ჯანდაცვის პოლიტიკის გამოწვევები საქართველოში: სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციული და ფინანსური პერსპექტივა

Loading...
Thumbnail Image
Date
2020
Journal Title
Journal ISSN
Volume Title
Publisher
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
Abstract
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მრავალი გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის შემოღებამ გაზარდა მოსახლეობის ფინანსურ ხელმისაწვდომობა, ისევ პრობლემად რჩება ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების დიდი წილი, პირველადი ჯანდაცვის არასათანადო განვითარება, სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო პროგრამების ეფექტური თანაარსებობის გამოუყენებლობა, სამედიცინო ორგანიზაციების არამომგებიანი მესაკუთრეობის ფორმების განუვითარებლობა, ჯანდაცვის ხარჯების შეკავების ეფექტური, შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მეთოდების დანერგვისა და სელექტიური კონტრაქტირების მექანიზმების შემოღების საჭიროება, სამედიცინო პერსონალის არათანაბარი განაწილება (ექიმების სიჭარბე, ექთნების დეფიციტი) და დაბალი ანაზღაურება, მათი უფლებების დაუცველობა. საქართველო ჯანდაცვის პოლიტიკის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა უკანასკნელ პერიოდში, რადგანაც დარგში მიმდინარე რეფორმებმა სისტემის მმართველი წრეები მრავალი პრობლემის წინაშე დააყენა. წიგნში განხილულია საქართველოს ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები. წიგნი განკუთვნილია ჯანდაცვის პოლიტიკის, ჯანდაცვის ადმინისტრირებისა და ჯანდაცვის ეკონომიკის, ჯანდაცვის სოციოლოგიის სპეციალისტებისათვის, ასევე ჯანდაცვის საკითხებით დაინტერესებული ფართო მკითხველისათვის.
Description
Keywords
ჯანდაცვის რეფორმები, ჯანდაცვის პოლიტიკა, საქართველოს ჯანდაცვა, ჯანდაცვის დაფინანსება, ჯანდაცვა
Citation
თენგიზ ვერულავა, ჯანდაცვის პოლიტიკის გამოწვევები საქართველოში: სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციული და ფინანსური პერსპექტივა. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. თბილისი, 2020
Collections