1990-1991 წლების ქართული პრესა პოლიტიკური პროცესების ჭრილში

dc.contributor.authorშამილიშვილი, მანანა
dc.contributor.authorShamilishvili, Manana
dc.contributor.authorწერეთელი, მარი
dc.contributor.authorTsereteli, Mari
dc.date.accessioned2022-01-24T08:15:07Z
dc.date.available2022-01-24T08:15:07Z
dc.date.issued2019
dc.description.abstractჩვენ მიერ საკონფერენციოდ წარმოდგენილი მოხსენება შეეხება ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის მეტად მტკივნეულ და წინააღმდეგობებით აღსავსე პერიოდს. მასში წარმოჩენილია 1990-1991 წლების საქართველოში შექმნილი მწვავე პოლიტიკური გარემო და რადიკალური მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება. ეს პროცესებინათლად აისახა იმდროინდელ პრესაში. მიხედავად იმისა, რომ მონიშნული დროის ქართული მედია პლურალისტურ ბუნებას ავლენდა, მაინც აშკარა იყო იდეოლოგიური პოლარიზების მაღალი ხარისხი. მაშინდელმა საგაზეთო პოლემიკამ მკაფიოდ წარმოაჩინა სახელისუფლებო და ოპოზიციურ ძალთა შეურიგებელი ბრძოლა, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თვალსაზრისთა მკვეთრი დაშორიშორებულობა. საკვლევი პერიოდის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზნად დავისახეთ ორი მნიშვნელოვანი გაზეთის – ოფიციოზური „საქართველოს რესპუბლიკისა“ და ოპოზიციური „დრონის“ პუბლიკაციათა ანალიზი. ძირითადად, ამ ორი გამოცემის ირგვლივ იყო გაერთიანებული სახელისუფლებო და ოპოზიციური ძალები. მსგავსი მედიაკლიმატი დამახასიათებელია პოსტსოციალისტური სახელმწიფოებისთვის. წარსულის ინერცია ძნელად დასაძლევი აღმოჩნდა იმდროინდელი მედიისთვის. მან, მართალია, მოიშორა საბჭოური ცენზურის წნეხი, მაგრამ ერთგული დარჩა ადრინდელი პროფესიული მიდგომებისა, რაც პარტიული მიმხრობის, ეთიკურ ნორმათა უგულებელყოფის, თვითცენზურისა და სხვა ნეგატიური მახასიათებლების სახით ვლინდებოდა. სამწუხაროდ, ეს ნაკლოვანებები არც დღესაა დაძლეული. საკითხი ვიკვლიეთ კონტექსტურად, პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვებით, შესაბამისი მასალის მოძიება – კლასიფიკაციისა და შინაარსობრივი ანალიზის გზით. განვსაზღვრეთ ასევე კვლევის თეორიულ ჩარჩო. ამისთვის გამოვიყენეთ მედიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების ე. ჰალინისა და პ. მანჩინისეული მედიამოდელი. მასთან ერთად, უილიამ ჰახტენის პრესის რევოლუციური კონცეფცია. მოხმობილი მეთოდოლოგიის მიხედვით რელევანტური ტექსტების ანალიზმა მოგვცა შესაძლებლობა, გამოგვეკვეთა დასახელებული გამოცემების სარედაქციო პოლიტიკა, რაც მოვლენების მეტად სუბიექტურ აღქმაში გამოვლინდა. კვლევისას მიღებული შედეგები წარმოაჩენს პოსტსაბჭოთა საქართველოში არსებული პოლიტიკური, სოციალური და მედიაგარემოს სპეციფიკას; გამოკვეთს პოლიტიკურ ძალთა შორის დაპირისპირების გამომწვევ მიზეზებს და გვეხმარება სინამდვილის კონსტრუირებაში.en_US
dc.identifier.urihttps://dspace.tsu.ge/handle/123456789/1078
dc.language.isogeen_US
dc.publisherშოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიen_US
dc.relation.ispartofseriesXIII საერთაშორისო სიმპოზიუმი;
dc.relation.ispartofseriesXIII International Symposium;
dc.subjectპოსტსაბჭოთა ქართული მედიაen_US
dc.subjectპოლიტიკური პოლარიზაციაen_US
dc.subjectთვითცენზურაen_US
dc.subject„საქართველოს რესპუბლიკა“en_US
dc.subject,,დრონი”en_US
dc.subjectPost-Soviet Georgian mediaen_US
dc.subjectPolitical polarizationen_US
dc.subjectSelf-censorshipen_US
dc.subject„Sakartvelos Respublika“en_US
dc.subject„Droni“en_US
dc.title1990-1991 წლების ქართული პრესა პოლიტიკური პროცესების ჭრილშიen_US
dc.title.alternativeThe Georgian Press of 1990-1991 in the Context of Political Processesen_US
dc.typeThesisen_US
Files
Original bundle
Now showing 1 - 1 of 1
Loading...
Thumbnail Image
Name:
მარი წერეთელი და მანანა შამილიშვილი XIII-simpoziumis-tezisebi-7-1.pdf
Size:
368.75 KB
Format:
Adobe Portable Document Format
Description:
License bundle
Now showing 1 - 1 of 1
No Thumbnail Available
Name:
license.txt
Size:
1.71 KB
Format:
Item-specific license agreed upon to submission
Description:
Collections