ხელოვნური ინტელექტი კერძო სამართალში
Loading...
Date
2026
Authors
Journal Title
Journal ISSN
Volume Title
Publisher
გამომცემლობა „მერიდიანი“
Abstract
რედაქტორის წინასიტყვაობა
ხელოვნური ინტელექტი სწრაფად გარდაქმნის თანამედროვე საზოგადოებებისა და ეკონომიკის სტრუქტურებს. სისტემები, რომლებსაც აქვთ დიდი მოცულობის
მონაცემებიდან სწავლის, კანონზომიერებების ამოცნობისა და რთული პროგნოზების გაკეთების უნარი, სულ უფრო მეტად განსაზღვრავენ გადაწყვეტილების მიღების
პროცესებს ისეთ განსხვავებულ სფეროებში, როგორებიცაა ფინანსები, ჯანდაცვა,
საჯარო ადმინისტრირება და კერძო კომერცია. ეს ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია გარდაუვლად ბადებს ფუნდამენტურ სამართლებრივ კითხვებს; ამ მოვლენების
გავლენას განსაკუთრებით განიცდის კერძო სამართალი, რომელიც ტრადიციულად
აწესრიგებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ურთიერთობებს.
ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ხელოვნური ინტელექტის მზარდი ინტეგრაცია გამოწვევის წინაშე აყენებს კერძო სამართალში დამკვიდრებულ დოქტრინას,
როდესაც გადაწყვეტილებების მიღება სულ უფრო ხშირად ხდება ალგორითმული
სისტემების მხარდაჭერით ან, თუნდაც, უშუალოდ მათ მიერ, ჩნდება კითხვები სახელშეკრულებო ავტონომიასთან დაკავშირებით. პასუხისმგებლობის ტრადიციული კონცეფციები უნდა გაუმკლავდეს ისეთ სიტუაციებს, როდესაც ზიანი გამოწვეულია რთული ტექნოლოგიური პროცესებით, რომელთა დაკავშირება ერთ კონკრეტულ ადამიანთან (მოქმედ პირთან) რთულია. ამავდროულად, ხელოვნური ინტელექტი ურთიერთქმედებს ისეთ ძირითად უფლებებთან და სამართლებრივ ღირებულებებთან,
როგორებიცაა პიროვნული ავტონომია, სამართლიანობა და ანგარიშვალდებულება.
შედეგად, სამართალმა უნდა გამონახოს გზები ახალი ტექნოლოგიური რეალობის
ინტეგრირებისთვის ისე, რომ შეინარჩუნოს კერძო სამართლის ნორმატიული საფუძვლები.
ეს წიგნი მიზნად ისახავს, გამოიკვლიოს ურთიერთქმედება ხელოვნურ ინტელექტსა და კერძო სამართლის ძირითად ინსტიტუტებს შორის. იგი შეისწავლის, თუ როგორ შეიძლება არსებული სამართლებრივი დოქტრინების გამოყენება ხელოვნურ
ინტელექტთან დაკავშირებულ სიტუაციებში და სად შეიძლება იყოს საჭირო დოქტრინალური ადაპტაცია ან კონცეპტუალური გადახედვა. განსაკუთრებული ყურადღება
ეთმობა სახელშეკრულებო სამართალს, დელიქტურ პასუხისმგებლობასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის უფრო ფართო ჩარჩოს იმ გარემოში, რომელსაც სულ
უფრო მეტად აყალიბებს ავტომატიზებული და მონაცემებზე დაფუძნებული სისტემები.
კვლევა ასევე მიზნად ისახავს, ქართული პერსპექტივიდან შეიტანოს წვლილი ხელოვნური ინტელექტისა და სამართლის შესახებ მიმდინარე საერთაშორისო დისკუსიაში. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ბევრ დებატში დომინირებს ევროკავშირსა
და სხვა დიდ იურისდიქციებში მიმდინარე მოვლენები, არანაკლებ მნიშვნელოვანია
გავაანალიზოთ, თუ როგორ წარმოიშობა ეს საკითხები ეროვნულ სამართლებრივ სისტემებში, რომელთაც საკუთარი დოქტრინალური ტრადიციები და მარეგულირებელი მიდგომები აქვთ. ქართული კერძო სამართალი, რომელიც კონტინენტური ევროპის სამართლებრივი ტრადიციების გავლენას განიცდის, გვთავაზობს საინტერესო
ჩარჩოს იმის შესასწავლად, თუ როგორ პასუხობს კლასიკური სამართლებრივი კონცეფციები ტექნოლოგიურ ინოვაციებს.
ხელოვნური ინტელექტი არ უნდა გავიგოთ როგორც, მხოლოდ ტექნოლოგიური
ფენომენი. იგი წარმოადგენს უფრო ფართო საზოგადოებრივ ტრანსფორმაციას, რომელიც გავლენას ახდენს სამართლებრივ აზროვნებაზე, ინსტიტუციურ პასუხისმგებლობასა და საზოგადოებაში რისკების განაწილებაზე. ამ მიზნით, ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი ანალიზი უნდა აერთიანებდეს დოქტრინალურ სიზუსტეს,
ტექნოლოგიური რეალობებისა და საჯარო პოლიტიკის ასპექტების გაცნობიერებასთან ერთობლიობაში.
ეს წიგნი განკუთვნილია მკვლევრებისთვის, პრაქტიკოსებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამართლისა და უახლესი ტექნოლოგიების კვეთით. ვიმედოვნებთ, რომ აქ წარმოდგენილი ანალიზი ხელს შეუწყობს კერძო სამართლისთვის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი გამოწვევების უფრო
ღრმად გააზრებას და სტიმულს მისცემს შემდგომ დისკუსიებს ქართულ იურიდიულ
საზოგადოებაში და მის ფარგლებს გარეთ.
ბოლოს, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარსა და კოლეგას, სერგი ჯორბენაძეს, ასევე ყველა იმ კოლეგასა თუ მეგობარს, ვინც მხარი დაუჭირა ამ წიგნის მომზადებას. მათი დისკუსიები, კომენტარები და წახალისება შეუფასებელი იყო კვლევისა და წერის მთელი პროცესის განმავლობაში.
თომას ჰოერენი
მიუნსტერი, 2026 წლის აპრილი
Editor’s Preface
Artificial intelligence is rapidly transforming the structures of modern societies and economies. Systems capable of learning from large volumes of data, recognizing patterns and making complex predictions increasingly shape decisionmaking processes in areas as diverse as finance, healthcare, public administration, and private commerce. This technological transformation inevitably raises
fundamental legal questions. Private law, which traditionally governs relationships between individuals and legal entities, is particularly affected by these developments.
The growing integration of artificial intelligence into economic and social life
challenges many established doctrines of private law. Questions arise regarding
contractual autonomy when decisions are increasingly supported or even taken
by algorithmic systems. Traditional concepts of liability must confront situations
in which harm results from complex technological processes that are difficult to
trace back to a single human actor. At the same time, artificial intelligence interacts with fundamental rights and legal values such as personal autonomy, fairness, and accountability. As a consequence, the law must find ways to integrate
new technological realities while preserving the normative foundations of private
law.
This book seeks to explore the interaction between artificial intelligence and
the core institutions of private law. It examines how existing legal doctrines can
be applied to AI-related situations and where doctrinal adaptation or conceptual
reconsideration may be necessary. Particular attention is devoted to contract
law, tort liability, and the broader framework of civil responsibility in an environment increasingly shaped by automated and data-driven systems.
The study also aims to contribute to the emerging international discussion
on artificial intelligence and law from a Georgian perspective. While many debates are currently dominated by developments in the European Union and other major jurisdictions, it is equally important to analyze how these issues arise
within national legal systems with their own doctrinal traditions and regulatory
approaches. Georgian private law, influenced by continental legal traditions, offers an interesting framework for examining how classical legal concepts respond
to technological innovation.
Artificial intelligence should not be understood merely as a technological
phenomenon. It represents a broader societal transformation that affects legal
reasoning, institutional responsibility, and the distribution of risks within society.
For this reason, the legal analysis of AI must combine doctrinal precision with an
awareness of technological realities and policy considerations.
This book is intended for scholars, practitioners, and students who are interested in the intersection of law and emerging technologies. It is hoped that the
analysis presented here will contribute to a deeper understanding of the challenges that artificial intelligence poses for private law and stimulate further discussion within the Georgian legal community and beyond.
Finally, I would like to express my sincere gratitude to my friend and colleague Sergi Jorbenadze and to all colleagues and friends who supported the
preparation of this book. Their discussions, comments, and encouragement have
been invaluable throughout the research and writing process.
Thomas Hoeren
Münster, April 2026
Description
ავტორის წინასიტყვაობა
თანამედროვე ტექნოლოგიურმა განვითარებამ უზრუნველყო ხელოვნური ინტელექტით ყოველდღიური სარგებლობა. ამ საშუალებას უკვე ბევრი ადამიანი იყენებს
როგორც პროფესიული, ისე პირადი მიზნებისთვის. შესაბამისად, წინა პლანზე იწევს
სამართლებრივი საკითხები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით სარგებლობის შედეგად შეიძლება დადგეს. საკანონმდებლო ბაზის არარსებობის პირობებში კი, თითოეული ასეთი შემთხვევა, ახლებური პრაქტიკის დამკვიდრებას უწყობს ხელს.
ნაშრომზე მუშაობის იდეა დაიბადა 2025 წლის ივლისში, როდესაც „DAAD“-ის
სტიპენდიით, მიუნტერის უნივერსიტეტში, „ინფორმაციის, ტელეკომუნიკაციისა და მედიასამართლის ინსტიტუტში“ („ITM“), პროფ. დოქტ. თომას ჰოერენთან სამეცნიერო
კვლევითი მიზნით ვიმყოფებოდი. სწორედ პროფ. დოქტ. თომას ჰოერენთან მქონდა
არაერთი საინტერესო საუბარი, დისკუსია და მსჯელობა, რომელიც სხვა საკითხებთან
ერთად, ხელოვნურ ინტელექტსაც შეეხებოდა. შედეგად, იდეა მოქმედებაში მოვიდა
და პარალელურად წინამდებარე წიგნზე მუშაობა დავიწყე.
თავის მხრივ, იდეის ხორცშესხმა დიდწილად დამოკიდებული იყო თემატიკაზე,
რომელზეც ნამუშევარი მქონდა პროფ. სანდრო ჯორბენაძესთან ერთად. კერძოდ,
ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ჭრილში, მასთან თანაავტორობით, სტატიის სახით ქვეყნდება ნაშრომი პროფ. როლფ კნიპერის საიუბილეო კრებულში (ინგლისურ ენაზე). აღნიშნულმა დიდი გავლენა იქონია წინამდებარე ნაშრომზე, რაც
ასახულია წიგნის III ნაწილის შესავალ სიტყვაში.
ნაშრომში აქცენტი გაკეთდა კერძო სამართალზე და საკუთრივ, კერძო სამართლის იმ ძირითად მიმართულებებზე, სადაც დღევანდელი მდგომარეობით, ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული სარგებლობა, უფრო ხშირია.
ნაშრომი ეფუძნება როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო გამოცდილებასა თუ
დოქტრინულ ხედვებს. მისი მთავარი დანიშნულებაა, რომ უზრუნველყოს პრაქტიკული საკითხების გადაჭრა, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა.
წიგნზე მუშაობა კიდევ უფრო საინტერესო იყო ჩემს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან თუ კოლეგებთან დისკუსიის გათვალისწინებით. ამ მხრივ, დიდი მადლობა მინდა
გადავუხადო ჩემს მეუღლეს, სოფო ხიდეშელს, რომელთანაც ხშირად განვიხილავდი თითოეულ დეტალს და რომელიც მუდამ გვერდში მედგა ნებისმიერი წამოწყების
განხორციელებისას. ცალკე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მამას, პროფ. სანდრო ჯორბენაძეს, ისევე, როგორც ჩემს დას, თათია ჯორბენაძეს. ორივე მათგანი
საინტერესო რჩევებს მაძლევდა ნაშრომზე მუშაობის განმავლობაში.
წიგნზე საინტერესო შეხედულებები გამიზიარა ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ,
აკაკი გაწერელიამ და პროფ. დოქტ. უშანგი ბახტაძემ. თითოეული მათგანის მოსაზრება ეხებოდა როგორც აკადემიურ, ისე პრაქტიკულ გამოვლინებასა და წიგნში მოცემული ცალკეული შემთხვევების გადაჭრის სამართლებრივ გზებზე ყურადღების
გამახვილებას. ანალოგიურად, საინტერესო რჩევებით გამოირჩა დოქტ. ზაქარია
შველიძე, რომლის დაკვირვებები ყოველთვის ყურადსაღები და გასათვალისწინებელია.
