Women on Women:Two Modern Feminist Interpretations of the Medea Myth

dc.contributor.authorNadareishvili, Ketevan
dc.date.accessioned2021-10-27T07:33:08Z
dc.date.available2021-10-27T07:33:08Z
dc.date.issued2021
dc.description.abstractოდინდელ ტექსტთა გადამუშავება უმეტესწილად საუკუნოვან კითხვებზე ახალი პასუხების მოძიების მცდელობა გახლავთ. მწერლები ნაცნობ მატრიცებს ხშირად თავიანთი ეპოქის კრიზისების ანალიზისთვის იყენებენ. მედეას უძველესი მითოსი ფემინისტური პრობლემების გააზრების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დისკურსად გვევლინება, რომელშიც XX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული აქტიურად ჩაებნენ ქალი ავტორები. მოხსენება მიზნად ისახავს, გაანალიზოს ორი ქალი ავტორის მიერ დანახული მედეას ამბავი - ერთი გახლავთ ცნობილი ფემინისტი ავტორისა და დრამის სპეციალისტის, ოლგა ტაქსიდუს პიესა „მედეა“, ხოლო მეორე - ახალგაზრდა ქართველი პოსტმოდერნისტი ავტორის - მადი ბერიაშვილის პიესა სახელწოდებით „მედეა, როგორც მედეა“. ორივე პიესა წარმოგვიდგენს მედეას ამბავს ისე, როგორც ამას თავად მედეა ხედავს, ასე რომ, ტრადიციული მამრობითი ნარატივი ქალის თვალთახედვით არის გადმოცემული. მედეას ირგვლივ არსებული სამყარო განსხვავებულადაა დახატული მწერალთა მიერ. ტაქსიდუ პრობლემათა ფართე პანორამას წარმოგვიდგენს - იმპერიისა და მესამე სამყაროს ურთიერთობისა და ქალთა ხვედრისა ამ კონტექსტში, მაშინ, როდესაც ბერიაშვილის ყურადღების ცენტრში ექცევა მედეას ირგვლივ მყოფი მამაკაცების პერვერსიული ვნებები - იქნება ეს მედეასადმი მამის სექსუალური ლტოლვა თუ ოქროს საწმისის მოპოვების იასონისეული პათოლოგიური ვნება. განსხვავებათა მიუხედავად, ორივე ავტორი თვლის, რომ მედეას საშინელ შურისძიებაზე პასუხისმგებელი სწორედ მის ირგვლივ არსებული სამყაროა, რადგან მან გახადა მედეა ისეთი, როგორც ის არის. მოხსენების დასკვნები საყურადღებოა ქალების მიერ ლიტერატურის გადამუშავების დისკურსის შესწავლის კუთხით.en_US
dc.identifier.citationAmerican Comparative Literature Assosiation Annual Meeting 2021, 8-11.04, Virtual Conferenceen_US
dc.identifier.urihttps://dspace.tsu.ge/handle/123456789/791
dc.language.isoenen_US
dc.subjectReinterpretationen_US
dc.subjectMedeaen_US
dc.subjectOlga Taxidouen_US
dc.subjectMadi Beriashvilien_US
dc.subjectFeminist discourseen_US
dc.subjectPostmodern dramaen_US
dc.titleWomen on Women:Two Modern Feminist Interpretations of the Medea Mythen_US
dc.title.alternativeქალები ქალების შესახებ: მედეას მითის ორი თანამედროვე ფემინისტური ინტერპრეტაციაen_US
dc.typeThesisen_US
Files
Original bundle
Now showing 1 - 1 of 1
Loading...
Thumbnail Image
Name:
ACLA 2021.pdf
Size:
194.1 KB
Format:
Adobe Portable Document Format
Description:
License bundle
Now showing 1 - 1 of 1
No Thumbnail Available
Name:
license.txt
Size:
1.71 KB
Format:
Item-specific license agreed upon to submission
Description: