ქენეთ ვაითის გეოპოეტიკა და ვეფხისტყაოსნის სივრცე

Loading...
Thumbnail Image

Date

Journal Title

Journal ISSN

Volume Title

Publisher

უნივერსალი

Abstract

თანამედროვე რუსთველოლოგიაში უკვე გაჟღერებულია, ვეფხისტყაოს�ნის ქაჯეთი რუსთველისეული მხატვრული ფანტაზიით წარმოსახული ციხე-ქალაქია, გეოპოეტიკური გააზრებით რომ ვთქვათ, ავტორისეული ტექსტ-სივრცეა, რომლის მკვიდრთაც ქაჯები მათი განსაკუთრებული მეომრული თვისებების, მიუწვდომლობისა და განსაკუთრებული ცოდნის (რომელსაც რუსთველი „გრძნების მცოდნელობასაც“1 უწოდებს) გამო შეარქვეს. მიმაჩნია, რომ პოემისეული ტექსტუალური სივრცის გეოპოეტიკურ ჭრილში გან�ხილვისას, აღნიშნული ეპიზოდები (ქაჯეთის ციხესთან და დევთა გამოქვაბულთან და�კავშირებული) საინტერესო მაგალითს გვაძლევს როგორც კოლექტიური მეხსიერების, ისე ლიტერატურული თვალსაზრისით მისი ინდივიდუალური მეხსიერების დონეზე გარდაქმნისა და ტექსტში გამოხატული ალტერნატიული გეოგრაფიის კუთხით, რაც ესოდენ დამახასიათებელია გეოპოეტიკური კონცეპტისათვის. რუსთველის პოემისეული სივრცის (ტექსტ-სივრცის) ინტერპრეტირება თანამედ�როვე ჰუმანიტარული კონცეპტის - გეოპოეტიკის ჭრილში საჭირო და მნიშვნელოვანია ვეფხისტყაოსნის საერთაშორისო ლიტერატურათმცოდნეობით დისკურსში უფრო აქ�ტიურად დასამკვიდრებლად.

Description

Citation

III International Symposium for Young Scholars in the Humanities (Symposium proceedings)

Collections

Endorsement

Review

Supplemented By

Referenced By