ცალკე მინდა აღვნიშნო სამი ადამიანის ჩართულობა, რომლებმაც წიგნის ხელნაწერი გულდასმით წაიკითხეს და თავიანთი შეხედულებები გამიზიარეს. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით: გვანცა კოპინაშვილს, ალექსანდრე შუბლაძესა და გვანცა ტაკაშვილს. თითოეულ მათგანთან მსჯელობა საკითხის მრავალმხრივ დანახვის საწინდარია. ანალოგიურად მსურს ხაზი გავუსვა თორნიკე აბაშიძის
როლს: იგი, თავისი პროფესიონალიზმითა და ერთგულებით, ყოველთვის მზადაა,
გვერდში დაუდგეს მეგობარსა და კოლეგას, ნებისმიერი იდეისა თუ წამოწყების რეალიზებისთვის.
როგორც აღინიშნა, წიგნზე მუშაობა „DAAD“-ის სტიპენდიის ფარგლებში დაიწყო. შესაბამისად, ცალკე მსურს მადლობა გადავუხადო ამ ორგანიზაციას, რომელიც
მრავალი წლის მანძილზე არაერთ ქართველს უხსნის გზას დასავლური გამოცდილების გაზიარებისთვის.
განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის პროფ. დოქტ. თომას ჰოერენს, რომლის
დიდი დამსახურებაცაა, რომ წინამდებარე ნაშრომი დღის სინათლეს იხილავს. იგი,
როგორც სამეცნიერო რედაქტორი, დეტალურად გაეცნო თითოეულ საკითხს და გამიზიარა საინტერესო შეხედულებები. მასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გარეშე,
ამ წიგნის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა.
და ბოლოს, წიგნი ეძღვნება ძვირფას ბაბუას, პროფ. სერგო ჯორბენაძეს, რომელსაც 2026 წლის 18 აპრილს 100 წელი შეუსრულდებოდა.
სერგი ჯორბენაძე
თბილისი, 2026 წლის აპრილი
Author’s Preface
Modern technological development has ensured the everyday use of artificial
intelligence. Many people already use this tool for both professional and personal
purposes. Consequently, legal issues that may arise as a result of using artificial
intelligence are coming to the forefront. In the absence of a legislative framework, each such case contributes to the establishment of a novel practice.
The idea of working on this paper was born in July 2025, when, with a “DAAD”
scholarship, at the University of Münster, in the “Institute for Information, Telecommunications and Media Law” (“ITM”), I was visiting Prof. Dr. Thomas Hoeren
for scientific research purposes. It was with Prof. Dr. Thomas Hoeren that I had
a number of interesting conversations, discussions, and deliberations, which,
along with other issues, also touched upon artificial intelligence. As a result, the
idea was put into action, and simultaneously I began working on the present
book.
For its part, the materialization of the idea largely depended on the topic I had
worked on together with Prof. Sandro Jorbenadze. Specifically, in the context of
intellectual property law, co-authored with him, a work is published as an article
in the jubilee collection of Prof. Rolf Knieper (in English). The aforementioned had
a great impact on the present work, which is reflected in the introductory words
of Part III of the book.
The book deliberately deals only with private law, which is driven by the nature of artificial intelligence and its broad use: it is possible that the role of artificial intelligence can be found in any branch of law. That is precisely why the focus
of the work was placed on private law and, specifically, on those main directions
of private law where, as of today, the practical use of artificial intelligence is more
frequent.
The work is based on both Georgian and international experience and doctrinal views. Its main purpose is to ensure the resolution of practical issues, which
is the greatest challenge of the modern world.
Working on the book was even more interesting considering the discussions
with my family members, friends, and colleagues. In this regard, I would like to
express my deep gratitude to my wife, Sopho Khidesheli, with whom I frequently discussed every detail and who always stood by my side when implementing
any initiative. Separately, I want to thank my father, Prof. Sandro Jorbenadze,
as well as my sister, Tatia Jorbenadze. Both of them gave me interesting advice
while working on the paper.
Keywords
Citation
თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტი გვ :26 - 184