Article
Permanent URI for this collection
Browse
Browsing Article by Subject "თანაშემწე"
Now showing 1 - 2 of 2
Results Per Page
Sort Options
Item პირველი პროკურატურა დამოუკიდებელ კავკასიაში(მერიდიანი, 2020) ფერაძე, გოჩაწერილში „პირველი პროკურატურა დამოუკიდებელ კავკასიაში“ გადმოცემულია 100 წლის წინ მიმდინარე მოვლენები, როდესაც რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობამოპოვებულ საქართველოში, ქართული სახელმწიფოებრობისთვის მანამდე უცნობი სახელისუფლებო ინსტიტუტები (სენატი, იუსტიციის სამინისტრო, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და ა.შ.) იქნა დამკვიდრებული. ერთ-ერთი ასეთი ინსტიტუტი იყო სწორედ პროკურატურა, რომელიც 1802 წლიდან მოყოლებული ჯერ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, 1917 წლიდან საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკასა და მოგვიანებით საბჭოთა კავშირშიც წლების მანძილზე იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა. გენერალური პროკურორის თანამდებობას კი, იუსტიციის მინისტრები ითავსებდნენ. გასაკვირი არ არის, რომ პირველი პროკურატურა კავკასიაში სწორედ საქართველოში შეიქმნა, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს რეგიონში პირველმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და იმავე დღეს ეროვნული საბჭოს მიერ სრული შემადგენლობით იქნა დამტკიცებული ეროვნული მთავრობა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი იუსტიციის მინისტრი და შესაბამისად გენერალური პროკურორი იყო შალვა ალექსი მესხიშვილი (1918-1919წ.წ.). მომდევნო წლებში ეს თანამდებობა ეკავათ ევგენი გეგეჭკორსა (1919-1920 წ.წ.) და რაჟდენ არსენიძეს (1920-1921წ.წ.). წერილში სწორედ მათი ხელმძღვანელობით, ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელისუფლებო ინსტიტუტის მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯებზეა ყურადღება გამახვილებული.Item პირველი ქართველი პროკურორები(მერედიანი, 2022) ფერაძე, გოჩაწერილში „პირველი ქართველი პროკურორები“ (XIX საუკუნის I მეოთხედი), შევეცადეთ გადმოგვეცა ის დიდი ეროვნული სულისკვეთება, ზრუნვა საკუთარი ქვეყნისა და ერის ბედზე, რომელიც ასე თვალშისაცემია პირველი ქართველი პროკურორების ვასილ ჭილაძისა და იაგორ (გიორგი) ჭილაშვილის ცხოვრებასა და სამოხელეო საქმიანობაში. ვასილ ჭილაძე 1814 წელს დაინიშნა საქართველო-იმერეთის უწმინდესი სინოდის კანტორის პროკურორის თანამდებობაზე, ხოლო იაგორ (გიორგი) ჭილაშვილს 1821 წლის 1 აგვისტოდან ეკავა საქართველოს უზენაესი მთავრობის პროკურორის თანამდებობა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გატარებული უმძიმესი კოლონიალური, აშკარად რუსიფიკატორული პოლიტიკის პირობებში უხდებოდათ ამავე სახელმწიფოს პროკურორის მუნდირის ტარება, არცერთს უმაღლესი სათნოების - ღირსებისთვის არ უღალატია. შეიძლება ითქვას, რომ მათ შეუძლებელი შეძლეს. შესანიშნავი მაგალითი დაუტოვეს მომავალ თაობებს, როგორ შეიძლება ნიჭისა და მაღალი პროფესიონალიზმის ხარჯზე, თვით უმძიმეს პირობებშიც კი, სარგებელი მოუტანო საკუთარ ხალხს, სამშობლოს.