სწავლების მულტისენსორული მიდგომა და მისი დანერგვის პრაქტიკა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში

dc.contributor.authorაფთარაშვილი, ია
dc.contributor.authorპაჭკორია, თათია
dc.contributor.authorAptarashvili, Ia
dc.contributor.authorPachkoria, Tatia
dc.date.accessioned2023-07-12T14:36:12Z
dc.date.available2023-07-12T14:36:12Z
dc.date.issued2023-06-29
dc.description.abstractწარმოდგენილი კვლევა ეხება სწავლების მულტისენსორული მიდგომის შესწავლას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. კერძოდ, კვლევის მიზანია: ა) შეისწავლოს სასკოლო საზოგადოების წარმოდგენები, რწმენები და კოგნიტური სქემები სენსორული სასწავლო გეგმის მიზნობრიობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით, ასევე სენსორული სასწავლო გეგმის გამოყენების პრაქტიკა და გამოცდილება; ბ) წარმოაჩინოს მულტისენსორული სწავლებისა და მულტისენსორული სწავლის კონსტრუქტები სასკოლო საზოგადოებაში და აღწეროს მათი გამოყენების არეალი. კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ ორი საჯარო სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საგნობრივი მასწავლებლები, აღმზრდელები და სპეციალისტები (სპეციალური მასწავლებელი, ასისტენტი, აღმზრდელი, ფსიქოლოგი, სოციალური თერაპევტი). კვლევის მიზნებიდან გამომდინარე შეირჩა სპეციალიზებული სკოლები, სადაც ირიცხებიან მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეები. კვლევა დაიგეგემა და რეალიზდა თვისებრივი კვლევის დიზაინით. მონაცემების მოპოვება განხორციელდა ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუების, ფოკუს ჯგუფებისა და მეორად მონაცემთა ანალიზის საშუალებით. მონაცემთა დამუშავების საფუძველზე გამოიყო სამი საკვანძო მიმართულება:  სენსრული სასწავლო გეგმის არსის გააზრება და დამოკიდებულება მის მიმართ სასკოლო საზოგადოების მხრიდან;  სენსორული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი კლასის, მასწავლებლისა და მოსწავლის დონეზე;  სენსორული ოთახის ათვისებისა და გამოყენების არეალი. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საჭიროა ქართულ საგანმანათლბლო სივრცეში მულტისენსორული მიდგომის სიღრმისეული გააზრება და მისი დანერგვის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება. კერძოდ, მთავარ გამოწვევად გამოიკვეთა მულტისენსორული მიდგომის მანიფესტური ხასიათი და იდეური და ტერმინოლოგიური აღრევა სხვა კონცეფციებთან. კვლევის შედეგები, გამოკვეთილი სამუშაო მიმართულებები და სარეკომენდაციო აქტივობები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მულტისენსორული სწავლების დანერგვის პროცესის გაუმჯობესებისა და მეთოდოლოგიური მხარდამჭერი ჩარჩოს შექმნის თვალსაზრისით.en_US
dc.identifier.urihttps://dspace.tsu.ge/handle/123456789/2230
dc.subjectსენსორული სასწავლო გეგმაen_US
dc.subjectმულტისენსორული მიდგომაen_US
dc.subjectსენსორული ოთახიen_US
dc.subjectSensory curriculumen_US
dc.subjectMultisensory approachen_US
dc.subjectSensory roomen_US
dc.titleსწავლების მულტისენსორული მიდგომა და მისი დანერგვის პრაქტიკა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეშიen_US
dc.title.alternativeA multisensory approach to teaching and its implementation in the Georgian educational spaceen_US
dc.typeThesisen_US
Files
Original bundle
Now showing 1 - 1 of 1
Loading...
Thumbnail Image
Name:
TSU Ia Aptaarshvili Tatia Pachkoria.docx.pdf
Size:
237.91 KB
Format:
Adobe Portable Document Format
Description:
Abstract
License bundle
Now showing 1 - 1 of 1
No Thumbnail Available
Name:
license.txt
Size:
1.71 KB
Format:
Item-specific license agreed upon to submission
Description: