საქართველო და აბრეშუმის სავაჭრო გზები (XIII-XIV სს.). Georgia and Silk Roads (XIII-XIV cc.)

Loading...
Thumbnail Image
Date
2022
Journal Title
Journal ISSN
Volume Title
Publisher
მერიდიანი/ Meridian Publishers
Abstract
ნაშრომში განხილულია XIII-XIV საუკუნეებში მახლობელ აღმოსავლეთსა და კავკასიაში გამავალი სავაჭრო გზები. დეტალურადაა მოცემული ჯალალ ად-დინის, მონღოლების და თემურ-ლენგის მიერ საქართველოზე განხორციელებული ლაშქრობების შედეგად სავაჭრო გზების განვითარების დინამიკაში გამოწვეული ცვლილებები. შესწავლილია თუ რა გავლენა მოახდინა ამან ქართულ მონარქიაზე და რა ნაბიჯებს დგამდნენ ქართველი მეფეები გაუარესებული სავაჭრო-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად. წიგნში მიმოხილულია საქართველოში და მის გარშემო XIII-XIV საუკუნეების სავაჭრო გზებზე არსებული ქართული და უცხოური ისტორიოგრაფია. გამოყენებულია ქართული, სომხური, სპარსული, არაბული და ევროპული წყაროები. ზოგ შემთხვევაში გამოთქმულია მოსაზრებები ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული იდეების გადასაფასებლად. წიგნი განკუთვნილია როგორც შუა საუკუნეების საქართველოს და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის მკვლევრებისთვის, ასევე, ზოგადად, ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.
Description
Keywords
აბრეშუმის სავაჭრო გზა, სავაჭრო გზები, საქართველო, ბიზანტია, სომხეთი, მონღოლები
Citation
საქართველო და აბრეშუმის სავაჭრო გზები (XIII-XIV სს.), წიგნი მეორე, თბილისი, მერიდიანი, 2022, 202 გვ./ Georgia and Silk Roads (XIII-XIV cc.) (In Georgian), Tbilisi, Meridian Publishers, 2022, 202 p.
Collections