ლიტერატურული ენის საკითხი XIX საუკუნის 50-იანი წლების ქართულ კრიტიკაში

Loading...
Thumbnail Image
Date
2021
Journal Title
Journal ISSN
Volume Title
Publisher
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
Abstract
XIX საუკუნის 50-იანი წლები საკმაოდ საინტერესო ეტაპია ქართული კრიტიკული აზროვნების განვითარების ისტორიაში. ამ პერიოდში სხვა საყურადღებო საკითხთა გვერდით ქართულ კრიტიკაში წამოიჭრება სალიტერატურო ენის პრობლემაც. სალიტერატურო ენის თაობაზე გამართულ პოლემიკაში მონაწილეობა მიიღეს ლ. არდაზიანმა, პლ. იოსელიანმა, ალ. ორბელიანმა, დ. ბაქრაძემ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოაზროვნეთა შეხედულებები ერთმანეთისაგან გარკვეულწილად განსხვავებულია, მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ თითოეული მათგანი ნათლად აცნობიერებს ხალხურ მეტყველებასთან ლიტერატურის ენის დაახლოების საჭიროებას. 50-იანი წლების კრიტიკული მასალების ანალიზის საფუძველზე აშკარა ხდება, რომ სწორედ ამ პერიოდში მომწიფდა სალიტერატურო ენის დემოკრატიზაციის მოთხოვნა, რომელიც სამოციანელებმა კატეგორიული ფორმით დააყენეს და რაც მთავარია, პრაქტიკულად განახორციელეს კიდეც. აღნიშნული გარემოება კი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ე. წ. „თაობათა ბრძოლის“ თეორიის სიმცდარეში, რომლის თანახმადაც, ძველი თაობა რადიკალურად უპირისპირდებოდა თერგდალეულთა ენობრივ-ლიტერატურულ შეხედულებებს. The 50s of the XIX century are quite an interesting stage in the history of the development of Georgian critical thinking. During this period, along with other issues, the problem of literary language also arises in Georgian criticism. This question has been debated in the critique of the 1950s, both in historical terms and in terms of modernity. L. Ardaziani, P. Ioseliani, A. Orbeliani, D. Bakradze took part in the controversy over the literary language. Although the views of these thinkers are somewhat different from each other, on the whole, it can be said that each of them is clearly aware of the need to bring the language of literature closer to the vernacular. Based on the analysis of the critical materials of the 1950s, it becomes clear that it was during this period that the demand for the democratization of the literary language matured, which was categorically put forward by the “Tergdaleulebi” and, most importantly, practically implemented. This circumstance once again assures us in the fallacy of the "generational struggle" theory, according to which the older generation of writers radically opposed the linguistic-literary views of the “Tergdaleulebi”.
Description
Keywords
ქართული ლიტერატურა, ქართული კრიტიკა, ქართული პუბლიცისტიკა, ქართული სალიტერატური ენა, ალექსანდრე ორბელიანი, დიმიტრი ბაქრაძე, Georgian Literature, Georgian Criticism, Georgian Journalism, Georgian literary language, Aleksandre Orbeliani, Dimitri Bakradze
Citation
XIX საუკუნე - ეპოქათა მიჯნა, სამეცნიერო შრომების კრებული, I, თბილისი, 2021, გვ. 44-57. / XIX CENTURY - THE BOUNDARY OF EPOCHS COLLECTION OF WORKS, I, Tbilisi, 2021, pp. 44-57
Collections