Article
Permanent URI for this collection
Browse
Browsing Article by Author "ბიჭოლაშვილი, ზურაბ"
Now showing 1 - 2 of 2
Results Per Page
Sort Options
Item ონალინ აუქციონზე უძრავ ნივთზე დადებული ხელშეკრულების ფორმის საკითხი(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2024) ბიჭოლაშვილი, ზურაბსტატიაში განხილულია ონლაინ აუქციონზე გამოვლენილი ნებისა და უძრავ ნივთზე დადებული ხელშეკრულების ნამდვილობის წინაპირობები. მოხმობილია გერმანიის სამოქალაქო კოდექსის დანაწესი აუქციონის გზით ხელშეკრულების დადების სპეციალური ფორმის (ჩაქუჩის დარტყმის) შესახებ და განხილულია ონლაინ აუქციონებთან მიმართებით მისი ანალოგიით გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ არსებული შეხედულებები. ნაშრომში ყურადღება ეთმობა დელიქტისა და წინასახელშეკრულებო ბრალის გამიჯვნის კრიტერიუმებს, მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებსა და ფარგლებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით. სასამართლოს განმარტებები შედარებულია როგორც ქართულ, ისე უცხოურ იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმულ მოსაზრებებს.Item ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის სამართლებრივი რეგულირების ზოგიერთი ასპექტი(მერიდიანი, 2025-11) ბიჭოლაშვილი, ზურაბნაშრომის მიზანია, სამართლებრივი თვალსაზრისით შეისწავლოს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა. კერძოდ, გამოკვეთოს ის ძირითადი ნიშნები, რომლებიც მას ახასიათებს; მოახდინოს მისი კლასიფიკაცია; დაადგინოს მისი, როგორც კერძო სამართლის ობიექტის, სამართლებრივი ბუნება; გამიჯნოს მსგავსი ქონებრივი სიკეთეებისგან, როგორებიცაა ელექტრონული ფული, საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრები და კრიპტოვალუტები; ასევე, შეისწავლოს მასზე საკუთრების გადასვლის მოდელი და, კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (უნიდრუას) მიერ შემუშავებულ პრინციპებზე დაყრდნობით, ჩამოაყალიბოს კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის გარანტიები. ნაშრომში აგრეთვე მახვილდება ყურადღება ციფრული ვალუტის ადმინისტრირების პროცესში ფინანსურ ინსტიტუტსა და კლიენტს შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველზე, მის ბუნებასა და შინაარსზე. კვლევისას გამოყენებულია შედარებით-სამართლებრივი მეთოდი. ნაშრომში მიმოხილულია საქართველოს, ევროკავშირის და რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობა; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციული ბანკების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები; აგრეთვე, საკითხთან დაკავშირებული იურიდიული ლიტერატურა და საერთაშორისო ორგანიზაციათა კვლევები/დასკვნები; ასევე, იმ საკანონმდებლო აქტების პროექტები, რომლებმაც უნდა მოაწესრიგოს ციფრული ვალუტები. კვლევის შედეგები განხილულია ქართული საკანონმდებლო პერსპექტივიდან. კერძოდ, მიმოხილულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციის ნორმები, რომლებზე დაყრდნობითაც უნდა მოხდეს როგორც ცალკე აღებული ციფრული ვალუტების, ისე ფინანსურ ინსტიტუტსა და კლიენტს შორის წარმოშობილი ურთიერთობის მოწესრიგება. დასკვნის სახით, უცხოური გამოცდილების ანალიზზე დაყრდნობით, ავტორი აყალიბებს იმ სამუშაო წინადადებებს, რომელთა იმპლემენტაციაც ქართულ კანონმდებლობაში ციფრული ლარის ბრუნვის სტაბილურობას განამტკიცებს. საკვანძო სიტყვები: ციფრული ლარი, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, კრიპტოვალუტა, ელექტრონული ფული, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, კეთილსინდისიერი შემძენი.