სამშობლოს კონცეპტი გალაკტიონ ტაბიძის საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის ლირიკაში

Loading...
Thumbnail Image
Date
2018
Journal Title
Journal ISSN
Volume Title
Publisher
თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
Abstract
„სამშობლო“, „მამული“ ქართული მწერლობის ცენტრალური კონცეპტია. მამულის თემა XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში დიდაქტიკურ-მორალისტურ ჭრილში დამუშავდა. გალაკტიონ ტაბიძემ, ხსენებული კონცეპტის მხატვრული განსახიერების თვალსაზრისით, იმთავითვე უარყო ქართული რეალისტური მწერლობის გზა. შენიშნულია, რომ გალაკტიონის ადრეულ პოეზიაშივე („ლექსები“, 1914) თავს იჩენს „სამშობლოში უსამშობლობის განცდა“. პოეტის სიმბოლისტურ ლირიკაში უკვე მყარ მოტივად გვევლინება სამშობლოსაგან გაუცხოების, სამშობლოს „ვერ ცნობის“ თემა (ლექსები: „თოვლი“, „მგლოვიარე სერაფიმები“, „მზადება გასამგზავრებლად“). საყურადღებოა ლექსები „გემი დალანდი“, და „დაბრუნება“, რომლებშიც ქართული მწერლობისათვის აქამდე უჩვეულო მიდგომითაა განსახიერებული სამშობლოში დაბრუნების მოტივი. პოეტის ამ პერიოდის შემოქმედებში სამშობლოს ცნება ზოგჯერ სრულიადაც არ ემთხვევა ფიზიკურ სამშობლოს („სხვა სამშობლო არ გამაჩნია, ეს თოვლია ჩემი სამშობლო“, _ „ოფორტი“). მიუხედავად ამისა, გალაკტიონის სიმბოლისტურ პოეზიაში სამშობლოსთან კონტაქტი მაინც არ წყდება, ოღონდაც პოეტი ზურგს აქცევს ქართულ მწერლობაში დამკვიდრებულ დეკლერაციულ-პათეტიკურ გზას და მამულთან სიახლოვის გრძნობად-ფსიქოლოგიური ასპექტების აქცენტირებას ახდენს („მამული“). საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გალაკტიონის პოეზიაში სულ უფრო ძლიერდება პატრიოტული პათოსი. პოეტი ახალი ქართული სახელმწიფოს დიდ გულშემატკივრად გვევლინება. ამ პერიოდში გალაკტიონი ქმნის პატრიოტული ლირიკის არაერთ ბრწყინვალე ნიმუშს, რომლებიც, ერთი მხრივ, ეყრდნობა ქართული ლიტერატურის ტრადიციას, ხოლო, მეორე მხრივ, კი პოეტის ინდივიდუალური ხელწერითაა აღბეჭდილი. „Homeland“ or „Fatherland“ is the central concept of the Georgian literature. The theme of homeland was developed in didactic-moral terms in the Georgian literature of the XIX century. Even at the outset Galaktion Tabidze rejected the realistic manner of writing from the standpoint of artistic embodiment of the aforesaid concept. Despite the fact, that in Galaktion’s symbolistic poetry the contact is made with his country, the poet averts from the declarative-pathetic manner established in the Georgian literature and emphasizes the emotional-psychological aspects of proximity with the homeland. After the declaration of the independence of Georgia the patriotic pathos is becoming stronger and stronger and the poet offers a number of shining examples of civil lyrics.
Description
Keywords
ქართული ლიტერატურა, ქართული კრიტიკა, ქართული მოდერნიზმი, ქართული სიმბოლიზმი, გალაკტიონ ტაბიძე, სამშობლოს კონცეპტი, Georgian Literature, Georgian Criticism, Georgian Modernism, Georgian Symbolism, Galaktion Tabidze, The concept of homeland
Citation
XII საერთაშორისო სიმპოზიუმი: სახელმწიფოებრივი სუვერენობის იდეა და XX საუკუნის მწერლობა, მასალები, ნაწილი I, თბილისი, 2018, გვ. 232-245. / Contemporary Issues of Literary Criticism - The Idea of State Sovereignty and XX Century Literature, Proceedings of International Symposium Part I, pp. 232-245
Collections