Faculty of Psychology and Educational Sciences
Permanent URI for this community
Faculty of Psychology and Educational Sciences
Browse
Browsing Faculty of Psychology and Educational Sciences by Subject "Iakob Gogebashvili, as the founder of the Georgian school"
Now showing 1 - 1 of 1
Results Per Page
Sort Options
Item იაკობ გოგებაშვილის დიდაქტიკა და თანამედროვეობა(2020) ჭკუასელი, ქეთევანიაკობ გოგებაშვილის მრავალმხრივი მოღვაწეობა სამი უმთავრესი ასპექტით შეიძლება წარმოვადგინოთ. იაკობ გოგებაშვილი, როგორც - ქართული სკოლის ფუძემდებელი, პედაგოგიკის მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში, საზოგადო მოღვაწე. გოგებაშვილის საზოგადო მოღვაწეობის ქვაკუთხედი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაა, რომელიც, ფაქტობრივად, გოგებაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა ქართული განათლების სისტემის რანგში აიყვანეს, რითაც შეინარჩუნეს ქართული სკოლა და დამწერლობა. გოგებაშვილმა განათლების სისტემის და სკოლის მოწყობას საქართველოში მეცნიერულ - პედაგოგიკური საფუძველი დაუდო. გოგებაშვილის სახელმძღვანელოების /დედა ენა, ბუნების კარი, რუსსკოე სლოვო/ განუზომელი მნიშვნელობა იმდროინდელი სკოლისა და საზოგადოებისათვის განპირობებულია მეცნიერული დიდაქტიკის ძირითადი კითხვების განსაზღვისა /ვინ უნდა აღვზარდოთ? რა უნდა ვასწავლოთ? როგორ უნდა ვასწავლოთ? ვინ უნდა ასწავლოს?/ და გადაწყვეტისათვის იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ვითარებიდან გამომდინარე, რითაც გოგებაშვილმა, ფაქტობრივად, ქართულ პედაგოგიკურ აზროვნებაში შექმნა პრეცენდენტი სასკოლო სახელმძღვანელოების მეცნიერულ/დიდაქტიკურ პრინციპებზე აგებისა. დღესაც შესაძლებელია გოგებაშვილის მემკვიდრეობისა და პედაგოგიკურ/დიდაქტიკური მიდგომების გამოყენება ქართული სკოლის განვითარების პროცესში