambling ads during daytime from 1 September, 2020; but children still have very high exposure to gambling advertising, because gambling advertising is everywhere in all types of media , especially in daytime TV. No measures are implemented against the ads, which may have harmful influence on young people. Our analysis of Georgian TV ads texts shows that gambling is promoted as everyday fun and sport activity, ads create an unrealistic view of gambling, as they hide risk and promote illusion that everyone wins. Moreover, such ads are transmitted in air during child programs. Georgian Parliament passed law which aims gambling advertisement regulation from March 2022, article calls for more urgent regulation of gambling ads highly influential for young people.
  • Item
    "დისკურსის დომინირება" ქართულ მედიაში
    (2022) Kipiani, Giorgi; ყიფიანი, გიორგი
    კვლევაში გამოყენებულ იქნა დისკურსის კრიტიკული ანალიზის მეთოდი, რათა გაანალიზებულიყო სამაუწყებლო ინდუსტრიასთან დაკავშირებული ინტერესთა ჯგუფების განცხადებები მაუწყებლობის კანონში იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც ეხებოდა მცირეწლოვანთა დაცვას. თემატური ჩარჩოების ანალიზი ეფექტურია მედიის მიერ მოწოდებული დომინანტური გზავნილების გამოსააშკარავებლად და ამ ცნობების უთანასწორო და დომინანტური პოზიციონირების უფრო ფართო კონტექსტში იდენტიფიკაციისათვის. შედარებულ იქნა მედიის ტექსტები, რომლებიც მოიცავდა პრესს-რელიზებს, მოსმენათა ჩანაწერებს, ბლოგ პოსტებს და სარედაქციო წერილებს ორი პერიოდის განმავლობაში - 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ. მედიის ტექსტებში კანონმდებლები, მაუწყებლები, ადამიანის უფლებათა და მედია აქტივისტები სახელმწიფო ჩარევასა და თანა-რეგულირებას მიიჩნევენ, როგორც დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ მუქარას. 2012 წლის შემდეგ მედიის დისკურსში შეუძლებელია მომხმარებელთა და ბავშვის უფლებათა პოზიციის შესახებ ინფორმაციის მოძიება; მედიის ტექსტებში უკვე აღარაა მცირეწლოვანთა დაცვის საჯარო ინტერესის ხსენება, რომელიც იყო მაუწყებლობის კანონში ცვლილებების მთავარი მიზანი ევროპული დირექტივის შესაბამისად. სამაუწყებლო ინდუსტრიამ მედიაში განახორციელა თავისი ინტერესების დაცვა ისეთი გზავნილების გავრცელებით, რომლებიც ახდენს რეალობის დამახინჯებას. შედეგად ადგილი აქვს „დისკურსის დომინანტობას“ - მცირე ძალაუფლების მქონე ჯგუფები - ტელემაუწყებლობის მომხმარებლებისა და ბავშვთა უფლებების დამცველების ხმა ამოღებულია მედიიდან.
  • Item
    Cultural Assimilation of International Students and the Role Attitudes of Mainstream Population Play
    (უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სერვისების უნივერსიტეტი, სოციოლოგიის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, 2021) Despotashvili, Medea
    It has been about ten years that universities in Georgia accept international students From Europe, United States, Asia and Africa. Georgia has been considered as one of the tolerant countries to diversity, being home for people of different culture and religions. In parallel, international students often report that they face major challenges just because of their origin. The value of the research comes from the context of the country. From one hand, we are able to investigate factors of cultural assimilation of long term minorities living in the country for many generations. From the other hand, we have unique possibility to track cultural assimilation process when there is a new, previously unrepresented group of immigrants. Therefore the research has both theoretical and practical value. The goal of the research is to identify what factors may influence – make easier or complicated – newcomers’ social integration. In this unique and specific environment, we try to answer the question: what are the factors that sometimes make assimilation easy or hard, how do attitudes of immigrants and locals influence this process, etc. The study is an attempt to consider cultural assimilation as a dynamic process with more than two dimensions and bring readiness of mainstream population to accept an outgroup as a factor of cultural assimilation.