Article

Permanent URI for this collection

Browse

Recent Submissions

Now showing 1 - 5 of 5
  • Item
    რამდენიმე გარემოების დადგენა-დაზუსტებისათვის ვარლამ ჩერქეზიშვილის ბიოგრაფიიდან
    (თსუ გამომცემლობა, 2021) ფერაძე, გოჩა
    წერილში „რამდენიმე გარემოების დადგენა-დაზუსტებისათვის ვარლამ ჩერქეზიშვილის ბიოგრაფიიდან“ ყურადღება არის გამახვილებული იმ უზუსტობებზე რომელსაც ხშირად ვაწყდებით დიდი ქართველი მამულიშვილის ვარლამ ჩერქეზიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის შესახებ მსჯელობისას. წერილშივე ჩამოთვლილია მიზეზები რომელთაც დიდად შეუწყვეს ხელი თვით საქართველოშიც კი, მსოფლიო სახელის მქონე პოლიტიკური ემიგრანტის სახელისა და დამსახურებების დავიწყებას. რუსეთის იმპერიაში მისი დევნის მიზეზი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში აქტიური მონაწილეობა, საბჭოთა კავშირში კი, მისი აშკარად ანტიმარქსისტულო პოზიცია. შესაბამისად, ქართული საზოგადოების ცნობიერებაში ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელის დასაბრუნებლად აქტიური ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ XX საუკუნის ბოლოს, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გახდა შესაძლებელი. კერძოდ, ათწლეულების მანძილზე ჩვენს მიერ საქართველოსა თუ, საზღვარგარეთის წიგნსაცავებსა და არქივებში მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით წინამდებარე წერილში მოტანილია კონკრეტული მონაცემები ვარლამ ჩერქეზიშვილის დაბადების თარიღთან, დაკრძალვის ადგილთან, მშობლების, მეუღლის შესახებ, ილია ჭავჭავაძესთან, გაზეთ „ივერიასთან“ მისი თანამშრომლობის შესახებ გავრცელებული მცდარი, არაზუსტი მონაცემების უარყოფა-დაზუსტების მიზნით.
  • Item
    პირველი ქართველი პროკურორები
    (მერედიანი, 2022) ფერაძე, გოჩა
    წერილში „პირველი ქართველი პროკურორები“ (XIX საუკუნის I მეოთხედი), შევეცადეთ გადმოგვეცა ის დიდი ეროვნული სულისკვეთება, ზრუნვა საკუთარი ქვეყნისა და ერის ბედზე, რომელიც ასე თვალშისაცემია პირველი ქართველი პროკურორების ვასილ ჭილაძისა და იაგორ (გიორგი) ჭილაშვილის ცხოვრებასა და სამოხელეო საქმიანობაში. ვასილ ჭილაძე 1814 წელს დაინიშნა საქართველო-იმერეთის უწმინდესი სინოდის კანტორის პროკურორის თანამდებობაზე, ხოლო იაგორ (გიორგი) ჭილაშვილს 1821 წლის 1 აგვისტოდან ეკავა საქართველოს უზენაესი მთავრობის პროკურორის თანამდებობა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანს რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გატარებული უმძიმესი კოლონიალური, აშკარად რუსიფიკატორული პოლიტიკის პირობებში უხდებოდათ ამავე სახელმწიფოს პროკურორის მუნდირის ტარება, არცერთს უმაღლესი სათნოების - ღირსებისთვის არ უღალატია. შეიძლება ითქვას, რომ მათ შეუძლებელი შეძლეს. შესანიშნავი მაგალითი დაუტოვეს მომავალ თაობებს, როგორ შეიძლება ნიჭისა და მაღალი პროფესიონალიზმის ხარჯზე, თვით უმძიმეს პირობებშიც კი, სარგებელი მოუტანო საკუთარ ხალხს, სამშობლოს.
  • Item
    პირველი პროკურატურა დამოუკიდებელ კავკასიაში
    (მერიდიანი, 2020) ფერაძე, გოჩა
    წერილში „პირველი პროკურატურა დამოუკიდებელ კავკასიაში“ გადმოცემულია 100 წლის წინ მიმდინარე მოვლენები, როდესაც რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობამოპოვებულ საქართველოში, ქართული სახელმწიფოებრობისთვის მანამდე უცნობი სახელისუფლებო ინსტიტუტები (სენატი, იუსტიციის სამინისტრო, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და ა.შ.) იქნა დამკვიდრებული. ერთ-ერთი ასეთი ინსტიტუტი იყო სწორედ პროკურატურა, რომელიც 1802 წლიდან მოყოლებული ჯერ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, 1917 წლიდან საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკასა და მოგვიანებით საბჭოთა კავშირშიც წლების მანძილზე იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შედიოდა. გენერალური პროკურორის თანამდებობას კი, იუსტიციის მინისტრები ითავსებდნენ. გასაკვირი არ არის, რომ პირველი პროკურატურა კავკასიაში სწორედ საქართველოში შეიქმნა, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს რეგიონში პირველმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და იმავე დღეს ეროვნული საბჭოს მიერ სრული შემადგენლობით იქნა დამტკიცებული ეროვნული მთავრობა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი იუსტიციის მინისტრი და შესაბამისად გენერალური პროკურორი იყო შალვა ალექსი მესხიშვილი (1918-1919წ.წ.). მომდევნო წლებში ეს თანამდებობა ეკავათ ევგენი გეგეჭკორსა (1919-1920 წ.წ.) და რაჟდენ არსენიძეს (1920-1921წ.წ.). წერილში სწორედ მათი ხელმძღვანელობით, ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელისუფლებო ინსტიტუტის მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯებზეა ყურადღება გამახვილებული.
  • Item
    Regarding One Regularity
    (Meridiani, 2019) Oniani, Sulkhan
    This article is the first attempt for the attention to be paid to an unusual regularity, characteristic for Georgian habitual law. It can be conditionally called the principle of "turning responsibility back on the best one". It can still be found in ethnographic materials and can be described as an outcome of centuries-lasting empiric observation of people or be regarded as a superstition, widespread solely in the past and still maintained in a certain way only because of momentum, deprived of any real background. In one way or another, one thing is apparent: in certain cases the old Georgian legal philosophy was guided by this very principle.
  • Item
    ერთი კანონზომიერების შესახებ
    (მერიდიანი, 2019) ონიანი, სულხან
    მოცემული სტატია არის პირველი მცდელობა, ყურადღება მიექცეს ერთ უცნაურ კანონზომიერებას, რომელიც ქართული ადათობრივი სამართლისათვის არის დამახასიათებელი. მას პირობითად შეიძლება „უკეთესზე პასუხისმგებლობის მიქცევის“ პრინციპი ეწოდოს. იგი ეთნოგრაფიულ მასალებში დღემდე ფიქსირდება და შესაძლებელია ახსნილ იქნეს, როგორც ხალხის მრავალსაუკუნოვანი ემპირიული დაკვირვების შედეგი ან კიდევ, განხილულ იქნეს მხოლოდ და მხოლოდ წარსულში გავრცელებულ და გარკვეული სახით დღემდე ინერციით შემონახულ ცრურწმენად, რომელიც ყოველგვარ რეალურ საფუძველს არის მოკლებული. ასეა თუ ისე, ერთი რამ ცალსახად დასტურდება: მთელ რიგ შემთხვევებში სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა ძველი ქართული იურიდიული მსოფლმხედველობა