საბანკო ანგარიშების მონიტორინგის ადგილი საგამოძიებო მოქმედებათა სისტემაში

Abstract
საბანკო ანგარიშების მონიტორინგი, როგორც საგამოძიებო მოქმედება მოქმედი საპროცესო კოდექსის ერთ–ერთ ნოვაციას წარმოადგენს. იგი გათვალისწინებულია მრავალი ქვეყნის კანონმდებლობაში, როგორც ეფექტური მექანიზმი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. საბანკო ანგარიშების მონიტორინგი ზღუდავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება აუცილებელი იყოს მისი ჩატარება. ამიტომ თანამდებობის პირთა მხრიდან პირად ცხოვრებაში თვითნებური, უკანონო ჩარევის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია პირად და საჯარო ინტერესს შორის ბალანსის დაცვა, კანონმდებლობაში ადამიანის უფლებების დაცვის მეტი გარანტიების ასახვა და შესაბამისად, საბანკო ანგარიშების მონიტორინგის მარეგულირებელი ნორმის სრულყოფა. სტატიაში განხილულია საბანკო ანგარიშების მონიტორინგის შემოღების წინაპირობები, მოცემულია საბანკო ანგარიშების მონიტორინგის, როგორც საგამოძიებო მოქმედების საპროცესო–სამართლებრივი ბუნების ღრმა და სისტემური ანალიზი, მისი მიმართება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან, საგამოძიებო მოქმედებათა სისტემაში მისი ადგილის განსაზღვრის თავისებურებები, იდენტიფიცირებულია საკანონმდებლო ხარვეზები და შემუშავებულია რეკომენდაციები კანონმდებლობის სრულყოფის და პრაქტიკის დახვეწის მიზნით.
Description
Keywords
საგამოძიებო მოქმედება, საბანკო ანგარიშების მონიტორინგი, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, პროკურორი, საპროცესო სამართლებრივი გარანტიები
Citation
ნონა თოდუა 60 საიუბილეო კრებული, თბილისი, 2021, გვ. 47-68
Collections