The Caucasus On The Crossroads Of International Trade And Cultural Exchanges

dc.contributor.authorKipiani, Giorgi
dc.date.accessioned2022-12-12T09:19:19Z
dc.date.available2022-12-12T09:19:19Z
dc.date.issued2022
dc.description.abstractწყაროებში არ არის სადღეგრძელოთა სისტემის ხსენება მე-19 საუკუნემდე, ამიტომ კავკასიური და ქართული სუფრა „გამოგონილ“ ტრადიციად უნდა ჩაითვალოს და რუსული სუფრის გაქართულებად (Ram H., 2018). აუთენტური ქართული სუფრა კი ხასიათდება როგორც რიტუალიზირებული, არაცივილიზებული და უკულტურო სმის ორგია საფავიდური სპარსეთის მსგავსად, რომელიც „კულტურული“ და სულიერებით დატვირთული ხდება მხოლოდ რუსული ლიტერატურიდან გადმოღებული თემატური სადღეგრძელოების შემოღების შემდეგ სტალინური ტოტალიტარიზმის ზეგავლენით (Manning P., 2012,2017). მსოფლიო არაფორმალურობის ენციკლოპედიაში სადღეგრძელოსთვის თანამედროვე საქართველოში ცალკე სტატიაა მიძღვნილი და ხასიათდება როგორც დომინირების ინსტიტუტი, რომელიც კარგავს მნიშვნელობას ჩრდილოვანი ეკონომიკის დაკნინების გამო (Muelfried, 2018). ნაშრომის მიზანს წარმოადგენს მიმოიხილოს არსებული წყაროები, რათა გაანალიზებულ იქნეს ქართულ სუფრაზე ალკოჰოლის მიღების ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებანი. ნაჩვენებია, რომ სუფრა მე-16 საუკუნიდან ხასიათდება, როგორც მრავალი სადღგრძელოს შემცველი კომპლექსური გამოკვეთილად რელიგიური ხასიათის ცერემონია გალობის თანხლებით. მაშრომში ასევე გამახვილებულია ყურადღება, რომ დისკუსიის წამომწყებთა მიერ თავიდანვე დასახული იქნა ქართული სუფრის როგორც დემოკრატიის დამაბრკოლებლის კრიტიკის ამოცანა და აქცენტი სუფრის რელიგიური კონტექსტის უგულებელყოფაზე იქნა მიმართული. სადღეგრძელოს რელიგიური კომპონენტის სიძლიერე დასტურდება საქართველოს მთიანეთში არსებული მუხლმოდრეკით სმის ტრადიციაში, ასევე თანამედროვე ადიღელ ჩერქეზებში სადღეგრძელოს შესმის თავისებურებებით. ნაშრომში ანთროპოლოგიური ანალიზის საფუძველზე ასევე ნაჩვენებია განსხვავება ალკოჰოლის მიღების ორ ტიპოლოგიურად განსხვავებულ კულტურას შორის- ერთის მხრივ „ღვინის“, „სველ“ კულტურას, რომელშიც სმა მისაღებია დათრობის გარეშე(საქართველო) და მეორის მხრივ „მშრალ“ „შემაგრებული“ სასმელების კულტურას (რუსეთი) შორის, სადაც დალევისას დათრობა მისაღებია. სადღეგრძელოს რიტუალის აღწერილობები ადასტურებს სუფრის ტრადიციის ქრისტიანული სულიერებით დატვირთულობას საქართველოსა და კავკასიაში. სუფრის ტრადიციის კრიტიკა, რომლის მიხედვით მე-19 საუკუნის რუსული იმპერიული ზეგავლენა წამყვანია კავკასიური სუფრის როგორც კულტურის ფენომენიის ჩამოყალიბებაში, მეტყველებს ამ მიდგომის იდეოლოგიურ საფუძველზე.en_US
dc.identifier.issn2953-7851
dc.identifier.urihttps://dspace.tsu.ge/handle/123456789/1989
dc.language.isoenen_US
dc.subjectToasten_US
dc.subjectTraditionsen_US
dc.titleThe Caucasus On The Crossroads Of International Trade And Cultural Exchangesen_US
dc.title.alternativeსადღეგრძელოს ფსიქო-კულტურული პატერნები კავკასიაში და დისკუსია სუფრის ტრადიციის ფესვებზეen_US
dc.typeThesisen_US
Files
Original bundle
Now showing 1 - 1 of 1
Loading...
Thumbnail Image
Name:
Psycho-cultural Patterns of Toating.pdf
Size:
874.39 KB
Format:
Adobe Portable Document Format
Description:
License bundle
Now showing 1 - 1 of 1
No Thumbnail Available
Name:
license.txt
Size:
1.71 KB
Format:
Item-specific license agreed upon to submission
Description:
Collections