Ideological Aspects of Discussion on the Roots of Georgian "Supra"

dc.contributor.authorKipiani, Giorgi
dc.date.accessioned2022-01-12T12:04:02Z
dc.date.available2022-01-12T12:04:02Z
dc.date.issued2019
dc.description.abstractნაშრომი მიზნად ისახავს ქართულ სუფრის ტრადიციის ფესვების შესახებ პუბლიკაციებში იდეოლოგიური ასპექტების განხილვას. ნაჩვენებია რომ დისკუსიის წამომწყებნი დასაწყისშივე აქცენტს ახდენდნენ ქართული კულტურის იდეოლოგიურ კრიტიკაზე, რომელიც შემდგომ კიდევ უფრო გამრავალფეროვნდა და ახალი მიმართულებები შეიძინა. დისკუსიის დროს იგნორირებულ იქნა ქართველ ეთნოგრაფთა კვლევები, რომლებიც ადასტურებდა ქართული სუფრის აუთენტურობას (ბარდაველიძე 1936, გოცირიძე, ღამბაშიძე, 2008)). დისკუსიის წამომწყები კონცეფცია სადღეგრძელოს კომპენსატორული ფუნქციის შესახებ ისტორიული წყაროთა მხოლოდ მცირე ნაწილს დაეყრდნო, სუფრა ქართული კულტურისთვის უმნიშვნელოდ მიიჩნია მე-19 საუკუნემდე და უგულებელყო სუფრის ცერემონიის მთავარი - რელიგიური საფუძველი (ბრეგაძე.ლ. 2000). შემდგომში სუფრის ტრადიციის ისტორიული ფესვების უგულებელყოფა კავკასიის მასშტაბით გაფართოვდა (Muelfried, 2006, Tuite, 2008). სუფრის ტრადიციის გენეზისსა და განმტკიცებაში წამყვან ფაქტორად მიიჩნეულ იქნა იმპერიული (Nodia, 2014) )და სტალინისტური ავტოკრატიზმი (Manning 2012, 2014)). დისკუსიის მორიგ ეტაპზე ავტორთა ჯგუფმა ეთნოგრაფების მხრიდან კრიტიკის მიუხედავად ისევ მოახდინა ისტორიული წყაროების იგნორირება და ქართული კულტურა ზოგადად შეაფასა როგორც მხოლოდ მატერიალურზე და არა სულიერებაზე ორიენტირებული (Manning, 2014),. საპასუხოდ ნაჩვენები იქნა მე- 15-17 საუკუნეების ისტორიულ წყაროთა, კერძოდ, ინტერიანოს, კასტელის, ჯუდიჩე მილანელის, დე ლუკასა, ვოლკონსკის და თეიმურაზ მეორის ნაწარმოებთა საფუძველზე ქართული და კავკასიური სუფრის ცერემონიისა და პიროვნული ურთიერთობების აუთენტური ხასიათი. ბოლოდროინდელ პუბლიკაციებში სუფრის მნიშვნელობა საქართველოში ისევ მხოლოდ მე-20 საუკუნიდან აღინიშნება როგორც იმპერიასთან დაპირისპირების არაფორმალური ინსტიტუტის ფუნქციონირების შედეგი რელიგიური საზრისის უგულებელყოფის საფუძველზე და სადღეგრძელოს, როგორც სუფრის მოძველებულ ატრიბუტს - ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირების თანმხლებ მოვლენას, ინტერნეტში განთავსებულ არაფორმალურობის ენციკლოპედიაში ცალკე სტატია ეძღვნება (Muelfried, 2018). ქართული ტრადიციული სუფრის სადღეგრძელოები იდენტობის თვითდამკვიდრების ან იდეოლოგიური მეტოქეობის რეპრეზენტაციად განიხილება და ტრადიციული სუფრა კი რუსული ნადიმის გაქართულებად. შესაბამისად ქართული სუფრის ფესვები რუსული კოლონიზაციის ეტაპით თარიღდება (Ram, 2018). ნაშრომში ნაცადია იდეოლოგიური მიდგომის ინტენსიფიკაციის მიზეზების ანალიზი ნეოლიბერალური გლობალიზაციის ტენდენციების გათვალისწინებითen_US
dc.identifier.isbn978-9941-13-889-8
dc.identifier.urihttps://dspace.tsu.ge/handle/123456789/1030
dc.language.isoenen_US
dc.relation.ispartofseriesკავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესის მასალები;
dc.subjectსოციალური ფსიქოლოგიაen_US
dc.subjectქართული სუფრაen_US
dc.subjectსადღეგრძელოen_US
dc.subjectთამადაen_US
dc.subjectკულტურის ფსიქოლოგიაen_US
dc.subjectნეოლიბერალიზმიen_US
dc.subjectგლობალიზაციაen_US
dc.subjectიდეოლოგიაen_US
dc.titleIdeological Aspects of Discussion on the Roots of Georgian "Supra"en_US
dc.title.alternativeქართული სუფრის შესახებ დისკუსიის იდეოლოგიური ასპექტებიen_US
dc.typeArticleen_US
Files
Original bundle
Now showing 1 - 1 of 1
Loading...
Thumbnail Image
Name:
Ideological Aspects of Discussion on the Roots of Georgian Supra.pdf
Size:
3.01 MB
Format:
Adobe Portable Document Format
Description:
License bundle
Now showing 1 - 1 of 1
No Thumbnail Available
Name:
license.txt
Size:
1.71 KB
Format:
Item-specific license agreed upon to submission
Description:
Collections