ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, როგორც ფუნდამენტური უფლება თუ პრივილეგია?

Abstract
ჯანმრთელობის დაცვის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას მოსახლეობა უზრუნველყოს აუცილებელი სამედიცინო სერვისებით, მიუხედავად მათი გადახდისუნარიანობისა. ჯანმრთელობის დაცვის უფლება სახელმწიფოსგან მოითხოვს ისეთი პოლიტიკის და სამოქმედო გეგმების შემუშავებას, რომლითაც მიიღწევა ყველასათვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. ჯანმრთელობის სერვისები არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც მხოლოდ პერსონალური პასუხისმგებლობა, რადგან მისი სოციალურ-ეკონომიკური ბუნების გამო, მასზე მოთხოვნა ხშირად ატარებს არამხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ სოციალურ ხასიათსაც და მოითხოვს მომხმარებელთა სახსრების გაერთიანებას. სამედიცინო ბაზრის ისეთი თავისებურებები - რისკი და გაურკვევლობა, არასრული ინფორმაცია, შეზღუდული კონკურენცია, გარეგანი ეფექტები, საზოგადოებრივი სიკეთის წარმოება, განაპირობებს სამედიცინო ბაზარზე ეკონომიკური ურთიერთობების განსაკუთრებულ ფორმებს, რაც მოითხოვს სათანადო რეგულირების მექანიზმების შემუშავებას. ევროპის ქვეყნებში, სადაც ინდივიდის ფინანსური წვლილი ჯანდაცვაში არ არის დამოკიდებულია მისი ჯანმრთელობის რისკზე, მოქმედებს უნივერსალური, საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპი, რომელიც ფარავს მთელ მოსახლეობას. ადამიანი უმაღლესი სოციალური ერთეულია, რომლისთვისაც, ჯანმრთელობის დაცვა უფლებად და არა პრივილეგიად განიხილება არამხოლოდ ჰუმანისტური და ეთიკური მიზეზებით, არამედ პრაგმატული, უტილიტარული მიდგომების გამოც, რადგან უნივერსალური ხელმისაწვდომობას სარგებელი მოაქვს როგორც ინდივიდისათვის, ასევე საზოგადოებისთვისაც, რადგან უზრუნველყოფს სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდას.
Description
Keywords
ჯანდაცვა, ადამიანის უფლება, ჯანდაცვის უფლება, უნივერსალური ჯანდაცვა
Citation
თენგიზ ვერულავა, რევაზ ჯორბენაძე. ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, როგორც ფუნდამენტური უფლება თუ პრივილეგია? ეკონომიკა და ბიზნესი. 2020; 12 (4)
Collections