ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის განხორციელების ანალიზი

Abstract
ეთნიკური უმცირესობების სოციალიზაციის პროცესი სხვა დანარჩენთან ერთად პირველ რიგში მოიცავს სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობას. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, შეეტანა ცვლილება უმაღლესი განათლების კანონში და შეიმუშავეს პროგრამა,რომელიც ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებას ერთი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც აგრძელებენ სწავლას საბაკალავრო პროგრამაზე. აღნიშნულ ბრძანებას ხელი მოეწერა 2009 წელს, ხოლო განხორციელება დაიწყო 2010 წლიდან. პროგრამის შესახებ პირველი კვლევა ჩატარდა 2013 წელს,რომელმაც შეიმუშავა გარკვეული რეკომენდაციები პროგრამის გასაუმჯობესებლად. წინამდებარე კვლევით შევეცდებით დავადგინოთ პროგრამის ხარვეზები და დადებითი მხარეები 2013 წლის შემდგომ პერიოდში. თემის აქტუალობა: საქართველო მუდამ იყო მრავალეთნიკური ქვეყანა და დღემდე ასე გრძელდება. ქვეყნის პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე, თანდათან იზრდება საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის სწავლების მოთხოვნა. კვლევის მიზანს წარმოადგენს ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებისას არსებული პრობლემებისა თუ დადებითი მახასიათებლების გამოვლენა და ანალიზი. კვლევის საგანს წარმოადგენს საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში,საქართველოში განხორციელებული, ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის. კვლევის ობიექტი - ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამის დადებითი და უარყოფითი მხარეები, პრობლემები. საკვლევი თემის ჰიპოთეზა - ქართულ ენაში მომზადების ერთწლიან პროგრამას აქვს გამოკვეთილი პრობლემები, აღინიშნება ხარვეზები პროგრამის განხორციელების დროს. აღნიშნული ფაქტის მიზეზებია: ა) სასწავლო მასალის შეუსაბამობა; ბ) პროგრამისთვის განსაზღვრული არასაკმარისი დრო; გ) სტუდენტთა ზოგადი განათლების დაბალი დონე.
Description
Keywords
საგანმანათლებლო პროგრამა, განათლება, ეთნიკური უმცირესობები, განათლების პოლიტიკა, საქართველო, 1+4 პროგრამის ანალიზი
Citation
Collections