ქართული ენა, როგორც ბათუმის ოლქის ქართველი მუსლიმების იდენტობის შენარჩუნების მთავარი მარკერი

Loading...
Thumbnail Image
Date
2019
Journal Title
Journal ISSN
Volume Title
Publisher
უნივერსალი
Abstract
XVI საუკუნეში ოსმალთა მიერ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მიტაცება დიდი ტრაგედია იყო სრულიად საქართველოსთვის. სამშობლოს მოწყდა მისი ტერიტორიისა და მოსახლეობის ერთი მესამედი. ისინი ეროვნული კულტურის შემდგომ განვითარება�ში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდნენ. დაპყრობილ ტერიტორიაზე ოსმალები ცდილობ�დნენ აღმოეფხვრათ ხალხში მშობლიური ქართული ენა, ქრისტიანული რელიგია,ზნე�ჩვეულებანი. ქართველების გასათურქებლად ოსმალები ყოველგვარ საშუალებას იყე�ნებდნენ. უნდა აღინიშნოს,რომ აჭარის მოსახლეობა ადვილად არ თმობდა თავის მრავალ�საუკუნოვან მაღალ კულტურას,ზნე-ჩვეულებებსა და სარწმუნოებას. ისინი დიდ წინა�აღმდეგობას უწევდნენ მტერს,რის გამოც ოსმალო დამპყრობლები ცეცხლითა და მახ�ვილით ცდილობდნენ მათი წინააღმდეგობის გატეხას. მიუხედავად იმისა,რომ ოსმალებმა შეძლეს ისლამის გავრცელება აჭარაში,თავის მიზანს ბოლომდე მაინც ვერ მიაღწიეს. მოსახლეობა ვერ გაათურქეს; ვერ წაართვეს მათ ვერც ენა და ვერც საერთო ეთნიკური ცნობიერება. ჩემს მოხსენებაში შევეცდები განვიხილო, თუ როგორ შეძლეს ბათუმის ოლქის ქართველმა მუსლიმებმა იდენტობის მთავარი მარკერის, მშობლური ენის შენარჩუნება ოსმალთაგან დიდი ზეწოლისა და იძულებითი საშუალებების გამოყენების მიუხედა�ვად. ასევე მსურს, რომ შევაფასო თავად აჭარის მოსახლეობის მნიშვნელოვანი როლი ამ დიდ ეროვნულ საქმეში.
Description
Keywords
მუსლიმი, აჭარლები, იდენტობა, ქართული ენა
Citation
III International Symposium for Young Scholars in the Humanities (Symposium proceedings)
Collections