Olga Taxidou’s Medea – Woman and Empire in a World Torn Apart

dc.contributor.authorNadareishvili, Ketevan
dc.date.accessioned2021-10-27T07:27:13Z
dc.date.available2021-10-27T07:27:13Z
dc.date.issued2020
dc.description.abstractძველი ტექსტების ახლებურად გააზრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მასალას კლასიკური ტრადიცია გვაწვდის. ევრიპიდეს ტრაგედია „მედეა“ კი ფემინიზმის იდეების წარმოჩენისთვის პარადიგმატულ პიესადაა მოაზრებული. უკვე XX ს-ის დასაწყისის სუფრაჟისტთა მოძრაობაში მედეას ფიგურა ფენიმიზმის ხატად გვევლინება. რაც შეეხება XXI ს-ის პირველი ათწლეულების „მედეას“ მრავალმხრივ ინტერპრეტაციათ, სწორედ მისი ფემინისტური რეცეფციები იკავებს ამ დისკურსში ერთ-ერთ წარმმართველ ადგილს. ამ კუთხით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ფემინისტი მწერლის და დრამის სპეციალისტის - ოლგა ტაქსიდუს პიესა „მედეა“. მოხსენება განიხილავს ტაქსიდუს მედეას სახეს, როგორც ე.წ. „სხვის“ სახეს, რომელიც ამასთანავე სასოწარკვეთილ მებრძოლ ფემინისტად გვევლინება იმპერიისა და „მესამე სამყაროს“ ურთიერთობის ჭრილში, შეისწავლის ქალების ხვედრს, რომლებიც იმპერიალისტური პოლიტიკის ყველაზე მოწყვლად ნაწილს წარმოადგენენ. მოხსენება მიზნად ისახავს შემდეგი საკითხების ანალიზს: ა) მედეას თვალით დანახული ამ ორი სამყაროს ფასეულობათა ფუნდამენტური განსხვავების; ბ) მედეას ტოტალური გაუცხოვების, გაუცხოვებისა საკუთარი შვილებისგანაც კი, რომლებსაც ის იმპერიის ჯარისკაცებად განიხილავს; გ) „მედეას“ ცნობილი ქორალური ოდის („მედეა“, 410-430); დ) მედეას ამბივალენტური რეპრეზენტაციისა პიესის ფინალში - როგორც პიროვნებისა, რომელმაც დაკარგა თავისი იდენტობა და როგორც სატელევიზიო შოუს წამყვანისა, რომელიც უბედური ქალების ხვედრის შესახებ წარმართავს გადაცემას. მოხსენების დასკვნები საყურადღებო იქნება ქალი ავტორების მიერ უკვე არსებული ტექსტების გადააზრების დისკურსისთვის, რაც შეიძლება უფრო მასშტაბური პროცესის - არსებული კულტურული ნორმების ტრანსფორმაციის ნაწილად მოვიაზროთ.en_US
dc.identifier.citationAmerican Comparative Literature Assosiation Annual Meeting 2020, 19-22.03, Chicagoen_US
dc.identifier.urihttps://dspace.tsu.ge/handle/123456789/790
dc.language.isoenen_US
dc.subjectReception studiesen_US
dc.subjectOlga Taxidouen_US
dc.subjectMedeaen_US
dc.subjectfeminismen_US
dc.subjectthe Otheren_US
dc.subjectModern dramaen_US
dc.subjectwomen studiesen_US
dc.subjectthe empire and Third Worlden_US
dc.titleOlga Taxidou’s Medea – Woman and Empire in a World Torn Aparten_US
dc.title.alternativeოლგა ტაქსიდუს „მედეა“ - ქალი და იმპერია გახლეჩილ სამყაროშიen_US
dc.typeThesisen_US
Files
Original bundle
Now showing 1 - 1 of 1
Loading...
Thumbnail Image
Name:
ACLA 2020.pdf
Size:
186.7 KB
Format:
Adobe Portable Document Format
Description:
License bundle
Now showing 1 - 1 of 1
No Thumbnail Available
Name:
license.txt
Size:
1.71 KB
Format:
Item-specific license agreed upon to submission
Description: