საქართველო და აბრეშუმის სავაჭრო გზები (VI-XIII სს.). Georgia and Silk Roads (VI-XIII cc.)

Abstract

ნაშრომში განხილულია VI-XIII საუკუნეებში მახლობელ აღმოსავლეთსა და კავკასიაზე გამავალი სავაჭრო მაგისტრალები. მიმოხილულია VI საუკუნეში აღმოსავლეთ რომის იმპერიის და სასანური ირანის ბრძოლა ლაზიკასა და სვანეთში არსებული სავაჭრო გზების გასაკონტროლებლად. წიგნში, ასევე, განხილულია XI-XIII საუკუნეებში ქართველების ექსპანსია სამხრეთით და რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ერთიანი ქართული სამეფოს მიერ რეგიონული მნიშვნელობის სავაჭრო გზებზე – თბილისი-განჯა-ბარდავი, დვინი-ანისი-ტრაპიზონი, ბარდავი-დარუბანდი და ა. შ. – გასვლის სურვილი იყო. ნაშრომში მიმოხილულია ქართული და უცხოური ისტორიოგრაფია და გაანალიზებულია გვიან ანტიკური და შუა საუკუნეების ბიზანტიური, სპარსულ-არაბული, სომხური და ქართული წერილობითი წყაროები. წიგნი განკუთვნილია როგორც გვიან ანტიკური და შუა საუკუნეების პერიოდის საქართველოსა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის მკვლევრებისთვის, ასევე ზოგადად ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.

Description

Citation

საქართველო და აბრეშუმის სავაჭრო გზები (VI-XIII სს.), თბილისი, მერიდიანი, 2019, 220 გვ.. Georgia and Silk Roads (VI-XIII cc.), Tbilisi, Meridian Publishers, 2019, 220 p.

Collections

Endorsement

Review

Supplemented By

Referenced By