იდეოლოგიური მიდგომები ადამიანის უფლებათა და საზოგადოებრივი მორალის მიმართ სოციოცენტრულ კულტურაში

Abstract
ნაშრომში კულტურის ფსიქოლოგიისა და ანთროპოლოგიის თვალსაზრისით განხილულია ადამიანის უფლებათა და საზოგადოებრივი მორალის მიმართ იდეოლოგიური მიდგომები თანამედროვე ქართულ დისკურსში. ანალიზი ეყრდნობა კულტურის ფსიქოლოგიაში ჩამოყალიბებულ დატვირთული აღწერილობის მქონე, „სქელი“, სოციოცენტრული კულტურებისა და დაუტვირთავი, „თხელი“, ინდივიდუალისტური კულტურების შესაბამისი მორალური მატრიცების დიფერენციაციის პრინციპს, რომელიც ადამიანის უფლებებს განსხვავებულ ღირებულებებს ანიჭებს. კვლევა აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოება უპირატესად როგორც სოციოცენტრული კულტურა ხასიათდება, რაც საზოგადოებრივი მორალის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უნდა გულისხმობდეს კანონმდებლობასა და მედიაში. სტატიაში განხილულია საზოგადოებრივ დისკურსში ძირითადი იდეოლოგიური მიმართულებები და ნაჩვენებია, რომ დომინანტური ნეოლიბერალური დისკურსი ახდენს საზოგადოებრივი მორალის უგულებელყოფას როგორც მედიაში, ასევე საკანონმდებლო დოკუმენტებში. ანალიზი ასევე აჩვენებს, რომ კანონმდებლობაში პრიორიტეტი ენიჭება ინდივიდუალისტურ და უნივერსალისტურ პრინციპებს, საზოგადოებრივი მორალი, როგორც ლეგიტიმური მიზანი ამ დისკურსში აღიქმება როგორც მედიის თავისუფლების საფრთხე, შედეგად მოსახლეობის კულტურული მახასიათებლების იგნორირება სარისკო შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოების ეფექტური ფუნქციონირებისათვის
Description
Keywords
Ideology, Human rights, Public morality, Sociocentric Culture, Social psychology, ადამიანის უფლებები, კულტურის ფსიქოლოგია, საზოგადოებრივი მორალი, სოციოცენტრული კულტურა
Citation
Collections